საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წევრობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-21861/19
09-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ბერაიას
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ
გურამ მაჭარაშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, პარლამენტის
საქმიანობის ერთ ერთი ძირითადი პრინციპია წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 9 დეკემბერის N 314/8 გადაწყვეტილების
შესაბამისად, ჩემს კანდიდატურას გიგზავნით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ძირითად წევრად. დამატებით გაცნობებთ, რომ ამ დელეგაციაში ვარ 2013 წლიდან
დღემდე. ასამბლეაში დღემდე ვარ იურიდიული და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის
ძირითადი წევრი და დღემდე ევროსაბჭოს მიერ არჩეული ვარ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითად წევრად. ამ წლებში არჩეული ვიყავი
ევროსაბჭოს
საპარლამენტო
ასამბლეის
სასამართლო
გადაწყვეტილებების
აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ.
ასევე არჩეული ვარ ევროსაბჭოს
დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად.
საპარლამენტო
ასამბლეის
ვენეციის
კომისიის
ამ საქმიანობის გაგრძელება და ამ წლების ინსტიტუციური გამოცდილება არის
მნიშვნელოვანი და მხედველობაში მისაღები. სწორედ ამიტომ მოგმართავთ იმავე დელეგაციაში,
როგორც დამოუკიდებელმა წევრმა გავაგრძელო მუშაობა.
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge