საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის N3148-რს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-22100/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-12
ბიუროს ნომერი 316

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-22100/19 12-12-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მიზნით, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნას „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წელის 19 ივლისის N3148-რს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. დანართი: - დასკვნა „99“ ფურცელზე პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-22095/19 12-12-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წელის 19 ივლისის N3148რს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე 2018 წლის 30 მარტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შედეგად საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისს მიიღო დადგენილება N3148-რს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, რომელშიც აისახა პარლამენტის მიერ გაზიარებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა მონიტორინგი გაუწიოს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. კომიტეტმა განიხილა „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით მიღებული 228 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა, რა დროსაც რეკომენდაციების ადრესატმა უწყებებმა წარმოადგინეს ანგარიშები მათი შესრულების შესახებ. კომიტეტმა რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასების პროცესში გაითვალისწინა როგორც წარმოდგენილი ანგარიშები, ასევე სახალხო დამცველის და განხილვებში მონაწილე სხვა პირთა მოსაზრებები. საკომიტეტო განხილვების შედეგად კომიტეტმა მიიჩნია, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების სრულად შესრულება ვერ მოხერხდა. სახელდობრ: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 1. საქართველოს მთავრობა: ა) გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტი ამ სამსახურის ბიუროებში ადამიანური რესურსის გაზრდის მიზნით; 2018 წელს 2017 წელთან შედარებით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ასიგნებები გაიზარდა დაახლოებით 1.5 მლნ ლარით და განისაზღვრა 6.4 მლნ ლარის ოდენობით. სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა სამსახურის ბიუროებში ადამიანური რესურსის გაზრდის მიზნით. რეკომენდაცია შესრულებულია ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტანდარტებისა და შეფასების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების პარალელურად დაგეგმოს საბიუჯეტო პარამეტრები თავშესაფრის ბენეფიციართა სადღეღამისო ხარჯების ოდენობის გაზრდის მიზნით; საქართველოში 1995 წლიდან ხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად არის დაფინანსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა გამოჯანმრთელების, სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევათა აღდგენა/შესწავლას, მათ შორის: პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა, ინდივიდუალური და სპეციფიკური რეაბილიტაციის გეგმის შედგენა; ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი, რამაც შესაძლებელი გახადა ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება. გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირება დაიწყო 11 სათემო სერვისების მიმწოდებელმა მობილურმა გუნდმა. გაიზარდა, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული კომპონენტების დაფინანსებაც. 2017 წელს, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის სერვისების სადღეღამისო ხარჯი ერთ ბენეფიციარზე შეადგენდა 15 ლარს, ხოლო 2018 წლიდან - 17 ლარს. სამინისტროს თანამშრომლები ჯანმრთელობისა ადგილობრივ და სოციალური ექსპერტებთან ერთად დაცვის დეპარტამენტების მუშაობენ თავშესაფრით უზრუნველყოფის სტანდარტებზე. აღნიშნულის დამტკიცება იგეგმება წლის ბოლომდე. მცირე ზომის თავშესაფრის შექმნის ხარჯები ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში. რეკომენდაცია შესრულებულია გ) მედიკამენტების ხარისხის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაამტკიცოს იმ ფსიქიატრიული დაწესებულებების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების) მიერ მედიკამენტების შესყიდვის სპეციალური წესი, რომელთა წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და განსაზღვროს, რომ ამ დაწესებულებებს აქვთ მედიკამენტების გამარტივებული შესყიდვის უფლება; 2018 წლიდან ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ბიო-ფსიქოსოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკაფიოდ განისაზღვრა ვალდებულებები. სათემო პროგრამის ამბულატორიული ყოველთვიური სერვისის ბიუჯეტის მიმწოდებლების არანაკლებ 35% უნდა გადანაწილდეს ბენეფიციართათვის საჭირო მედიკამენტების შესასყიდად. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე პაციენტთა ხელმისაწვდომობას. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაშია, მედიკამენტების გამარტივებული შესყიდვის მიზნით სამინისტრო დაიწყებს კონსულტაციებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. რეკომენდაცია არ არის შესრულებული დ) განახორციელოს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ივანე მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად; 2018 წლის 2 ივნისსა და 26 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მთავრობის სახელით) გააგზავნა ხსენებული საქმის აღსრულების სამოქმედო გეგმები. ერთადერთი ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც მითითებული იქნა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში არის მომჩივნისთვის კომპენსაციის თანხის - 4 000 ევროს გადახდა, რაც მთავრობამ განახორციელა 2018 წლის 22 თებერვალს სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში. სასამართლოს დიდი პალატის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 12 ივლისს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ (საკნიდან მომჩივნის შესაძლო გაყვანის ფაქტი). მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული იქნა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება მოქმედი კანონმდებლობით ამჟამადაც მოკლებულია ამგვარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობას. ამჟამად არ არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გამოძიებას ექნება შესაძლებლობა, ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში გამოიყენოს კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნულიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალის გაფართოვებას, რომელთა საქმეებზე შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების/კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება სამოხელეო დანაშაულების თავში შემავალი მუხლები. ზოგად ღონისძიებებთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საქმის აღსრულების საკითხი. კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის არგუმენტები და მოიწონა განხორციელებული ღონისძიებები, კერძოდ: - 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ეროვნულ დონეზე გამოძიება განახლდა; - 2018 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ დაამტკიცა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზე, რაც იყო კიდეც მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა; - ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შედეგად პროკურატურის ორგანოები დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება; - 2015 წელს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს სასამართლოებისათვის წინასწარ პატიმრობაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას და მათ ავალდებულებს ეს ზედამხედველობითი ფუნქცია ავტომატურად, გონივრული ხანგამოშვებით შეასრულონ; - 2018 წლის ივლისში საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის შემდგომ პერიოდში დაწყებულია მუშაობა იმ მიზნით, რომ სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით გახდეს შესაძლებელი. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას/თანამშრომლობას მინისტრთა კომიტეტთან, მერაბიშვილის საქმეზე ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების გატარების მიზნით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ე) არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად; „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯანდაცვაზე ყოველწლიურად გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ხორციელდება კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. შესაბამისად, ყოველი პროგრამისთვის განსაზღვრულია ბენეფიციართა გარკვეული წრე. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეებად, ზოგადად, განსაზღვრულნი არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა (მაგ. ტუბერკულოზის მართვა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, ასევე დიაბეტის, ინკურაბელური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა), ასევე, ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებზე. სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული პროგრამების ფარგლებში, კერძოდ, მიზნობრივი დახმარების პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებმა, რომელთაც გააჩნიათ დროებითი ბინადრობის მოწმობა, მოიპოვეს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით სარგებლობის უფლება. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N684 დადგენილების მოთხოვნათა თანახმად, ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. ,,მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და ,,მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ვ) დაიწყოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „დედობის დაცვის შესახებ“ №183 კონვენციის ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის შესახებ N183 კონვენციასთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2018-2019 წლების სტრატეგიული გეგმით განისაზღვრა, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია განიხილავს კონვენციის რატიფიცირების მიზანშეწონილობას და მიიღებს ერთობლივ გადაწყვეტილებას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ზ) „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში შეიტანოს ცვლილებები რელიგიური გაერთიანებებისთვის კომპენსაციის გაცემის არსებული უთანასწორო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია თ) დროულად მოახდინოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტის ინიციირება, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლების მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი, აგრეთვე დაწესდება სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევებისთვის; კანონპროექტი შემუშავებულია. ანტიკორუფციული საბჭოს წევრებს 2017 წლის გაზაფხულზე ის დაეგზავნა ფართო კონსულტაციებისთვის. 2018 წელს ჩატარდა მასშტაბური კონსულტაციები საჯარო დაწესებულებებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოსული კომენტარების დამუშავება, ანალიზი და შეთანხმება, რის შედეგადაც საბოლოო პროექტი მთავრობას წარედგინება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ი) დროულად შეიმუშაოს კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების პროცედურები, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი; „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილია სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც შეიმუშავებს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული სახელმწიფო კომისიის მიერ სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებამდე და აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ განხორციელდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სავალო ვალდებულებების შესრულება. რეკომენდაცია არ არის შესრულებული კ) შესაბამისი უწყების ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის თანხების განკარგვის თაობაზე; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ლ) სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე არ გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე; არსებობს როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საინვესტიციო აქტივობა დაბა ბაკურიანის ტერიტორიის განვითარებაზე, შესაბამისად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო აქტივების მმართველს და ბაზარზე უძრავი ქონების სფეროში დომინირებულ სუბიექტს, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში, ბიზნეს გარემოს შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, გააჩნია შესაბამისი ვალდებულებები უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი (მათ შორის დაბა ბაკურიანში მდებარე) ქონების გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში კერძო სექტორისათვის გადაცემა. შესაბამისად, პრივატიზების შედეგად ეს უკანასკნელი გახადოს ეკონომიკური ბრუნვისა და განვითარების საგანი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტო უძრავი ქონების განკარგვას (განკარგვაზე მიზანშეწონილობის გადაწყვეტას) წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლის წარმართვისას სააგენტო ასევე უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას, შესაბამისად განსაკარგავი ქონების ნივთობრივ და უფლებრივი ნაკლისგან პრევენცირებას. სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქონების მმართველის დისკრეციულ უფლებამოსილებას - ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება და შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განკარგოს რაციონალურად. ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ დასახელებული ტერიტორიულ ერთეულებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის თითოეულ შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვა, შესაბამისად როგორც კერძო პირთა უფლებების, ასევე სახელმწიფო და საერთო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია მ) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ევროკავშირის 89/656/EEC, 1999/92/EC და 92/57/EEC დირექტივების დებულებათა შესასრულებლად; ევროკავშირის „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ სოციალურ პარტნიორებთან ერთად დაამუშავა და საქართველოს კანონმდებლობაში ტრანსპოზიციისთვის მოამზადა რამდენიმე დირექტივა, მათ შორის 89/656/EEC, 92/57/EEC და 1999/92/EC დირექტივები, რომელთა ამოქმედებაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულია 2020, 2021 და 2022 წლებში. დირექტივების ტექნიკური ექსპერტიზა დაგეგმილია ევროკავშირის პროგრამის - “TWINNING FICHE” ფარგლებში, 2019 წლის მეორე ნახევრიდან. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ნ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანით განსაზღვროს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომლითაც განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში, რომელიც ძალაში შედის ა/წ-ის 3 ივნისიდან. კერძოდ, კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს საინჟინრო - გეოლოგიურ კვლევას. რეკომენდაცია შესრულებულია ო) დააჩქაროს ევროკავშირის 2008/50/EC („ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“) და 2004/107/EC („ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შესახებ“) დირექტივების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; რეკომენდაციაში აღნიშნული ევროდირექტივების მოთხოვნების შესასრულებლად, 2018 წლიდან დღემდე გატარებულია მთელი რიგი ღონისძიებები: ა) განისაზღვრა ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმი და დადგინდა კრიტერიუმები:  2018 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებით დამტკიცდა ,,ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების შესახებ“.  შეძენილ იქნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი მობილური ავტომატური სადგური, რომელიც გაზრდის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაკვირვების არეალს.  2018 წლიდან გაიზარდა ინდიკატორული გაზომვების მასშტაბი და დაფარვის არეალი და მან ქვეყნის 25 მუნიციპალიტეტი მოიცვა.  ქ. რუსთავში დამონტაჟდა პირველი ავტომატური სადგური, ქალაქ თბილისს დაემატება კიდევ ერთი ასეთი სადგური და უახლოეს მომავალში ქ. კასპში იგეგმება პირველი სადგურის გახსნა. ბ) მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი მოიცავს ყველა იმ უმთავრეს ასპექტს, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე ევროპული სისტემის შექმნისათვის არის საჭირო. გ) შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი: air.gov.ge, სადაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის თანამედროვე ევროპული ჰაერის ხარისხის ინდექსის საშუალებით ყოველ საათში განახლებით არის ხელმისაწვდომი. რეკომენდაცია შესრულებულია. პ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს ენერგეტიკის სფეროში ინფორმაციის (მონაცემების) გამჭვირვალობის სტანდარტები; ენერგეტიკული პროექტების გამჭვირვალედ განხორციელების მიზნით მიღებულია „კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილება. რეკომენდაცია შესრულებულია ჟ) განახორციელოს ყველა ღონისძიება, მათ შორის, ჩაატაროს გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში „RMG Gold“ისა და „RMG Copper“-ის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოკვლევის მიზნით და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად; 2018 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS). აღნიშნულ კვლევაში ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩართული იყო ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. შეგროვდა მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. ასევე შემოწმდა სასმელი წყლის ხარისხი და 2-7 წლის ასაკის 1500 ბავშვის სისხლი ტყვიის შემცველობაზე. სისხლის ნიმუშები გაიგზავნა იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში. კვლევაში შერჩეული ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის შემთხვევაში, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. 2015-2017 წლებში და 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს 330 შემთხვევა, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტში - 123 შემთხვევა. რაც შეეხება გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებას, არსებობს გაღრმავებული კვლევის პროტოკოლი, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი 100 000 აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, კვლევის ჩასატარებლად საჭიროა მოიძებნოს შესაბამისი დონორი. აღნიშნული კვლევა ასევე, შესაძლოა თავად მწარმოებელი კომპანიების - “RMG Gold”-ისა და “RMG Copper”-ის დაფინანსებით განხორციელდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო“ კომპეტენციის ფარგლებში ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში ატარებს გარემოს დაბინძურების რეგულარულ მონიტორინგს შემდეგი მიმართულებებით:  მდინარე მაშავერას წყლის ხარისხის ყოველთვიური მონიტორინგი და გახშირებული მონიტორნიგი (თვეში ორჯერ) მდინარის 4 მონაკვეთზე.  მძიმე ლითონების შემცველობის განსაზღვრის მიზნით, ნიადაგის სინჯების აღება ყოველწლიურად.  2018 წლიდან ბოლნისში ტარდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ერთჯერადი ინდიკატორული გაზომვები და ხორციელდება ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდის შემცველობების განსაზღვრა. კვლევის შედეგების გასაჯაროვება ხდება ელექტრონულად სააგენტოს ვებ-გვერდზე და ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის მუნიციპალიტეტებს, სამინისტროებსა და უწყებებს, მათ შორის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. რეკომენდაცია არ არის შესრულებული რ) სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიიღოს უნიფიცირებული ნორმატიული აქტი, რომელიც ჩაანაცვლებს მოძველებულ, რუსულენოვან აქტუალიზებული წესების კრებულს, და უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების დანერგვა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ს) გაზარდოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული პრეპარატების ჩამონათვალი, პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; 2017 წლის 1 ივლისიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების“ მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა რიგი სამკურნალო მედიკამენტებით პაციენტთა უზრუნველყოფა. 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა პროგრამის მოსარგებლეთა არეალი - საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 23 დასახელების მედიკამენტების ჩამონათვალი 37-მდე გაიზარდა. 2018 წლის დეკემბრიდან ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალს დაემატა ეპილეფსიისა დასაწყისში, საჯარო-კერძო და პარკინსონის პარტნიორობის ფარგლებში, სამკურნალო მედიკამენტები. 2018 წლის აგვისტოს მთავრობისა და ფარმაცევტული კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების საბაზრო ფასის განახევრება მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. 2019 წელს იგეგმება, როგორც პროგრამის მოსარგებლეთა, ისე მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. გარდა ზემოაღნიშნულისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვის (სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ასაკით პენსიონერები, პედაგოგები, სამკურნალწამლო ვეტერანები, საშუალებების 0-5 წლამდე ნაწილობრივ ასაკის სუბსიდირებას ბავშვები (50%). და სხვ.) სამკურნალო საშუალებების ნუსხა საკმაოდ ფართოა და მოიცავს გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი სისტემის დაავადებების, ანტიალერგიულ და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო 100-მდე დასახელების მედიკამენტს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ყველა მოსარგებლისთვის ძვირადღირებული ქიმიო, სხივური და რადიოთერაპიისათვის საჭირო მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას. 2015 წლის 21 აპრილს კომპანია „გილეადსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული პაციენტები ურთიერთგაგების უზრუნველყოფილნი მემორანდუმის არიან ფარგლებში, მკურნალობის წინა C ჰეპატიტის მქონე სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო კვლევებით და C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლიდან ხორციელდება HER2 + ადრეული ძუძუს კიბოს პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მკურნალობა ახალი თაობის მედიკამენტით (ბედაქილინი). ამას გარდა, ქვეყნის მოსახლეობას კვლავ უფასოდ მიეწოდება სპეცმედიკამენტები და საკვები დანამატები. მათ შორის: დიაბეტის, ჰემოფილიის, მუკოვისციდოზის, ფენილკეტონურის, ბრუტონის დაავადების, ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა, უზრუნველყოფილნი არიან ძვირადღირებული სამკურნალო საშუალებებით. ასევე, პროგრამა ხელმისაწვდომს ხდის საჭირო მედიკამენტებს ორგანოგადანერგილი, ნარკოდამოკიდებული და ინკურაბელური პაციენტებისთვის. 2014 წლის ივნისიდან ყველა ორსული უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის შემთხვევაში რკინის პრეპარატით. რეფერალური პროგრამით იფარება მედიკამენტების ღირებულება იმ პაციენტების ინდივიდუალური საჭიროებისათვის, რომელთათვისაც სხვა სახელმწიფო პროგრამებიდან არ ხდება აღნიშნული მომსახურების დაფინანსება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ტ) შექმნას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განსაზღვრავს უსახლკარობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკას და ზედამხედველობას გაუწევს მისი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის N537 დადგენილებით დამტკიცებული „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში ქვეყანამ აიღო ვალდებულება „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან“ დაკავშირებით. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი კომისიის ფორმირებაზე, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სამინისტროების, ისე საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემუშავდება ხედვა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის სახით, რაც ეტაპობრივად უპასუხებს უსახლკარობის გამოწვევებს საქართველოში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია უ) შეიმუშაოს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის მექანიზმი, შექმნას და დროულად აამოქმედოს სპეციალური სარეაბილიტაციო დაწესებულებების მუშაობის კონცეფცია; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სარეაბილიტაციო დაწესებულებების მუშაობის კონცეფციის შემუშავების მიზნით მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ფ) შეიმუშაოს ბავშვთა განთავსების დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღებში) სასმელი წყლის უვნებლობის, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის რეგულარული ზედამხედველობის ერთიანი მექანიზმი საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის უვნებლობის სისტემატური მონიტორინგისა და მისი შედეგების შესაბამისად მუშაობის განსახორციელებლად; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შემდეგი ნორმატიული დოკუმენტები:  ტექნიკური რეგლამენტი − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილება;  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილება. ბავშვთა დაწესებულებებში წყალთან და სანიტარიასთან დაკავშირებული მოთხოვნების ადმინისტრირებისთვის შემუშავებულია მონიტორინგის სახელმძღვანელო:  „წყალი სანიტარია და ჰიგიენა საბავშვო ბაღში“ - მონიტორინგის სახელმძღვანელო-საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)-2018;  „წყალი სანიტარია და ჰიგიენა საბავშვო ბაღში“- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) -2016 მომზადებულია და საჭიროებს შეთანხმებას ტექნიკური რეგლამენტის პროექტი: „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ქ) შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია ბავშვთა სუიციდის პრევენციის, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სისტემის სფეროში; ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციისა და ზედამხედველობის პროცესის ტერიტორიებიდან დევნილთა, დახვეწის შრომის, მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და ოკუპირებული სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია „ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭო“. ევროკავშირისა და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, საბჭოს წევრებმა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა დაიწყეს ერთობლივი მუშაობა სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებაზე. მისი დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტანდარტებისა და შეფასების ეფექტური მექანიზმების შექმნის შემდეგ. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ღ) გონივრულ ვადაში განსაზღვროს „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმის ეროვნულ დონეზე განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო მექანიზმი და შეიმუშაოს ამ ოქმის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურული წესები; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ყ) განახორციელოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება და მონიტორინგის საფუძველზე დაგეგმოს სათანადო ღონისძიებები; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია შ) „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის 2009/48/EC დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს მოქმედებები შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად; „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის 2009/48/EC დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე მიღებულ უნდა იქნას ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ. მიღებული რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში დაიწყება სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა. ამჟამად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული რეგლამენტის მომზადებაზე. 2018 წლიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში დაიწყო ევროკავშირის პროექტი „თვინინგი“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დასამკვიდრებლად საქართველოში, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა სათამაშოების ბაზრის საცდელი კვლევა და ჩატარდა ზოგადი სახის ტრენინგები სააგენტოს თანამშრომლებისთვის სათამაშოების სფეროში, მათ შორის, რისკის შეფასების მეთოდოლოგიაში. სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა სამრეწველო და სამომხმარებლო ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ნაწილია. სისტემის დანერგვა დაწყებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომელიც მიმდინარეობს ეტაპობრივად და მოიცავს: საკანონმდებლო ბაზის შექმნას ევროდირექტივების შესაბამისად, თანამშრომლების გადამზადებას, ინსტიტუციური ცვლილებების გატარებას, ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობას და ამ სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჩ) განახორციელოს სპეციალური პროგრამები ეროვნული უმცირესობების დასაქმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს, რათა გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და/ან სტაჟირება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო სისტემატურად უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული ბუკლეტების ეროვნული უმცირესობების ენებზე ბეჭდვას. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის შრომისა და დასაქმების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების ხელშეწყობის თემაზე მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე, დაწყებულია საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება შრომითი უფლებების თაობაზე, რომელიც გაგრძელდება 2019 წელს. 2017 წლის 14 დეკემბერს ცვლილება შევიდა „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში. კერძოდ, განისაზღვრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის საჯარო უწყებებში სტაჟირების გავლის პროცედურები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ „ქართულ ენაში მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა“ შესაძლებლობა მიეცათ საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების განივითარონ პროფესიული გავლის გზით უნარ-ჩვევები, მიიღონ რაც სათანადო ხელს გამოცდილება შეუწყობს და ახალგაზრდების ჩართულობასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. 1+4 სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერჩეულმა „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე 142-მა (ხოლო 2017 წელს, საპილოტე პროგრამის ფარგლებში - 65) ახალგაზრდამ სტაჟირება გაიარა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ც) გააძლიეროს შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა კარიერული წინსვლა საშუალო რანგისა და მაღალი რანგის საჯარო თანამდებობებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით; 2017 წლის 14 დეკემბერს ცვლილება შევიდა „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში. კერძოდ, განისაზღვრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის საჯარო უწყებებში სტაჟირების გავლის პროცედურები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ „ქართულ ენაში მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა“ შესაძლებლობა მიეცათ საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების განივითარონ პროფესიული გავლის გზით უნარ-ჩვევები, მიიღონ რაც სათანადო ხელს გამოცდილება შეუწყობს და ახალგაზრდების ჩართულობასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. 1+4 სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერჩეულმა „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე 142-მა (ხოლო 2017 წელს, საპილოტე პროგრამის ფარგლებში - 65) ახალგაზრდამ სტაჟირება გაიარა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ძ) შეიტანოს ცვლილებები „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში, რათა გათანაბრდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლოს ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირმა, როგორც ეს იყო 2012 წლის 1 სექტემბრამდე; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად მოიცავს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას ვეტერანებისათვის საპენსიო ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება ერთიან კონტექსტში და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ცვლილებათა პაკეტის სამართლებრივი და საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანალიზების და შეფასების შედეგად. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია წ) უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის განხორციელების და ამ პროცესის კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჭ) უზრუნველყოს სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციასთან ჰარმონიზაცია; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების დროს გაითვალისწინოს მათი კომპლექსურობა და მაქსიმალურად ჩართოს ამ პროცესში შესაბამისი სფეროს ექსპერტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჯ) უზრუნველყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტით და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დროული და ეფექტიანი განხორციელება; ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციისა და ზედამხედველობის პროცესის დახვეწის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 25 თებერვლის N01-53/ო ბრძანებით ცვლილებები იქნა შეტანილი 2013 წლის 25 ოქტომბრის N01-216/ო ბრძანებაში „ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს შექმნის შესახებ“. განახლდა როგორც საბჭოს მუშაობის ფორმატი, ისე საბჭოს შემადგენლობა. სამინისტრო, საბჭოსთან ერთად წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჰ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტანდარტებისა და შეფასების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების პარალელურად დაგეგმოს საბიუჯეტო პარამეტრები ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხარჯების ოდენობის გაზრდის მიზნით; ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის პრიორიტეტებიდან მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური სერვისების განვითარება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა გამოჯანმრთელების, სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარჩვევათა აღდგენა/შესწავლას. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მეთოდების გამოყენება ხდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N68 დადგენილებით დამტკიცებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების შესაბამისად. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 77.8 ათას ლარს, ხოლო 2019 წელს - 88.0 ათას ლარს. საქართველოში ფსიქო-სოციალური სერვისების მიმწოდებელია 3 დაწესებულება თბილისში, იმერეთსა და კახეთში. რეკომენდაცია შესრულებულია 1 ჰ ) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით; ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) შესაბამისად, აღნიშნული სარეაბილიტაციო პერიოდისთვის საჭიროებებისა და სერვისის დაგეგმილია განვითარების ზრდასრულებისთვის შესაძლებლობების განსაზღვრა. ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებისა და დაგეგმვის მიზნით, ემორის უნივერსიტეტმა (ატლანტა აშშ) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAIDის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან (კორპორაცია ,,პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“, თსსუ, კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის) ერთად დაიწყო საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროფესიის გაძლიერების, სპეციალისტების გადამზადების, მომსახურების გაუმჯობესების, შშმ პირებისათვის დამხმარე და ტექნოლოგიური საშუალებების ხელმისაწვდომობისა და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში დასრულდა ტრენერთა გადამზადების ორი ეტაპი. პროექტის ღონისძიებების აქტუალურობისა და მისი შედეგების მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით მინისტრის 2018 წლის 19 ნოემბრის N01-1301/ო ბრძანებით შეიქმნა მმართველი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე და რომლის შემადგენლობაშიც ჩართული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID-ისა და UNICEF–ის) წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტებისა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ თანამშრომლები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 2 ჰ ) ხელი შეუწყოს დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას; დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში შშმ პირთა ან შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2016 წელს შეიქმნა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების საკითხებზე“ სამუშაო ჯგუფი (მინისტრის ბრძანება N01-101/ო 27 აპრილი 2016 წელი), რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო უწყებების, სოციალური პარტნიორების და დაინტერესებული მხარეების გარდა მონაწილეობდნენ შშმ პირთა ორგანიზაციები. ჯგუფის საქმიანობის მიზანია შრომის ბაზარზე შშმ პირთა საჭიროებების შემუშავება და სახელმწიფო იდენტიფიცირება, დასაქმების ხელშეწყობის კონცეფციის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში შემუშავებულია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კონცეფცია (სამუშაო ვერსია), რომელიც სრულად ითვალისწინებს გაეროს „შშმ პირთა შესახებ კონვენციის“ მოთხოვნებს. საერთაშორისო დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით დაგეგმილია ეტაპობრივად, დასაქმების სფეროში მიმდინარე რეფორმების პარალელურად. დღევანდელი საჭიროებების გათვალისწინებით „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ყველა კომპონენტში შშმ პირები სარგებლობენ შექმნილია მონაწილეობის უპირატესი უფლებით. მათთვის ასევე სუბსიდირების კომპონენტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ ფორუმებზე მიმდინარეობს ფართო საზოგადოებისა და შშმ პირთა ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამულ ღონისძიებებზე. მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს (პირს/ორგანიზაციას) შეუძლია მიიღოს ინფორმაცია პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პროგრამის მიმდინარეობის პროცესი გამჭირვალეა მონიტორინგთან დაკავშირებულ რაიმე სახის შეზღუდვებს. და არ ითვალისწინებს რეკომენდაცია შესრულებულია 3 ჰ ) გააძლიეროს ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიები მათი სათანადო სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად; 2019 წლის იანვრიდან გაიზარდა ასაკით პენსიის ოდენობა და შეადგინა 200 ლარი. შესაბამისად, გაიზარდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერთათვის გათვალისწინებული პენსიის 20%-იანი დანამატი. რეკომენდაცია შესრულებულია 4 ჰ) დაავალოს შესაბამის უწყებებს, შეიმუშაონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სოციალური დაცვის პროგრამა; საქართველოს მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად შეუფერხებლად იღებენ სახელმწიფო პენსიას/სოციალურ პაკეტს და სხვა გასაცემლებს. თუმცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჩართვა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პროგრამა ეფუძნება ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ადმინისტრირების ორგანოს უფლებამოსილი პირის ვიზიტს ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას, რიგი მონაცემების აღრიცხვას, „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებას, ინფორმაციის მიწოდებას, როგორც უშუალოდ ოჯახის მხრიდან, ისე ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზებიდან. ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების დაწესების საკითხი, მათ შორის ამ ოჯახების საჭიროებების გამოკვეთის ნაწილში განხილულ იქნას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთიან ფორმატში, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. რეკომენდაცია არ არის შესრულებული 5 ჰ) უზრუნველყოს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსასრულებლად დამტკიცდა კანონის განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების გაძლიერებას გადამზადების გზით და ამ პროფესიის ადგილობრივ თვითმმართველობაში დანერგვას. სსიპ სოციალური მომსახურების ტერიტორიებიდან დევნილთა, სამინისტროსა და გაეროს სოციალური მუშაობის შრომის, ბავშვთა ხარისხის სააგენტოს, საქართველოს ჯანმრთელობისა ფონდის და სოციალური თანამშრომლობითა უზრუნველსაყოფად ოკუპირებული დაცვის და მხარდაჭერით სოციალური მომსახურების სააგენტოში შეფასდა და გაანალიზდა სოციალური სამუშაოს მასშტაბი და ხარისხი. შემუშავებულია რეკომენდაციები და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომლის საფუძველზეც იგეგმება ისეთი ინტერვენციების განხორციელება, რომლებიც გააუმჯობესებენ ბენეფიციარებისთვის მომსახურების ხარიხს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეაფასოს საერთო სასამართლოებში არსებული საჭიროებები და ეფექტიანად გაანაწილოს შესაბამისი პროგრამული და ადამიანური რესურსები. პარტნიორი ორგანიზაციების (USAID/PROLOG, GIZ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტები) მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს სასამართლო სისიტემის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსური აუდიტი, რომელიც დასრულდა 2018 წლის შემოდგომაზე და მრავალი პრობლემა გამოვლინდა, მათ შორის, სასამართლოების გადაწყვეტილებების არსებულ ბაზასთან დაკავშირებით. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაკომპლექტა IT დეველოპერთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან ერთად აქტიურად იმუშავებს სასამართლო გადაწყვეტილებების საძიებო პროგრამის სრულყოფილად ამუშავების მიზნით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: ა) „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანით განსაზღვროს ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა (არანაკლებ 7 დღისა); რეკომენდაცია შესრულებულია ბ) ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემით ან პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებების შეტანით: ბ.ა) განსაზღვროს პატიმრისთვის სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდების ეტაპობრივად შეთავაზების ვალდებულება; ბ.ბ) ერთმანეთისგან გამიჯნოს გაშიშვლებით შემოწმება და შინაგანი შემოწმება; დაადგინოს მათი განხორციელების პროცედურები; ბ.გ) აკრძალოს სრული გაშიშვლებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (კონსტიტუციური სარჩელები №665 და №683), №5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმართა დაწესებულებაში მიღებისა და დატოვების დროს დადგენილი შემოწმების მოქმედი პროცედურა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს დასახული მიზნის მისაღწევ, გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. სასამართლომ დაადგინა, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტის შემთხვევებში და დაწესებულებაში გადაადგილებისას (სამარტოო საკანში მოთავსება) პირის გაშიშვლების დაშვება პასუხობდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. სასამართლომ ცალსახად და მკაფიოდ მიუთითა, რომ სკანერით შემოწმება და სრული პირადი შემოწმება არ არის სრულიად ურთიერთჩანაცვლებადი ღონისძიებები. შეუძლებელია, სკანერის მეშვეობით ყველა აკრძალული ნივთის, ნივთიერების, წარწერისა თუ სხვა ობიექტის აღმოჩენა, რომელთა შეტანა, დამზადება, ბრუნვა საფრთხეს უქმნის პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგს, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმების საკითხები დარეგულირებულია პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებით. არსებული საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ყველა პენიტენციური დაწესებულების აღჭურვას მაღალი ტექნოლოგიის უსაფრთხო სკანერებით, რაც, რიგ შემთხვევებში, შექმნის სრული შემოწმების ალტერნატივას, თუმცა, ვერ იქნება სრულიად ურთიერთჩანაცვლებადი. ამ ეტაპზე დამონტაჟებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა №5, №7 და №8 პენიტენციურ შემოწმებისათვის დაწესებულებებში, სკანერი ხოლო სხვა დაწესებულებები აღიჭურვება ეტაპობრივად. №5 პენიტენციური დაწესებულების დებულებაში უკვე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და დეტალურად ბრალდებული/მსჯავრდებული თავად გაიწერა ირჩევს სრული შემოწმების შემოწმების ფორმას. პროცედურა. რეგულაციებს, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დაჰყავს თვითნებობის შესაძლო შემთხვევები და სრულად აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის პრინციპს. პენიტენციური დაწესებულებების მაღალი ტექნოლოგიის უსაფრთხო სკანერებით აღჭურვის შემდგომ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებშიც გაიწერება იმგვარი პროცედურული საკითხები, როგორიც დარეგულირებულია №5 პენიტენციური დაწესებულების დებულებით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების მონიტორინგი ამ ღონისძიების შესაბამისი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე გამოყენების გამოსარიცხად; „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების თანახმად, იქმნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სრულიად ახალი სისტემა.. 2019 წლის 22 თებერვლიდან შეიცვალა მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული მოწყობა, კერძოდ, მისი ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული გახდა ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, რომელიც განახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის მონიტორინგს. რეკომენდაცია შესრულებულია დ) არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით, შეიმუშაოს პენიტენციური სისტემის შედარებით მცირე პენიტენციურ დაწესებულებებად დაყოფის და ამ დაწესებულებებში დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგია; 2019 წლის 22 თებერვალს იუსტიციის მინისტრის N385 ბრძანებით დამტკიცდა „პენიტენციურის და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 20192020 წლების სამოქმედო გეგმა“. ხსენებული სტრატეგიული დოკუმენტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების დიზაინი და მშენებლობა, ხოლო არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება მათ შორის ახალი მცირე ზომის პეიტენცური დაწესებულებების ასაშენებლად. დიდი პენიტენციური დაწესებულებებზე გადასვლა დაწესებულებებიდან შესაძლებელს გახდის შედარებით მცირე ბრალდებულთა ზომის უფრო დიდი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, მსჯავრდებულებთან ინდივიდუალურ მუშაობას და დაწესებულების უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო მართვის განხორციელებას. რეკომენდაცია შესრულებულია ე) №15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად მსჯავრდებულები გადაიყვანოს სხვა, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა ოჯახების საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებით განსაზღვრულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებისთვისი. ლიმიტები გამოთვლილ და დამტკიცებულ იქნა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ტიპის/რისკის გათვალისწინებით. დაწესებულებისათვის ამასთან, დადგენილი განთავსების საკითხის განხილვისას, შესაძლებლობის ფარგლებში, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ხდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინება. №15 პენიტენციური დაწესებულება გადატვირთულია, თუმცა, დაგეგმილია ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს შესაბამისი საპროექტო სამუშაოები. ახალი დაწესებულებების აშენების შედეგად გაჩნდება შესაძლებლობა, განიტვირთოს დღეს მოქმედი პენიტენციური დაწესებულებები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ვ) №2, №8, №12, №14, №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი თითოეული პატიმარი უზრუნველყოს 4 კვ.მ საცხოვრებელი ფართობით; №14 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები; დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა გადანაწილებისას მხედველობაში მიიღება მათი სქესი, ასაკი, საშიშროების რისკი და სხვა ობიექტური გარემოებები. იმისათვის, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სრულყოფილად იყოს უზრუნველყოფილი მინიმალური საცხოვრებელი ფართი თითოეული მსჯავრდებულისათვის, აუცილებელია ახალი დაწესებულებების მშენებლობა. №14 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ბარაკს 2018 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოერგო პატიმრების საცხოვრებელ აუცილებელ პირობებს. რეკომენდაცია არ არის შესრულებული ზ) ეტაპობრივად უზრუნველყოს №2, №9, №12, №18 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა; ვიდეოპაემნის დაწესებულებაში უფლებით მყოფ პატიმარს, სარგებლობა გარდა შეუძლია ყველა პენიტენციურ განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულებისა. აღნიშნული მიდგომა გამომდინარეობს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის აუცილებლობიდან (ასეთი დაწესებულებებია №3, №6, №7 პენიტენციური დაწესებულებები), ამავე დროს,, წარმოადგენს მოტივაციას მსჯავრდებულებისთვის, შეიმცირონ რისკი და სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადასვლით მოიპოვონ ვიდეოპაემნის ქონის უფლება. ამ ეტაპზე ვიდეოპაემნით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწყობილია №5, №8, №11, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში იგეგმება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. რეკომენდაცია არ არის შესრულებული თ) 2018 წელს გაზარდოს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების რაოდენობა; 2018 წელს სარეაბილიტაციო აქტივობების მოცულობა 2017 წელთან შედარებით გაიზარდა. 2017 წელს ჩართული იყო 1809 მსჯავრდებული, ხოლო 2018 წელს - 2419 მსჯავრდებული. იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციურ გაუმჯობესება. დაწესებულებებში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულების 2019 წლისთვის დაგეგმილია, სულ მცირე, 2 პროგრამის/ინტერვენციის შემუშავება და პილოტირება, ხოლო 2020 წლისთვის დამატებით 3 პროგრამის/ინტერვენციის შემუშავება და პილოტირება. სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისათვის სისტემის თანამშრომლები გაივლიან შესაბამის ტრენინგებს. სისტემური ხედვის მიხედვით სარეაბილიტაციო პროგრამების შემდგომ გაუმჯობესებასა და განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, შესაბამისად თანმიმდევრული გაძლიერდა და მდგრადი პენიტენციური სარეაბილიტაციო სამსახურის მიდგომების ინსტიტუციური არსებობის მოწყობაც და მიზნით შეიქმნა მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტი. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ი) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის ინტერესთა სფეროს განსაზღვრის მიზნით 2018 წელს უზრუნველყოს ყველა მსჯავრდებულის გამოკითხვა; კითხვარი ყველა პენიტენციური დაწესებულებისთვის მზადდება ინდივიდუალურად დაწესებულების ტიპის, რეჟიმისა და რესურსის გათვალისწინებით; იგზავნება პენიტენციურ დაწესებულებებში და ყველა მსჯავრდებულს ეცნობება გამოკითხვაში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ. მონაწილეობა პროცესში ნებაყოფლობითია და შედეგად მხოლოდ იმ მსჯავრდებულების მონაცემების ანალიზი კეთდება, ვინც მოისურვა და მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში. პენიტენციურ განხორციელდა პროფესიული დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განათლების 2018 წელს გამოკითხვა ინტერესების სფეროს ორჯერ (იანვარი, სარეაბილიტაციო განსაზღვრის აგვისტო) პროგრამების, მიზნით. აღნიშნულ გამოკითხვაში ჩართული იყო №2, №3, №5, №6, №7, №8, №9, №11, №12, №14, №15, №16, №17 დაწესებულების ყველა ბენეფიციარი. ამჟამად მომზადებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც ითვალისწინებს ფართო არჩევანს მსჯავრდებულთათვის საინტერესო აქტივობებთან დაკავშირებით. რეკომენდაცია შესრულებულია კ) უზრუნველყოს 2017 წელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელება შესაბამისი დაწესებულების სპეციფიკის, საჭიროებების, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; უზრუნველყოს 2017 წელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელება შესაბამისი დაწესებულების სპეციფიკის, საჭიროებების, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; უზრუნველყოს 2017 წელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელება შესაბამისი დაწესებულების სპეციფიკის, საჭიროებების, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; 2018 წელს ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდა შემდეგი პროგრამები: ა) კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება; ბ) პენიტენციური სტრესის მართვა; გ) ბრაზის მართვა; დ) არტთერაპია; ე) ატლანტისი ან ადიქტურ პირთა რეაბილიტაცია; ვ) გათავისუფლებისათვის მზადება. ზ) პოზიტიური აზროვნების უნარების განვითარება; თ) ნაბიჯი ცვლილებისკენ (დანაშაულის გააზრება); ი) შეიქმნა სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი. 2018 წელს დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდა შემდეგი პროგრამები: ა) არტთერაპია; ბ) ატლანტისი; გ) კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება; დ) პოზიტიური ქცევის როლი ოჯახურ ურთიერთობებში; ე) პენიტენციური სტრესის მართვა; ვ) შეიქმნა სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი. 2018 წელს განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდა შემდეგი პროგრამები: ა) არტთერაპია; ბ) პენიტენციური სტრესის მართვა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები; დ) ფერმერი; ე) ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლება; ვ) ლექცია-სემინარი თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ლ) 2018 წელს გაზარდოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქოლოგთა რაოდენობა; „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების თანახმად, ამოქმედდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სრულიად ახალი სისტემა, რაც, თავისთავად, ითვალისწინებს ახალი საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრას. ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე შემუშავებული კანონის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2020-2024 წლებში პენიტენციურ სამსახურს დაემატება 80 სოციალური მუშაკის შტატი. რეკომენდაცია არ არის შესრულებული მ) 2018 წელს გაზარდოს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს ინფორმაცია სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ; პენიტენციური ტექნიკური ბაზის დაწესებულებების გაუმჯობესების სოციალური მიზნით, 2018 განყოფილების წელს მატერიალურ- განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: - №5, №15 და №16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და ფერმერთა ასოციაციის მიერ სასწავლო კურსის განხორციელების ფარგლებში აიგო სათბურები; - №5 დაწესებულებაში ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პროექტის ფარგლებში დედათა და ბავშვთა განყოფილებაში გარემონტდა და ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი; - №6 და №15 დაწესებულებებში სოციალური განყოფილებისთვის გამოიყო დამატებითი ოთახი; - №17 დაწესებულებაში სოციალური განყოფილების ოთახი გარემონტდა და დაემატა 3 კომპიუტერი. 2018 წელს სოციალური განყოფილებები აღიჭურვა შემდეგი ტექნიკური ინვენტარით: - №16 დაწესებულებაში სტუდენტი მსჯავრდებულებისთვის გამოიყო 5 (მეორადი) კომპიუტერი; საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ სასწავლო კურსის - ტანსაცმლის კონსტრუირების - ფარგლებში - 1 საკერავი მანქანა; - №11 დაწესებულებაში - 2 UPS; - №14 დაწესებულებაში - 1 UPS, 1 პრინტერი. რეკომენდაცია შესრულებულია ნ) შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში შტატით განსაზღვრული ექიმებისა და ექთნების რაოდენობის გაზრდის საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების შესაბამისად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები; პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი ყოველკვირეულად ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ექიმი-სპეციალისტების საჭიროების თაობაზე ინფორმაციას წარუდგენს სამედიცინო დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზებას უწევს პენიტენციურ დაწესებულებებში ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტებს. ჩატარებული სამედიცინო მომსახურების თაობაზე ანგარიში დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ წარედგინება სამედიცინო დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. შტატით განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობების შევსების მიზნით სამსახურის მიერ პერიოდულად ცხადდება კონკურსები. სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის კვალიფიციური სამედიცინო კადრების მოზიდვა და სამედიცინო პერსონალისთვის მოტივაციის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ ეტაპზე განიხილება სამედიცინო პერსონალისთვის არსებული თანამდებობრივი სარგოს გაზრდის საკითხი. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ო) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაატაროს არაგადამდები სკრინინგი და წარმოადგინოს ინფორმაცია მიღწეული პროგრესის თაობაზე; პენიტენციური ხორციელდება ჯანდაცვის სტანდარტში გაწერილი ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაავადებების ვადების შესაბამისად, არაგადამდები დაავადებების სკრინინგი. 2018 წლის I და III კვარტალში საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაუტარდა 41 ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო ძუძუს კიბოს სკრინინგი - 62-ს. გარდა ამისა, 2018 წლის II კვარტალში 400-ზე მეტ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტარდა პროსტატის კიბოს, ხოლო 250-ზე მეტს - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული გამოკვლევა. რეკომენდაცია შესრულებულია პ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისთვის არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დოკუმენტირების შესახებ ტრენინგის ჩატარება და წარმოადგინოს ინფორმაცია მიღწეული პროგრესის თაობაზე; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი. ბრძანებით გათვალისწინებული საკითხების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის (სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი, პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების მთავარი ექიმები და ექიმები) გადამზადებისათვის შემუშავდა სასწავლო პროგრამა „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა“. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სისტემაში დასაქმებული უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პერსონალისათვის თეორიული მასალის მიწოდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარების გზით სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემატიკის სწავლებას. სასწავლო პროგრამის მიხედვით გადამზადდა პენიტენციური სისტემის 145 სამედიცინო მუშაკი. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჟ) პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევით; 2018 წელს სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფილი იყო სპეციალური დანაყოფის ყველა მოსამსახურე, პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი და სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეები. ამასთან, ამ ეტაპზე განიხილება სხვა მოსამსახურეთა დაზღვევის საკითხი, რომელიც გადაწყდება სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდგომ. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული უახლოეს მომავალში რ) 2018 წელს უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლისთვის პროფესიული გადაწვის შესახებ ტრენინგის ჩატარება; ყველა პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი აქტიურად მუშაობს სისტემის სპეციფიკას მისადაგებული „პროფესიული გადაწვის“ ტრენინგპროგრამაზე, რომლის მიხედვითაც, განახლებული სერტიფიკატის მქონე მოსამსახურეებისთვის განხორციელდება ტრენინგების სერია თემაზე: „პროფესიული გადაწვა პენიტენციურ დაწესებულებაში“. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ს) გააუმჯობესოს პენიტენციური დაწესებულებების გარე დაცვისა და ბადრაგირების განყოფილებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. 2018 წელს კაპიტალურად გარემონტდა №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში გარე დაცვისათვის განკუთვნილი ფართი; №14 პენიტენციურ დაწესებულებაში კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ ყაზარმას; №6 პენიტენციურ დაწესებულებაში კაპიტალურად გარემონტდა გარე დაცვის საყარაულო ჯიხური. სისტემის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურული რეფორმების გატარებას, რაშიც პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების, გარე პერიმეტრის დაცვისა და ესკორტის ღონისძიებების გაუმჯობესების მიმართულებაც იგულისხმება. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდება სარემონტო/განახლებითი სამუშაოების გეგმა და შესაბამისად გაგრძელდება მუშაობა ყველა დაწესებულების დაფარვისთვის. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული 4. საქართველოს გენერალური პროკურატურა ა) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით; დაასრულოს გამოძიება ძალის 2017 წლის 26 დეკემბერს, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №043261217801 საქმეზე, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იმავე დღეს, სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქმე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილების საფუძველზე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, დაინიშნა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნა მიღებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. საქმეზე გამოძიება გრძელდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ბ) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა; თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს არაერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში გასცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ხუთჯერ მოხდა საქმის გაცნობა. საქმეზე ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებათა სრულად ამოწურვისა და დანიშნული ექსპერტიზების დასრულების შემდეგ მოხდება მტკიცებულებების სახით მოპოვებული ინფორმაციის სამართლებრივი ანალიზი, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. რეკომენდაცია შესრულებულია გ) სრულყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია. უზრუნველყოს პროკურორებისა და გამომძიებლების მომზადება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სპეციფიკის საკითხებში; ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურაში 2016 წელს შემუშავდა და დაინერგა სასწავლო პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის აღნიშნული სასწავლო მქონე პროგრამით პირებთან ეფექტიანი ეტაპობრივად კომუნიკაციის ხორციელდება თემაზე. პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების პროცესი. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემუშავების პროცესშია ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა გამოკითხვის/დაკითხვის სპეციალური ინსტრუქციის შესახებ რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის სისტემაში 2019 წლის ბოლომდე გავრცელდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია დ) დაამუშაოს და პროაქტიულად გამოაქვეყნოს სტატისტიკური მონაცემები არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გამოძიების დაწყების თარიღების თაობაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის შესახებ. დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333, 1441, 1442, 1443 მუხლების გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ძირითადი სტანდარტები და სხვა აქტუალური საკითხები. 2018 წელს განხორციელდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი. არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს პროკურატურის შესაბამის საგამოძიებო ნაწილში დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. შემჭიდროვებულ ვადებში ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, მოწმეთა გამოკითხვა, ამოცნობა, ჩხრეკა-ამოღება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ექსპერტიზების დანიშვნა და ჩატარება, ვიდეოჩანაწერების ამოღება და ა.შ. საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია. რეკომენდაცია შესრულებულია ე) დაიწყოს საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის სისტემურ რეფორმაზე მუშაობა საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით; 2018 წლის 30 ნოემბრის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-77-ე მუხლებით დეტალურად გაიწერა პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შემოსული თითოეული განცხადების შესწავლის შემდგომ, თუ სახეზეა სამსახურებრივი შემოწმების დაწყების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ყველა შემთხვევაში, იწყება დისციპლინური წარმოება და გადის კანონით გათვალისწინებულ სტადიებს. სახალხო დამცველის ერთ-ერთ რეკომენდაციად მითითებულია, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, სამსახურებრივი შემოწმების დროს მოპოვებულ იქნეს ვიდეო მასალა. აღნიშნული რეკომენდაცია მაქსიმალურადაა გათვალისწინებული საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მხრიდან. ერთ-ერთ რეკომენდაციად ასევე მითითებულია, განმცხადებლის ინფორმირებულობის ვალდებულება, მის განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების პროცესის და საბოლოო შედეგების შესახებ. გენერალური ინსპექციის მხრიდან გადაიდგა ქმედითი ნაბიჯი მითითებული რეკომენდაციის შესრულების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება, სახალხო დამცველის სამსახურებრივი შემოწმებების თაობაზე სტატისტიკის პერიოდული გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, 2019 წელს საქართველოს გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნა გენერალური ინსპექციის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ამსახველი შემაჯამებელი ანგარიში. გენერალურ ინსპექციაში შემუშავდა და დაიწერა პროკურატურის მუშაკთა ახალი ეთიკის კოდექსი. ეთიკის კოდექსის კომენტარების პროექტი დადებითად იქნა შეფასებული და ამჟამად, ექსპერტირებას გადის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ვ) განახორციელოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება ივანე მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად; 2016 წლის 21 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074210616801 საქმეზე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2017 წლის 11 თებერვალს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, პროკურორის შესაბამისი დადგენილებით, საქმეზე შეწყდა გამოძიება. 2018 წლის 12 ივლისს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ, საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოტანილ იქნა დადგენილება შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ, რომელიც გამოსაძიებლად გადაეცა გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა და ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის. საქმეზე გამოძიება გრძელდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებაში მიღწეული პროგრესის შესახებ, ახლად გამოვლენილი გარემოებების შემთხვევაში; გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად: საქართველოს პროკურატურაში 2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ. ამათგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - 9 პირის მიმართ, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - 8 პირის მიმართ. 2017 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - 2 პირის მიმართ, ხოლო პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - 1 პირის მიმართ. 2018 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, ხოლო პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 14 პირის მიმართ. რაც შეეხება კონკრეტულად სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულ ფაქტებს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში არ გამოვლენილა რაიმე სახის ახალი გარემოება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია თ) დაიწყოს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, კერძოდ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების ვალდებულების შესრულების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკურ სამმართველოში დაიწყო სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეწყვეტის და შეჩერების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. რეკომენდაცია შესრულებულია ი) მიიღოს პრევენციული ზომები არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულებისა და მასთან სქესობრივი კავშირის შემთხვევების შემცირების და თავიდან აცილების მიზნით, ამასთანავე, ყველა ფაქტზე მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება; საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო მუდმივად ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ატარებს ყოველწლიურ ანალიზს, რომლის ფარგლებშიც მუშავდება სტატისტიკური მონაცემები. აგრეთვე, ხდება გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის შეფასება. მონიტორინგის შედეგად იგეგმება პროკურორთათვის სახელმძღვანელო რეკომენდაციის განახლება, ტრენინგ-საჭიროებების განსაზღვრა და პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2018 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150¹ მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, ხოლო სსკ-ის 1501 მუხლის მეორე ნაწილით (ქორწინების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ. სსკ-ის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 86 პირის მიმართ, სისხლისსამართლებრივი ხოლო დევნა სსკ-ის დაიწყო 24 141-ე მუხლით პირის მიმართ. (გარყვნილი ქმედება) მოწმეების მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 34 პირის მიმართ, მუსლიმის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე 1 პირის მიმართ, ხოლო სხვა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე - 3 პირის მიმართ. რეკომენდაცია შესრულებულია კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში − ჭელასა და მოხეში, აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტზე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული და ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული იყო ნაკლებად მძიმე კატეგორიის და კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნიდა საზოგადოებრივ საშიშროებას, პროკურორის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 და 1682 მუხლების საფუძველზე, ბრალდებულები განრიდებულ იქნენ პასუხისმგებლობისაგან სისხლის სამართლის და მათ მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეზე შეწყდა გამოძიება. სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ქობულეთის მუნიციპალიტეტში რელიგიური დევნის ფაქტზე ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში წარმოადგინოს ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფლებში − ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში და ქობულეთში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; 2012 წელს წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროს მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების მიმართ რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლისა ფაქტზე და განზრახ ქონების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 333ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ იქნა 5 პირი. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 2013 წლის 20 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით 2013 წლის 24 და 31 მაისს მომხდარ ფაქტებზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე დაპირისპირების საფუძველი იყო ერთი და იგივე, 2013 წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა და ამჟამად გამოძიება გრძელდება. 2013 წლიდან 2018 ჩათვლით რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 38 პირის მიმართ. ამათგან, იეჰოვას მოწმეების მიმართ სისხლისსამართლებრივი შეუწყნარებლობის დევნა დაიწყო მოტივით 34 პირის ჩადენილ მიმართ, დანაშაულებზე მუსლიმის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე 1 პირის მიმართ, ხოლო სხვა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე - 3 პირის მიმართ. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაცემის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ; 2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ, სასამართლოს განაჩენით 8 პირი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ, 1 პირის მიმართ მიმდინარეიობს საქმის არსებითი განხილვა. ამჟამად 36 მიწის ნაკვეთთან მიმართებაში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების, აგრეთვე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებაში მიღწეული პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; არქეოლოგიური ობიექტის - ყორღანის დაზიანების ფაქტზე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ბრძანებით შეიქმნა დროებითი კომისია. სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბა საყდრიში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის ორ საქმეზე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ო) უზრუნველყოს სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზება და პროაქტიული გამოქვეყნება; საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შედეგების შესახებ. რეკომენდაცია შესრულებულია პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით და ქალაქ თბილისში ასათიანის ქუჩაზე ხეების ჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ; საქართველოს პროკურატურაში დასრულდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი ხელმძღვანელი პირების მიმრთ წარმოებული გამოძიება ორ სისხლის სამართლის საქმეზე. საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ. საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად იქნა გადახდილი 7000000 ლარი და დაეკისრა ზედმეტობა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდზე - პროკურორის მხრიდან ბრალდებაზე უარის თქმის საფუძვლით, სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნაწილში - ვითარების შეცვლის გამო, ხოლო სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ნაწილში - სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ასათიანის ქუჩაზე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამ ეტაპზე აქტიურად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჟ) საქართველოს სახალხო დამცველის დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მიაწოდოს მას დეტალური ინფორმაცია (შესაბამისი თარიღების მითითებით) იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, რომლებიც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე ჩატარდა; 2018 წელს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოსული სახალხო დამცველის 221 მომართვიდან, რომელიც შეეხებოდა პენიტენციური დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, გამოძიება დაიწყო 29 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 19 სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ის 1441 მუხლით 2 საქმეზე, ხოლო 1443 მუხლით 8 სისხლის სამართლის საქმეზე. სახალხო დამცველის 6 წინადადებიდან, რომელიც შეეხებოდა პენიტენციური დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, გამოძიება დაიწყო 3 სისხლის სამართლის საქმეზე, განახლდა 1 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 2 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო სახალხო დამცველის მომართვამდე; აღნიშნული წინადადებების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე, განახლდა - 1 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო უკვე მიმდინარეობდა 1 სისხლის სამართლის საქმეზე. სსკ-ის 1443 მუხლით გამოძიება დაიწყო 1 საქმეზე, ხოლო უკვე მიმდინარეობდა 1 სისხლის სამართლის საქმეზე. სახალხო დამცველის აპარატს აღნიშნული მომართვებისა და წინადადებების საფუძველზე, მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ. რეკომენდაცია შესრულებულია 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ა) 2018 წელს გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, და ამ იზოლატორებში მყოფ პირთა მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების დოკუმენტირება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის №691 ბრძანებით დადგენილი წესით; სამედიცინო პუნქტები გაიხსნა მცხეთის, ფოთისა და საგარეჯოს, ყვარლის, ზესტაფონის, ახალციხის, ჩხოროწყუს და ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში (ჯამში 8 იზოლატორი). დღეის მდგომარეობით დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული 29 მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 17 იზოლატორში. 2019 წლის ბოლომდე ასევე დაგეგმილია სამედიცინო პუნქტების გახსნა დამატებით მინიმუმ 6 იზოლატორში. ყველა იზოლატორში, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. რეკომენდაცია შესრულებულია ბ) უზრუნველყოს პოლიციის ყველა დეპარტამენტის, სამმართველოს და განყოფილების ვიდეოკამერებით აღჭურვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; 2018 წელს გაფორმდა კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პოლიციის დეპარტამენტების სისტემაში შემავალი 219 ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების სტანდარტიზაცია. ამ ეტაპზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყველა განყოფილებაში (40 ობიექტი), შიდა ქართლის 15 (თხუთმეტი), ქვემო ქართლის 27 (ოცდაშვიდი), მცხეთამთიანეთის 9 (ცხრა) და კახეთის 16 (თექვსმეტი) პოლიციის განყოფილებაში დასრულდა შესაბამისი სამუშაოები, ხოლო დარჩენილი ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვა მოხდება 2019 წლის მარტის თვის ბოლომდე. 2018 წელს სამინისტროს მიერ დროებითი მოთავსების 6 იზოლატორში დამონტაჟებულ იქნა ვიდეომეთვალყურეობის ახალი სისტემები, ხოლო დარჩენილ 23 იზოლატორში მოხდა არსებული სისტემების გაუმჯობესება. დღეის მდგომარეობით ვიდეოჩაწერა ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში. არსებულ 23 იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემების სრულად ჩანაცვლება დაგეგმილია 2019 წლის დასრულებამდე. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანით პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად განსაზღვროს 14 დღე; რეკომენდაცია შესრულებულია დ) უზრუნველყოს პოლიციელთა გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების სამხრე კამერებით აღჭურვა; კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს მათი მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები; 2018 წელს მოხდა პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე სამხრე კამერებით აღჭურვა, გაუმჯობესებული პარამეტრებით, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანებას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე დაემატა 121 მუხლი, რომლის თანახმად სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება 30 დღის ვადით. რეკომენდაცია შესრულებულია ე) დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი თითოეული დაკავებული უზრუნველყოს 4 კვ. მ ფართობით და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №1/196 ბრძანებით დროებითი მოთავსების იზოლატორებში განისაზღვრა საკანში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა. ამავე ბრძანების თანახმად, თითოეული დაკავებული უზრუნველყოფილია მინიმუმ 4 კვ/მ. ფართით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესების პროცესს, 2018 წელს სარემონტო სამუშაოები განხორციელდა ჩხოროწყუს, წალკის, ახალქალაქის და მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ქვემო ქართლის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში (ქ.რუსთავი) მოწყობილი იქნა არასრულწლოვნებზე მორგებული საკანი და დასაკითხი ოთახი. დღეის მდგომარეობით კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ფოთის, ქობულეთისა და სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ქობულეთის და სამტრედიის იზოლატორებში სამუშაოების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სამედიცინო ოთახების მოწყობა. 2018 წელს დაიწყო ახალი იზოლატორების მშენებლობა თბილისსა და ბაკურიანში. ქალაქ თბილისში ასევე შენდება ადმინისტრაციული პატიმრებისათვის განკუთვნილი დაწესებულება. რეკომენდაცია შესრულებულია ვ) უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლებისთვის თემატური ტრენინგების ჩატარება ადამიანის უფლებების საკითხებზე, მათ შორის, გაეროს წამების აკრძალვისა და პრევენციის სისტემის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების, დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შსს აკადემიაში ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით მომზადება/გადამზადება გაიარა 1433 მსმენელმა. რაც შეეხება გაეროს წამების აკრძალვისა და პრევენციის სისტემის, ასევე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების საკითხებს, აღნიშნული გათვალისწინებულია შსს აკადემიის საბაზისო სწავლების, გადამზადებისა და დაწინაურების პროგრამებში, რომელთა საფუძველზეც რეგულარულად მიმდინარეობს პოლიციელთა მომზადება-გადამზადების პროცესი. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სწავლების კუთხით მომზადება/გადამზადება გაიარა 1315 მსმენელმა. შსს აკადემიაში ყველა საბაზისო მომზადების პროგრამის ფარგლებში ისწავლება საგანი -ადამიანის უფლებები, დაუშვებლობის, რომელიც გენდერული მოიცავს სტერეოტიპების, თანასწორობისა და გენდერისა სქესის და დისკრიმინაციის განსაზღვრის, გენდრული იდენტიფიკაციისა და სოციალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ თემატიკაზე მომზადება გაიარა 797 მსმენელმა. 2018 წელს განახლდა დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებების და წამების აკრძალვის თემატიკა შეისწავლა დეპარტამენტის 200 თანამშრომელმა. სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, დანაშაულის გამოძიების ტექნიკაზე დისკრიმინაციის სპეციალური ტრეინინგ მოტივით კურსი ჩადენილი ჩაუტარდა 40 გამომძიებელს. რეკომენდაცია შესრულებულია ზ) გააუმჯობესოს დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობები: დაკავებულთა მენიუში გათვალისწინებულ იქნეს ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვადასხვა საკვები; მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ხარჯით შეიძინონ საკვები ამ ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ, მისი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სასადილოში; ცენტრში მყოფ უცხოელთა კვებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ“ შს მინისტრის 2014 წლის 10 ოქტომბრის №781 ბრძანების შესაბამისად. რელიგიურ თავისებურებების გათვალისწინებით განსაზღვრულია უცხოელთა კვების რაციონი და კალორაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირებისათვის ცენტრის ტერიტორიაზე საკუთარი ხარჯით საკვების შეძენის შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია თ) დროებითი განთავსების ცენტრში დანერგოს ვადაგასული მედიკამენტების განადგურების პროცედურა; 2019 წლის 6 თებერვალს მიღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N1/45 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული სამედიცინო ნარჩენების (საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული) ჩამოწერისა და გასანადგურებლად გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც მოხდა აღნიშნული საკითხის დარეგულირება. რეკომენდაცია შესრულებულია ი) უზრუნველყოს კონფიდენციალური საჩივრის დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიიდან გაგზავნის შესაძლებლობა; დროებითი განთავსების ცენტრში არსებულ ბლოკებში დამონტაჟდა ე.წ „საჩივრების ყუთი“. რეკომენდაცია შესრულებულია კ) შეიმუშაოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია; უზრუნველყოს გამომძიებლების მომზადება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სპეციფიკის საკითხებში; შემუშავებულია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა გამოკითხვის ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქციის პრაქტიკაში დანერგვა იგიგმება შესაბამისი დარგის ექსპერტების მხრიდან შეფასების დასრულების შემდეგ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებთან კომუნიკაციის ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემოციური მხარდაჭერა და კრიზისული სიტუაციების მართვა, ვერბალური დეესკალაცია, შეკითხვების ფორმულირება და გამოკითხვის მეთოდოლოგიური თავისებურებები, ასევე მოიცავს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ლ) შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი სავარაუდო მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით; სიძულვილით შემუშავდა სახელმძღვანელო დისკრიმინაციული ნიშნითა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც მოიცავს ამ კატეგორიის დანაშაულებზე საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობას, გამოძიების მეთოდოლოგიას, პრევენციასა და ზოგადი მიდგომის საკითხებს ამ დანაშაულებთან დაკავშირებით. სახელმძღვანელო გადაეცა შსს-ს ყველა გამომძიებელს, რომელიც იძიებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს. გამომძიებლებისათვის ასევე მომზადდა რეკომენდაციები სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებზე, რომლებშიც ინტეგრირებულია შესაბამისი ინდიკატორები/კითხვარები გენდერული დისკრიმინაციის დისკრიმინაციული ნიშნით მოტივის ჩადენილი იდენტიფიცირების დანაშაულების მიზნით. შესახებ შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომლითაც გადამზადება გაიარა 40 გამომძიებელმა. რეკომენდაცია შესრულებულია მ) უზრუნველყოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებში, ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შესაფასებლად; სსიპ - შსს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხები ისწავლება, როგორც საბაზისო, ისე გადამზადების პროგრამებში. 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შესაბამისი სწავლება გაიარა 7792 მსმენელმა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინიციატივით, ოჯახურ დანაშაულზე გამომძიებელთა გადამზადების მიზნით შემუშავდა სპეციალიზაციის ხუთდღიანი კურსი, რომელიც მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ საკითხებს. 2018 წლის იანვარი-დეკემბრის პერიოდში აღნიშნული კურსი გაიარა 150 გამომძიებელმა. ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე 2018 წელს სწავლების კურსი გაიარა 325 პატრულ-ინსპექტორმა და უბნის ინსპექტორმა. ადამიანის დეპარტამენტის უფლებათა დაცვისა მიერ, აკადემიასთან შსს და გამოძიების ერთად, ხარისხის შემუშავდა მონიტორინგის რისკის შეფასების ინსტრუმენტის მოხმარების დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც გაიარა 10 000-მა პოლიციის მუშაკმა. დაიწყო პატრულ-ინსპექტორთა გადამზადება ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, მათ შორის ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულებისა და ქუჩაში მცხოვრები და მიუსაფარი ბავშვების პრობლემასტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სასწავლო პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია როგორც სამართლებრივ საკითხებზე, ისე პოლიციელთა მგრძნობელობისა და დამოკიდებულებების შეცვლის მექანიზმებზე. ამ დროისათვის, გადამზადების კურსი გაიარა 600-მდე პატრულ-ინსპექტორმა. გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას ახდენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. რეკომენდაცია შესრულებულია ნ) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; ოჯახში ძალადობის სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების უკეთ დამუშავების მიზნით, 112-ის სამუშაო ბაზას სრულყოფილი დაემატა გახდა რამდენიმე ოჯახში ახალი ძალადობის ფუნქციონალი სახეები). (დაზუსტდა დაიწყო სსიპ და უფრო 112-ში შესულ შეტყობინებებზე მიღებული გადაწყვეტილებების დამუშავება, კერძოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ ტერიტორიული ორგანოების მიხედვით მზადდება ანალიზი შეტყობინებებზე მომხდარი რეაგირების შედეგების შესახებ. ყოველთვიურად სსიპ 112-ის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს მიეწოდება ინფორმაცია განმეორებითი ზარების შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაიხვეწა გამოცემულ შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემებია ანალიზის პროცესი. ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გაიზარდა დამუშავებას დაქვემდებარებული ინფორმაციის მოცულობა და ფარგლები. რეკომენდაცია შესრულებულია ო) ჩამოაყალიბოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებში რისკის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგია და თითოეული ოჯახში ძალადობის საქმისთვის შეიმუშაოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა; 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმი. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი იძლევა კონკრეტულ სიტუაციაზე/ინდივიდუალურ შემთხვევაზე და რისკის დონეზე მორგებული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. რეკომენდაცია შესრულებულია პ) გააანალიზოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინებები შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ; სსიპ 112-ში ოჯახში ძალადობის სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები ფიქსირდება ინციდენტის შემდეგ ტიპში - ,,კონფლიქტი/ოჯახური ძალადობა“. შემოსული შეტყობინებების შესახებ, სტატისტიკური მონაცემების უკეთ დამუშავების მიზნით, 112-ის სამუშაო ბაზაში დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქციონალი (დაზუსტდა და უფრო სრულყოფილი გახდა ოჯახში ძალადობის სახეები). დაიწყო სსიპ 112-ში შესულ შეტყობინებებზე მიღებული გადაწყვეტილებების დამუშავება, კერძოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ ტერიტორიული ორგანოების მიხედვით მზადდება ანალიზი შეტყობინებებზე მომხდარი რეაგირების შედეგების შესახებ. ყოველთვიურად სსიპ 112-ის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს მიეწოდება ინფორმაცია განმეორებითი ზარების შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტოორინგის დეპარტამენტის მიერ დამუშავებული იქნა მონაცემები 112-ში შემოსული შეტყობინებებისა და მათზე ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ (რამდენ მათგანზე დაიწყო გამოძიება, რამდენი მათგანი არ დადასტურდა, რამდენ მათგანზე იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი). აღნიშნული მონაცემები მიეწოდა სახალხო დამცველის აპარატსაც. რეკომენდაცია შესრულებულია ჟ) წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფლებში − ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში და ქობულეთში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროს ტერიტორიაზე 2012 წლის განმავლობაში დაფიქსირებული რელიგიური კონფლიქტის ორი ფაქტიდან ერთ-ერთზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება ამავე სოფელში მომხდარ მეორე ფაქტს, მასზე 2012 წლის 1 დეკემბერს თეთრიწყაროს შს რაიონული სამმართველოში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლით, თუმცა დანაშაულის ნიშნების არასრებობის გამო (ზიანის ოდენობა არ აღემატებოდა 150 ლარს) გამოძიება შეწყდა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არ გამოვლენილა. 2012 წლის 11 დეკემბერს, შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N054111212001 საქმეზე, სოფელ ნიგვზიანში რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 155-ე მუხლის I ნაწილით. 2019 წლის 22 თებერვალს საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არ გამოვლენილა. 2013 წლის 10 ივნისს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №040100613002 საქმეზე, 2013 წლის 24 და 31 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 155-ე მუხლის I ნაწილით. 2018 წელს, სისხლის სამართლის №040100613002 საქმეზე განმეორებით გამოიკითხა 68 მოწმე. რამოდენიმე მოწმის გარდა ამ ეტაპზე არავინ ადასტურებს მუსულმანებისათვის რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლის ფაქტს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არ გამოვლენილა. 2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთში მცხოვრები ერთ-ერთი მუსლიმის საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კარებზე ღორის თავის დაკიდების ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N17210091001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არ გამოვლენილა. შსს ცენტრალური დანაშაულთან ბრძოლის კრიმინალური მთავარი პოლიციის სამმართველოს დეპარტამენტის ორგანიზებულ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, აკრძალული შინაარსისა და პროგრამული მასალების გავრცელებასთან ბრძოლის განყოფილების წარმოებაში იყო სს №074030816801 საქმე, იეჰოვას მოწმეების კერძო საუბრების უნებართვო აუდიო ჩაწერისა და ამ ფარული ჩანაწერების ინტერნეტში უკანონოდ განთავსების, ასევე იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრებზე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. აღნიშნულ სს საქმეზე, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, 2018 წლის 23 მაისს შეწყდა გამოძიება. შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სს №051101116001 საქმე, 2016 წლის 10 ნოემბერს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონში მცხოვრები ჟ.ქ.-ს მიერ ზ.მ.-ს ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში გატარებულ იქნა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის გამოკითხულ იქნენ მოწმეები. საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოში 2016 წლის 2 სექტემბერს დაიწყო ადმინისტრაციული მასალების შესწავლა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მ.ბ.სა და იეჰოვას მოწმეებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. 2016 წლის 7 ოქტომბერს კი დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №082071016001 საქმეზე, მოქალაქე ნ.ჩ.-ის მიმართ რელიგიური დევნის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 156-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. სს საქმეზე გამოკითხული იქნენ მოწმეები, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, ასევე ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტები, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. 2016 წლის 12 ოქტომბერს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სს №038121016003 საქმეზე, იეჰოვას მოწმეების გ.ე-სა და თ.მ-ის მიმართ რელიგიური აგიტაციის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზა, 2017 წლის 20 მარტს თ.მ. და გ.ე. ცნობილ იქნენ დაზარალებულებად, ხოლო 2017 წლის 21 სექტემბერს მოქალაქე თ.გ.-ს წარედგინა ბრალი სსკ 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. 2017 წლის 26 სექტემბერს საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაიგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოში. 2016 წლის 16 დეკემბერს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სს №011161216003 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 156–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დაუდგენელი პირების მიერ ქ. გორში ალ. ჯავახიშვილის ქ.№2–ში მდებარე იეჰოვას მოწმეების დარბაზის შენობის კედლების იერსახის შეცვლის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხული იქნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მოხდა ფოტოგრაფირება, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. 2016 წლის 15 მარტს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში შესული №650937 შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სს №007150316009 საქმეზე, სსკ 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. საქმის ირგვლივ გამოკითხულ იქნენ მოწმეები, დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ვაკესაბურთალოს რაიონული პროკურატურის 2017 წლის 4 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეწყდა გამოძიება სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია რ) პატრულ-ინსპექტორთა საბაზისო მომზადების პროგრამაში შეიტანოს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ამასთანავე, უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხებში სპეციალური გადამზადების კურსის ჩატარება საპატრულო პოლიციისა და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც პასუხისმგებელია შეკრების/მანიფესტაციის უფლების სრულყოფილი განხორციელებისათვის; შსს აკადემიაში, როგორც პროფესიული მომზადების, ასევე გადამზადების პროგრამებზე გათვალისწინებულია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება. 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული საკითხები გაიარა 775 მსმენელმა. 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული საკითხები გაიარა 1396 მსმენელმა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. ს) ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების იდენტიფიცირებისას ყველა შემთხვევაში დროულად განახორციელოს რეფერირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ხელი შეუწყოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენებას; 2017 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 200 ბავშვის რეფერირება, ხოლო 2018 წელს- 500 ბავშვის რეფერირება. 2018 წელს გაზრდილია ბავშვების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. გაზრდილია ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან რეფერირების მაჩვენებელი. კერძოდ, 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოცემული იყო 160 შემაკავებელი ორდერი, 2017 წელს - 193 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წელს - 325 შემაკავებელი ორდერი. შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ყველა იმ საქმის იდენტიფიცირება/აღრიცხვა რომელშიც იკვეთება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. ამავე დეპარტამენტის მიერ საპატრულო პოლიციის 600-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები და უგულებელყოფის იდენტიფიცირების მექანიზმები. რეკომენდაცია შესრულებულია ტ) დანერგოს ბავშვთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული სწავლების უკუკავშირისა და შეფასების მეთოდოლოგია; მომზადდა კონცეფცია მიუსაფარ და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით და იგი წარედგინა სხვა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბავშვთა დაცვის რეფერალისა და ინსტრუქციის სწავლება გათვალისწინებულია ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულების საკითხებზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარატმენტის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში, რომლებიც ითვალისწინებს შეფასების კითხვარის შევსებას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 600-მდე პატრულ-ინსპექტორს ჩაუტარდა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ თემად განხილული იქნა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხი. ამავე დეპარტამენტში შემუშავებულია დოკუმენტები და ცხრილები, სადაც გაწერილია საქმეთა მონიტორინგის მექანიზმები, მონიტორინგის მეთოდოლოგია, გადამზადებული თანამშრომლების შეფასების კრიტერიუმები და გადასამზადებელი თანამშრომლების იდენტიფიცირების ინდიკატორები. რეკომენდაცია შესრულებულია უ) დროულად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ბავშვთა სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციისა და მათი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევებზე რეაგირების მიზნით და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ასეთი ფაქტების დროული გამოვლენისა და გამოძიების ეფექტიანობის საკითხებს; მომზადდა კონცეფცია მიუსაფარ და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით და იგი განსახილველად წარედგინა სხვა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სამართალდამცავებს პერმანენტულად უტარდებათ ტრეინინგები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე, რომლის მიზანია მსხვერპლთა პროაქტიულად გამოვლენის, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის იდენტიფიცირების, მტკიცებულებათა შეგროვების და სხვა საგამოძიებო ტექნიკის დახვეწა. თბილისში შეიქმნა სპეციალიზებული საგამოძიებო დანაყოფი, რომელიც გამოიძიებს არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებს. 2018 წელს ჩატარდა რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, მოსახლეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მათ შორის არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. 2018 წელს ბავშვების შრომით ექსპლოატაციაში ჩართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ. რეკომენდაცია შესრულებულია ფ) ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა სისტემატური გადამზადება; 2018 წელს 40 სამართალდამცავმა გაიარა ტრენინგი ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის ფაქტების პრევენციის, გამოვლენის და მათზე რეაგირების, ასევე მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვის საკითხებზე. ტრენინგს ესწრებოდნენ დეტექტივ-გამომძიებლები, უბნის ინსპექტორები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სსიპ - შსს აკადემია ახორციელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამას, რომლის მიზანია, მოქმედ თანამშრომლებს (სპეციალიზებულ პოლიციელებსა და გამომძიებლებს) გააცნოს არასრულწლოვანთა უფლებები, სტატუსის მარეგულირებელი ნორმები და მათი გამოკითხვის სპეციფიკა. აღნიშნული თემატიკით 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გადამზადება გაიარა 186 თანამშრომელმა. 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა 50-მდე გამომძიებელმა გაიარა დამატებითი გადამზადების 4-დღიანი კურსი. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის ხარისხის მონიტორინგის კოორდინატორის ინსტიტუტი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების დეპარტამენტის მიერ მომზადდა რეკომენდაცია/სახელმძღვანელო სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიების მეთოდოლოგიისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლების გამოკითხვის შესახებ. რეკომენდაცია შესრულებულია ქ) უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი ასეთი ძალადობის სპეციფიკური ასპექტების შესწავლის მიზნით; შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ძალადობის სუბიექტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, შემდეგი პარამეტრებით: ასაკი, სქესი, ძალადობის ფორმები. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის პარალელურად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, რაც გულისხმობს საქმესთან კავშირში მყოფი პირების სტატუსის, ძალადობის ფორმების ანალიზს და დამუშავებას, ძირითადი ტენდენციების გამოკვეთას, ასევე პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, აღრიცხავს სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის ხანდაზმული პირების ჭრილში. რეკომენდაცია შესრულებულია ღ) უზრუნველყოს სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა გადამზადება თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნული თემატიკის პროფესიულ საბაზისო და გადამზადების პროგრამებში ასახვა; სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში აღნიშნული თემატიკა ისწავლება პატრულინსპექტორთა მომზადების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადებისა და მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში. 2018 წლის 1 იანვრიდან 13 დეკემბრამდე აღნიშნულ საკითხებში მომზადება გაიარა 210 მსმენელმა. 2018 წლის განმავლობაში აღნიშნულ თემატიკაზე ჩატარდა 6 ტრენინგი, 1 რეგიონალური კონფერენცია, 1 სამუშაო შეხვედრა და 1 მრგვალი მაგიდა. რეკომენდაცია შესრულებულია ყ) უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისა და ამ სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის დასაბუთება კონკრეტული საფუძვლის მითითებით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ კუთხით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში პირდაპირი მითითება კეთდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტზე, რომლის საფუძველზეც მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელსაც აქვს სრული წვდომა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. თავშესაფრის მაძიებელი უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული დახმარებით, იმ შემთხვევაში, როდესაც უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე, შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა საეთაშორისო დაცვა. თავშესაფრის მაძიებელი და სტატუსის ინსტანციის მქონე პირი უფლებამოსილია პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საქმესთან დაკავშირებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. რეკომენდაცია შესრულებულია შ) ინტეგრაციის ცენტრის მეშვეობით გააგრძელოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების გაუმჯობესება და გაფართოება, რათა უფრო მეტმა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირმა ისარგებლოს ამ პროგრამებით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჩ) გააგრძელოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ ბენეფიციარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაგეგმოს შესაბამისი ცნობიერების ამაღლების კამპანიები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ახდენს ბენეფიციართა ინფორმირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ. შესაბამისი პროგრამების შესახებ ინფორმაციას ბენეფიციარები იღებენ როგორც თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, ასევე საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემდგომ. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით 2018 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 6 შეხვედრა. რეკომენდაცია შესრულებულია ც) უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა; ინტეგრაციის თავშესაფრის ცენტრში მაძიებელთათვის ქართული ენის ახორციელებს ქართული კურსებს ენის კურსების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა. რეკომენდაცია შესრულებულია ძ) აწარმოოს დიალოგი საერთაშორისო დონორ და განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციებთან სათანადო ფინანსური რესურსის მოძიების და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით. სათანადო ფინანსური რესურსის მოძიების და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შსს მიგრაციის დეპარტამენტი თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან (UNHCR). გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 6 დეკემბერს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებების, ასევე ამ პროგრამებში ამ კატეგორიის პირთა ჩართვის ფუნქცია გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების საცხოვრებელი ყაზარმების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მოწესრიგება. საქართველოს თავდაცვის ძალების საცხოვრებელი ყაზარმების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოწესრიგების მიზნით 2018 წელს განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: o პირველი ქვეითი ბრიგადის (ქ. მცხეთა), მე-2 ქვეითი ბრიგადის (ქ. სენაკი), მე-3 ქვეითი ბრიგადის (ქ. ხონი და ქ. სენაკი) და ეროვნული გვარდიის (ქ. თელავი) ყაზარმების კაპიტალური რემონტი; ადლიის სამხედრო ნაწილის ყაზარმის, აბანოს, სასადილოს და o წყლის სისტემების რეაბილიტაცია; მე-4 მექანიზებული ბრიგადის (დაბა ვაზიანი) ყაზარმების o რემონტი, გამაგრებითი სამუშაოები, სველი წერტილების კაპიტალური რემონტი; საინჟინრო ბრიგადის (ქ. თბილისი) ყაზარმის გამაგრებითი o სამუშაოები; შერეული საავიაციო ესკადრილიის (ქ. თბილისი), სპეციალური o ოპერაციების ძალების (ქ. თბილისი) და ეროვნული გვარდიის (ქ. ბათუმი) ყაზარმების აბანოსა და სველი წერტილების რემონტი; ჯარების o ყაზარმის აბანოს ლოჯისტიკური რეაბილიტაცია და უზრუნველყოფის სარდლობის ახალი წერტილებით სველი უზრუნველყოფა; საერთო-საჯარისო ცენტრის (კრწანისი) ორი საყოფაცხოვრებო o კორპუსის მშენებლობა. რეკომენდაცია შესრულებულია 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკასა“და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ქუტირი) პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში მოთავსებას; 2018 წლის სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა ხონის რაიონის სოფ. ქუტირში მდებარე შპს „აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 2400 კვ/მ დაპროექტებული შენობა-ნაგებობა, ევროპული რომელიც სტანდარტების სრულად არის შესაბამისად. აღჭურვილი ყველა და პალატა უზრუნველყოფილია პირადი სივრცით და ინდივიდუალური სველი წერტილებით (ტუალეტი, აბაზანა). შექმნილია ადაპტირებული გარემო, როგორც ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების კოგნიტიური ფუნქციებისა და საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სრულად რეაბილიტაციისათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დროებითი პირობების გასაუმჯობესებლად შეიცვალა პაციენტთა საწოლების ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი შეკვეთილია და დამზადების პროცესშია. შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ - სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში დასრულდა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფაქტობრივად დასრულებულია სტაციონარის შენობის შიდა სარემონტო და კოსმეტიკური სამუშაოები, მნიშვნელოვნად განახლდა ლაბორატორიისთვის საჭირო სამედიცინო აჭღურვილობა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული სხვადასხვა ინვენტარი და ბ) პაციენტთა შორის ძალადობის თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შექმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც მოაწესრიგებს პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებისგან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, პერსონალის მიერ პაციენტების სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების, პერსონალის სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, აგრეთვე საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ჩარევის, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტების და საპასუხოდ მიღებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს; მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო აქტების გადახედვის, განახლების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. ძირითადი აქცენტი კეთდება ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა დაკავებასთან, მკურნალობასთან, მათზე მზრუნველობასთან, გასაჩივრების მექანიზმებთან და ასევე, მეურვეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებზე. მომზადებულია დოკუმენტი „ფსიქიკური ჯანმრთელობა: რეგულირების შერჩეული კანონმდებლობის მიმოხილვა“. იგი პაციენტის უფლებებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ბაზის მიმოხილვასთან ერთად, მოიცავს რეკომენდაციებს საკანონმდებლო, თუ ნორმატიულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების შესახებ. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №92/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებების შეტანით განსაზღვროს: ფიზიკური შეზღუდვის მაქსიმალური ხანგრძლივობა; ფიზიკური შეზღუდვის, მათ შორის, ამ პროცესში პაციენტის ან/და პერსონალის მიერ სხეულის დაზიანებების მიღების შემთხვევაში სპეციალურ რეესტრში (სპეციალურ ჟურნალში) შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება; სპეციალური რეესტრის (სპეციალური ჟურნალის) ფორმა; ფიზიკური შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების დეტალური ინსტრუქცია; ფიზიკური შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების მახასიათებლები; ფიზიკური შებოჭვის განხორციელების ადგილი და ამ პროცესზე დასწრების უფლებამოსილების მქონე პირი; მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო პალატა; ფიზიკური შეზღუდვის პროცესში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და მისი გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება; საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების ფარგლებში, 2020 წელს დაგეგმილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების დახვეწა და მისი უშუალო განხორციელების მექანიზმების შემუშავება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია დ) დანერგოს ფსიქიატრიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურა; ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების განხილვის და მათზე რეაგირების ერთიანი ჰოსპიტალში და პროცედურა; მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო აქტების გადახედვის, განახლების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. ძირითადი აქცენტი კეთდება ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა დაკავებასთან, მკურნალობასთან, მათზე მზრუნველობასთან, გასაჩივრების მექანიზმებთან და ასევე, მეურვეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებზე. მომზადებულია დოკუმენტი „ფსიქიკური ჯანმრთელობა: რეგულირების შერჩეული კანონმდებლობის მიმოხილვა“. იგი პაციენტის უფლებებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ბაზის მიმოხილვასთან ერთად, მოიცავს რეკომენდაციებს საკანონმდებლო, თუ ნორმატიულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების შესახებ. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ე) განიხილოს სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების (მიუხედავად მოქალაქეობისა) სომატური დაავადებების სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობის საკითხი; არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი ყველა ის პაციენტი (საქართველოს მოქალაქე), რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარს, უფლებამოსილია ისარგებლოს სომატური დაავადებების სამკურნალოდ აღნიშნული პროგრამებით. ხოლო, რეფერალური პროგრამის ფარგლებში განიხილება იმ მომსახურების დაფინანსების საკითხი, რომელიც არ იფარება ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიუხედავად პაციენტის მოქალაქეობისა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ვ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისების მისაღებად გადამისამართების მიზნით; შეიმუშაოს თავშესაფრების შექმნის გეგმა თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით; მიმდინარეობს მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტანდარტებისა და შეფასების ეფექტური მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მიმართულებას გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურების სტანდარტების მომზადება წარმოადგენს, რომელშიც გაწერილი იქნება პაციენტთა რეფერალის მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული სტანდარტები დამტკიცდება უახლოეს მომავალში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ზ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო პირობებით, სტაციონარულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა. მისი ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის N0163/ნ ბრძანებით. ევრო საბჭოს ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა დაწესებულების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავებაზე. 2018 წლის ივნის-ივლისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის 25 ქვეყანაში (მ.შ. საქართველოში) ჩატარდა ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა WHO QualityRights tool kit-ის გამოყენებით. ფსიქიკური დაწესებულებები შეფასდა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. “WHO QualityRights tool kit” კითხვარი საფუძვლად დაედება შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავებას. 2018 წლის ნოემბერში სამინისტროს 5 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი WHO QualityRights tool kit კითხვარის გამოყენებასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია თ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგის განხორციელება; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ი) სისტემური მონიტორინგის გზით გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია კ) განიხილოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესში ცვლილების შეტანის საკითხი ამ შვებულებით ორივე მშობლის მიერ თანაბრად სარგებლობის უზრუნველსაყოფად; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიზნით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ლ) უზრუნველყოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი; სერვისების დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოწესრიგების მიზნით, 2014 წლიდან დედათა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა დაექვემდებარა „აქტიურ“ ზედამხედველობას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით დამტკიცდა ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის წარმოების წესები. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე ფლობს ინფორმაციას ქალთა კონსულტაციებში ორსულთა მეთვალყურეობის, აბორტებისა და კონტრაცეპტივების გამოყენების შესახებ. მიუხედავად ამისა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ რუტინული მონაცემები ჯერ-ჯერობით ქვეყანაში არ მოიპოვება. 2017 წელს დამტკიცებული საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებას. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინდიკატორების შესახებ ინფორმაცია ძირითადად კვლევებიდან მიიღება. 2018 წლის სექტემბერში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS), რომლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ (2019 წლის აპრილი) შესაძლებელი გახდება აღნიშნული ინფორმაციის მიღება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. მ) დანერგოს მრავალშვილიანი მშობლების დახმარების ღონისძიებები, მათ შორის, სოციალური შეღავათების შემოღების მიზნით; საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად განისაზღვრა „მრავალშვილიანი მშობლის“ სტატუსი. კანონის თანახმად, „იმ მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“ შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერის N517 დადგენილებით დამტკიცდა „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები“, რომლის თანახმადაც, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე, გათვალისწინებულია ელექტროენერგიის სუბსიდია (სოციალური შეღავათი). სუბსიდიის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად არაუმეტეს 20 ლარს, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით, ხოლო მე-5 და მომდევნო თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე - დამატებით არაუმეტეს 10 ლარს. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ნ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ბენეფიციართა გაძლიერებასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას; 2017 წელს მომზადდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სახელმძღვანელო, რომლითაც გათვალისწინებული რეაბილიტაციის მეთოდები და ინსტრუმენტები დაინერგა პრაქტიკაში და განხორციელდა ფსიქოლოგიური მომსახურების სტანდარტიზება როგორც ფონდის დაქვემდებარებულ თავშესაფრებში, ასევე კრიზისულ ცენტრებში. გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეიქმნა სოციალური მუშაობის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ფონდის მომსახურების დაწესებულებებში (თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში) სოციალური მუშაობის კონცეფციასა და მომსახურების მეთოდოლოგიას ბენეფიციარისათვის სოციალური მუშაკის მომსახურების თანმიმდევრულად და სტრუქტურირებულად მისაწოდებლად. აღნიშნული პროცესის ფარგლებში გადაიხედა და დაიხვეწა ბენეფიციართა შეფასების ფორმები, შემთხვევის მართვის გეგმები. ასევე გაიწერა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის კონცეფცია და მისი მუშაობის გზამკვლევი, რომლის შესაბამისადაც გადამზადდნენ მულტიდისციპლინური გუნდის წევრები. აღნიშნული კომპლექსური მიდგომის დანერგვა ფონდის თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში 2018 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ფონდი თანამშრომლობს 12 არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც სპეციალიზირებულ სერვისებს აწოდებენ ფონდის ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ- სოციალური რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და დასაქმების მიმართულებით. ბენეფიციართა გაძლიერების მიმართულებით, 2018 წელს ფონდმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიმუშავა მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია. 2018 წლიდან ფონდი გაეროს ორგანიზაციიდან მიღებული საგრანტო პროექტის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებას და მათ გაძლიერებას. გარდა ამისა, ფონდის არასამთავრობო, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის შედეგად პროფესიული კუთხით გადამზადდა 51 ბენეფიციარი. 2017-2018 წლებში თავშესაფრების დახმარებით დასაქმდა 74 ზრდასრული, შრომისუნარიანი ბენეფიციარი. რეკომენდაცია შესრულებულია ო) მაქსიმალურად დახვეწოს თავშესაფრების ბენეფიციართა მიერ შესაბამისი სერვისებით სარგებლობა და უზრუნველყოს თავშესაფრების პერსონალის მუდმივი გადამზადება; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი მაქსიმალურად ცდილობს ბენეფიციარებს შესთავაზოს მათ საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის ხელშემწყობი მომსახურებები. ფონდმა განავითარა სპეციალიზირებული მიდგომები. კერძოდ, 2017 წლის ბოლოს ფსიქოლოგიურ-სოციალური გასაუმჯობესებლად, გაეროს რეაბილიტაციის ქალთა ორგანიზაციის კომპონენტის კიდევ მხარდაჭერით უფრო მომზადდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით გადამზადდნენ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ფსიქოლოგები. სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული რეაბილიტაციის მეთოდები და ინსტრუმენტები დაინერგა პრაქტიკაში. გარდა ამისა, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობითა ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალური მუშაობის სოციალური სახელმძღვანელო, მხარდაჭერის გადაიხედა და გასაძლიერებლად დაიხვეწა შეიქმნა თავშესაფრების ბენეფიციართა შეფასების ფორმები, შემთხვევის მართვის გეგმები და მოხდა თავშესაფრის პერსონალის გადამზადება, აღნიშნული დოკუმენტების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. 2018 წელს, ზემოაღნიშნული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და სოციალური მუშაობის სახელმძღვანელოებში მოხდა ბავშვებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის სპეციფიკური საკითხების ინტეგრირება. ფონდის ინიციატივით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ჩატარდა რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი სასწავლო კურსი, ფონდის სოციალური მუშაკების უნარ–ჩვევების გასაძლიერებლად შშმ ზრდასრულ მსხვერპლთან/დაზარალებულთან, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარებთან და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოზარდებთან სამუშაოდ. რეკომენდაცია შესრულებულია პ) უზრუნველყოს თავშესაფრების ფიზიკური გარემოს დახვეწა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისთვის და შენობების ადაპტირება სავალდებულო სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოების მიზნით; თავშესაფრები ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის. ადაპტირება მაქსიმალურად მიახლოებულია სავალდებულო სტანდარტებთან, რამდენადაც შენობები ამის საშუალებას იძლევა. ამასთან, უწყება გამოხატავს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირები უზრუნველყოს დამატებითი მომსახურებებით, რათა მიღწეულ იქნეს მათ მიერ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობა. ამასთან, 2019 წელს იგეგმება თავშესაფრების სივრცის ადაპტირება უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე სპეციალური ტაქტილური ბილიკების, ბრაილის შრიფტითაა დამზადებული სანავიგაციო რუკებისა და მიმართულების აღმნიშვნელი მანიშნებლების საშუალებით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჟ) უზრუნველყოს ეფექტიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება ფარმაცევტული საქმიანობის, ფარმზედამხედველობის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით; „ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №581 დადგენილების თანახმად, დამტკიცდა „ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვის ნაციონალური GMP-ის (კარგი სტრატეგიული გეგმა“, რომელიც, პრაქტიკულად, განსაზღვრავს სახელმწიფოს ეფექტიან და გრძელვადიან ინტერვენციებს ფარმაცევტული საქმიანობის, ფარმზედამხედველობის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნული გეგმის თანახმად, ქვეყანა 2018-2021 წლებში უზრუნველყოფს ფარმაცევტული წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვას, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება:  სახელმწიფოს პროდუქტები) მიერ უსაფრთხოებისა სამკურნალო და ხარისხის საშუალებების (ფარმაცევტილი უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესება;  ქართული ფარმაცევტული საწარმოო და სადისტრიბუციო პოტენციალის ამაღლება;  საქართველოში წარმოებული სამკურნალო საშუალებების (ფარმაცევტული პროდუქტები) საექსპორტო პოტენციალის ამაღლება. GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვის გეგმის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები ინსპექტორების მომზადების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ პრეკვალიფიკაციის პროგრამის ინსპექტირებაში მათი (დამკვირვებლის სტატუსით) მონაწილეობის, ასევე „სამკურნალო საშუალებების შესახებ" ახალ კანონპროექტზე მუშაობის მიმართულებით. აღსანიშნავია, ასევე, რომ სამინისტროს სტრუქტურაში 2019 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელ ერთეულად (სამინისტროს სსიპ) ჩამოყალიბდა წამლის სააგენტო. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული რ) უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში ექიმების გადამზადების პროგრამების სრულყოფის ღონისძიებების შემუშავება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა პაციენტებისათვის მომსახურების გაწევისას ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე შეიმუშაოს შესაბამისი საქმიანობების განხორციელების სამოქმედო გეგმა გრძელვადიანი პერიოდისთვის; სამინისტრო ახორციელებს მთელ რიგ აქტივობებს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. კერძოდ, 2018 წლიდან უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო გახდა პერინატალური სერვისის მიმწოდებელი პერსონალისთვის. ამასთან, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აღნიშნული ვალდებულების სხვა სერვისებზე გავრცელებისათვის. 2016 წლიდან აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA)-ს მხარდაჭერით დაიწყო British Medical Journal-ის (BMJ) ონლაინ პლატფორმის დანერგვა საქართველოში. შედეგად, ქართველ ექიმებს 3 წლის მანძილზე საშუალება ექნებათ ისარგებლონ BMJ-ის სასწავლო რესურსებით, მათ შორის, ქართულ ენაზე. 2018 წელს დამტკიცდა „უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების, მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (№01-3/ნ - 19.07.2018), რამაც უზრუნველყო უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება. მომზადდა და უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება სამედიცინო განათლების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს სამედიცინო განათლებისა (მ.შ. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლება) და პროფესიული საქმიანობის სრულყოფისთვის. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ს) შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განხორციელების ნორმები, რომლებითაც განისაზღვრება მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების შესწავლისა და პროფესიული განვითარების საბჭოსათვის განსახილველად წარდგენის გონივრული ვადები, აგრეთვე დაინტერესებული მხარეებისთვის პროფესიული განვითარების საბჭოს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების წესი; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მოქალაქეთა განცხადებების განხილვის მექანიზმი განსხვავდება ანგარიშში აღწერილი მექანიზმისაგან (სააგენტო აღნიშნულ მომსახურებას ყიდულობს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით). შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებებს არ შეისწავლიან საქართველოს ოკუპირებული ტეიროტირებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტები, მიუხედავად იმისა, რომ ერთეულ შემთხვევაში, ასეთი განხორციელდა თავად სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარებისა და ხორციელდება რეგულირების სამედიცინო ექიმთა დახმარების პროფესიული სააგენტოს ხარისხს, პასუხისმგებლობის მიერ სააგენტო საკითხის განხილვა მასალების მიხედვით. შეისწავლის მოქალაქეთა შესწავლილი ძირითადად, განცხადებების საფუძველზე. ყველა ეტაპზე, როგორც საკითხის შესწავლისას, ასევე, საბჭოზე განხილვისას, მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მხარეთა ჩართულობა და გათვალისწინებულია მოქალაქის პრეტენზიები და განცხადებაში მოყვანილი ფაქტები. უწყებას ინფორმაცია მოქალაქეთა განცხადებების დროულად განხილვის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრის მიმართულებით არ მოუწოდებია. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ტ) უზრუნველყოს საარსებო შემწეობის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ინიციირება, რათა საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარის დასაქმების შემთხვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათი დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს მიუახლოვდეს; „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის შემოსავლების გაზრდისას/გაჩენისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე. აღნიშნული მიდგომა დასაქმების ხელშემწყობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. თუმცა 2019 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 100000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი ამ მიზეზით სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის გარეშე, უნარჩუნდება და უწყვეტად უგრძელდება რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულით და საარსებო შემწეობა. ამ ოჯახებს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება 12 თვის განმავლობაში, ხოლო მხოლოდ ბავშვისთვის გათვალისწინებული საარსებო შემწეობა და სარეიტინგო ქულა მომდევნო 12 თვე. რეკომენდაცია შესრულებულია უ) განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად; სამინისტრო მუდმივად ცდილობს დახვეწოს და გააუმჯობესოს მიზნობრივი სოციალური დახმარების ადმინისტრირების სქემა. ამასთან, უზრუნველყოს ისეთი ტიპის ინტერვენციები ადმინისტრირების პროცესში და ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში, რომელიც არ დააზიანებს პროგრამის დიზაინს და შეესაბამება მის მიზანს და პასუხობს არსებულ გამოწვევებს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ფ) მიიღოს ზომები ბავშვებისათვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით და ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებულ მდგომარეობას; ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ასევე ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პრიორიტეტულ სფეროებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროგრამებით. უშუალოდ დედათა და ბავშვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისკენ არის მიმართული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამა. ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების პროგრამა მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას. დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამით ხორციელდება 1დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა. იმუნიზაციის პროგრამის მეშვეობით ხორციელდება ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული იმუნიზაციის უზრუნველყოფა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა მოიცავს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის აღენიშნებათ პაციენტების ფსიქიკური ფუნქციონირების მდგომარეობის მდგომარეობის გაუარესება და შესწავლას/დიაგნოსტიკას, და ქცევის დეზადაპტაცია ასევე, რომელთაც ცვლილება, სოციალური ბავშვთა ფსიქიატრიულ სტაციონარულ მომსახურებას. დიაბეტის მართვის პროგრამით უზრუნველყოფილია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების ენდოკრინოლოგიური მეთვალყურეობა და მედიკამენტები. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვთა ამბულატორიულ (ექიმის კონსულტაციას, იშვიათი დაავადებების ამბულატორიული დიაგნოსტიკურ და ზედამხედველობისათვის ინსტრუმენტულ გამოკვლევების აუცილებელ ჩატარებას) და კლინიკო- სტაციონარულ მომსახურებას, ასევე სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემცირების, რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული პერინატალური სიკვდილიაობის, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირების მიზნით, 2014 წლის ივნისიდან ყველა ორსული უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის შემთხვევაში - რკინის პრეპარატით, ორსულობის 26ე კვირიდან. 2016 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო 6-23 თვის ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით. 2016 წელს დაიწყო სიფილისით დაავადებული ორსულების სპეციფიკური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში ნაცვლად, პროგრამით მკურნალობა. 2018 წლიდან დარეგისტრირებული ანტენატალური ორსულებისთვის 4 ვიზიტის გათვალისწინებულია 8 ვიზიტის უზრუნველყოფა. ასევე, დაიწყო ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ქ) უზრუნველყოს ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის კლებისათვის საჭირო სერვისებისა და მექანიზმების გონივრულ ვადებში ინიცირება და დანერგვა; ბავშვთა სისხლში ტყვიით ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. რაც შეეხება ტყვიის შემცველობის კლებისათვის საჭირო სერვისებისა და მექანიზმების გონივრულ ვადებში ინიცირებასა და დანერგვას, უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სისხლში ტყვიის მაღალი დონის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სამედიცინო კონსულტაციები და სერვისები დაიფაროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. თუმცა აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და ტყვიის შემცველობის კლება მხოლოდ სამინისტროს ძალისხმევით ვერ განხორციელდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ღ) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვებისთვის ადეკვატური ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული მომსახურების შეთავაზება მათი საჭიროებების შესაბამისად; 2018 წლის ბოლოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ შემუშავებული სოციალური მუშაობის სახელმძღვანელოში ინტეგრირებულია არასრულწლოვნებთან და შშმ პირებთან მუშაობის სპეციფიკა. აღნიშნული სახელმძღვანელოს შესაბამისად ფონდის ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა გაიარეს სპეციალური სასწავლო კურსი. ფონდი 2019 წელს გეგმავს საპილოტე რეჟიმში ბავშვთა ფსიქოლოგის დამატებას თბილისის კრიზისულ ცენტრში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ყ) არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის თითოეული ფაქტის იდენტიფიცირებისას დროულად უზრუნველყოს მისი უსაფრთხო გარემოში გადაყვანა, არსებული სერვისების შესაბამისად, ამ კუთხით განსაკუთრებით გააძლიეროს მუშაობა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან და გაზარდოს მათთან მომუშავე მობილური ჯგუფების რაოდენობა, აგრეთვე გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა; არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის თითოეული ფაქტის იდენტიფიცირებისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №437 დადგენილების შესაბამისად. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირების, შესწავლის, შეფასების და საჭიროების შემთხვევაში დროულად ხდება მათი გადაყვანა შესაბამის სერვისში. რაც შეეხება, ამ კუთხით მუშაობის გაძლიერებას ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან და მათთან მომუშავე მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდას, უწყების ინფორმაციით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია. პროგრამას დაემატა 2 მობილური ჯგუფი ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია შ) ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში დეტალურად შეისწავლოს მისი უფლებრივი მდგომარეობა ორივე მშობლის მიმართ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს; გააძლიეროს ფსიქოლოგიური მომსახურება − საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საქმეში ფსიქოლოგის დროულად ჩართვა, ამასთანავე, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების განხორციელებისას მოისმინოს და გაითვალისწინოს მისი აზრი; რეკომენდაციით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს გაეგზავნათ წერილი პროცედურების მითითებით, რომლითაც ეცნობათ, რომ შესწავლის პროცესში, სხვა მნიშვნელოვან გარემო ფაქტორებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მშობლებთან/მოდავე მხარეებთან ბავშვის ურთიერთობის გარემოებების აღწერაზე, მათ შორის, ბავშვისა და მშობლების/მოდავე მხარეების ურთიერთდამოკიდებულების საკითხზე, აღნიშნულ პირებს შორის ღია კონფლიქტის/დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში - ბავშვზე გავლენის არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე, აგრეთვე, რომელიმე მშობლის/მოდავე მხარის მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის/ზეწოლის არსებობის სავარაუდო ფაქტზე და ყოველივე ზემოხსენებულის გამორკვევის შედეგების შესახებ ეცნობოს სასამართლოს. თუ შესწავლის პროცესში (სასამართლო დავის არსებობის მიუხედავად) გამოვლინდება ბავშვზე ფსიქოლოგიური ან/და სხვაგვარი ძალადობის სავარაუდო ფაქტები, საჭირო ხდება კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება. ბავშვის ინტერესების არასრულწლოვანის გათვალისწინებით, ურთიერთობა ორივე უზრუნველყოფილ მშობელთან, უნდა როგორც იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ისე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად, საქმეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ ერთ-ერთი მხარე/მშობელი ვერ ურთიერთობს შვილთან მეორე მშობლის/მხარის ან ბავშვის წინააღმდეგობის გაწევის გამო და იმავდროულად, გამოიკვეთება, რომ ამ მშობელთან ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მხარეებს უნდა გაეწიოთ სათანადო კონსულტაცია და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციის გაწევას დადებითი შედეგი არ მოჰყვება, საკითხი უნდა მოწესრიგდეს სასამართლოს გზით, რისთვისაც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივმა ორგანომ სასამართლოსგან უნდა მოითხოვოს (თუ მხარეები ამას არ ითხოვენ) დროებითი განკარგულების გამოცემა იმგვარი პირობებით, რაც შესაბამისობაში იქნება ბავშვის ინტერესებთან. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე არასრულწლოვნის ორივე მშობელთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, ტერიტორიულ ერთეულებს მიეცათ განმარტება, რომ დროულად განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (შეტყობინების გაგზავნა ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, წერილობითი პირობების წარდგენის შეტყობინება შესახებ, სასამართლოს საჭირო გადაწყვეტილების გარემოებების მოკვლევა და აღსრულების შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სანქციების შესწავლის/საქმისწარმოების პროცესში, განხორციელება და ა.შ.). მითითებული სახის შემთხვევის ტერიტორიულ ერთეულებს მიეცათ ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ საჭიროა გამოიკვეთოს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს სასამართლოს, ხოლო სააღსრულებო მოქმედებების წარმოების შემთხვევაში, დაიგეგმოს და განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები. ოჯახური დავების განხილვისას სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთვება ფსიქოლოგი და სასამართლოს წარუდგენს დასკვნას არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჩ) კომპეტენციის ფარგლებში დროულად შეაფასოს სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებები ზოგადი განათლების პროცესში მათ ჩასართავად; „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომუშავე მობილური ჯგუფის თანამშრომლები მიუსაფარი ბავშვის (მათ შორის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის) იდენტიფიცირების შემდეგ, აფასებენ არასრულწლოვანის საჭიროებებს და რთავენ შესაბამის სერვისებში, მათ შორის, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2017-2018 წლებში შეფასდა სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი 43 მიუსაფარი (ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე) ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებები და ყველა ჩაერთო განათლების პროცესში. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ც) ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად სიღრმისეულად შეაფასოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებები და დროულად ჩართოს ისინი შესაბამის სოციალურ პროგრამაში, ამასთანავე, სიღარიბის გამო ბავშვის სახელმწიფო ზრუნვის მიზნით განთავსების ნაცვლად განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის სოციალურად და ეკონომიკურად გაძლიერებისათვის; საქართველოს დამტკიცებულ წესში მთავრობის 2006 წლის შეტანილი ცვლილებების 28 ივლისის თანახმად, N145 2019 დადგენილებით წლის იანვრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრისტრირებულ 100000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში 16 წლამდე ბავშვის შემწეობა გაიზარდა 10 ლარიდან 50 ლარამდე. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და რეკომენდაციით ალბათური შერჩევის მეთოდით, მუნიციპალიტეტების სპეციფიკაციის გათვალისწინებით 2019 წლის მარტიდან შერჩეული მუნიციპალიტეტების ნაწილში დახმარება გაიცემა მხოლოდ ფულადი სახით 50 ლარის ოდენობით, ხოლო ნაწილში - 20 ლარი თანხა და 30 ლარიანი „ბავშვის კვების ბარათი“, რათა შემდგომში მოხდეს გაზრდილი დახმარების გავლენის შეფასება ბავშვთა კეთილდღეობაზე. დაახლოებით 144000 ბავშვი. გაზრდილი ოდენობით დახმარებას მიიღებს გარდა აღნიშნულისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესში განხორციელებული ცვლილებების თანახმად 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა რეფერირების მექანიზმი სოციალურ აგენტებსა და სოციალურ მუშაკებს შორის. კერძოდ, სოციალური აგენტის მიერ ოჯახში ვიზიტისას ივსება „ოჯახში მცხოვრები (0-18 წლამდე ასაკის) ბავშვ(ებ)ის დეკლარაცია“. მისი მიზანია ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდოს სოციალურ მუშაკს, რათა მოხდეს შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა ბავშვ(ებ)ისთვის. დეკლარაციით ასევე გათვალისწინებულია სოციალური აგენტის მიერ რეაგირების მექანიზმი, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა (ბავშვს აღენიშნება რომელიმე ამათგან: სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება/ქოშინი, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და სხვა) ან ფიზიკური ძალადობის ნიშნები. ასეთ შემთხვევებში სოციალური აგენტი დაუყოვნებლივ უკავშირდება 112 და სამინისტროს/სააგენტოს ცხელ ხაზს (1505), სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს. რეკომენდაციის შესრულების მიზნით უწყებას განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, თუმცა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე კვლავ გამოწვევას წარმოადგენს, რომლის დასაძლევად მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ძ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვთა ემოციური და სოციალური განვითარებისთვის თანაბრად პოზიტიური გარემოს შექმნა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ასეთი სახლების ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესის ზედამხედველობის გაძლიერებით და მათთვის მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით; მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებთან სოციალური მუშაკების გეგმიური ვიზიტები ხორციელდება რეგულარულად (თვეში ერთხელ), საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება არაგეგმიური ვიზიტებიც. ბავშვების შეფასებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ხდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და მონიტორინგის გეგმით გაწერილი აქტივობების განვითარების გეგმის შედგენაში აქტიურად ბენეფიციარები. მცირე საოჯახო ტიპის არიან სახლებში შესრულებაზე ინდივიდუალური ჩართულნი აღმზრდელები და საქართველოს მთავრობის №66 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, მონიტორინგს ახორციელებენ სამინისტროს სოციალური პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. წ) უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის პროცესში ჩართული პირების სისტემატური გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის თავიდან აცილებისა და იდენტიფიცირების, ბავშვის რთული ქცევის მართვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე; საქართველოს ჯანმრთელობისა ოკუპირებული და სოციალური ტერიტორიებიდან დაცვის დევნილთა, სამინისტროსთან, შრომის, სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული პირების - აღმზრდელების პროფესიული გადამზადების სატრენინგო მოდულები, შეთანხმებული აქვს სხვადასხვა ორგანიზაციას. მოდული სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს: ბავშვთა მიმართ სატრენინგო ძალადობისა და უგულებელყოფის თავიდან აცილებისა და იდენტიფიცირების, ბავშვის რთული ქცევის მართვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მოდულით ეტაპობრივად გადამზადდებიან სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული აღმზრდელები. სავალდებულო სატრენინგო კურსი გავლილი აქვს დასაქმებული აღმზრდელების უმეტეს ნაწილს. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს მიერ, მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ მცირე საოჯახო სახლების უმრავლესობაში დაცულია აღმზრდელებისა და აღსაზრდელების თანაფარდობა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჭ) დროულად უზრუნველყოს საქართველოში არსებული ყველა რელიგიური სკოლაპანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანი წარმართვა, აგრეთვე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი შემდგომი ლიცენზირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ მიზნით სკოლა-პანსიონებისთვის ლიცენზირების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სათანადო კონსულტაციის გაწევა; საქართველოს ჯანმრთელობისა ოკუპირებული და სოციალური ტერიტორიებიდან დაცვის სამინისტროს, დევნილთა, განათლებისა შრომის, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა დაწესებულებების საქართველოს მართლმადიდებელი დაქვემდებარებაში არსებულ შეფასება, ბავშვთა რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა მუსლიმური კონფესიის ეკლესიისა და პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების დაწესებულებებში მოხვედრის მიზეზები და საჭიროებები. საქართველოს ჯანმრთელობისა და ოკუპირებული სოციალური ტერიტორიებიდან დაცვის სამინისტროს დევნილთა, მიერ შრომის, არალიცენზირებულ დაწესებულებებს მიეწოდათ ინფორმაცია „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობის შესახებ. ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მათ ტერიტორიულ ერთეულში სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე არსებული დაწესებულებების შესახებ. ამ ეტაპზე, სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაწესებულებები არ ფუნქციონირებენ, გარდა იმ დაწესებულებებისა, რომლებიც არიან სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლები. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში 2018 წლის 26 ნოემბერს შევიდა ცვლილება და დუშეთის მუნიციპალიტეტის 3 სკოლა (ბარისახო, მაღაროსკარი, შატილი) დაემატა ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ჩამონათვალს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ხ) განახორციელოს რელიგიური სკოლა-პანსიონების ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესის, აგრეთვე არასრულწლოვანთა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დანერგვის, ბავშვის მიმართ ძალადობის, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვის მომსახურების მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების სისტემატური მონიტორინგი; სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი აღსაზრდელების (მათ შორის, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი რელიგიური სკოლა-პანსიონების) შემთხვევებში სოციალური მუშაკების გეგმიური ვიზიტები ხორციელდება რეგულარულად (თვეში ერთხელ), საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება არაგეგმიური ვიზიტებიც. ბავშვების შეფასებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ხდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და მონიტორინგის გაწევა ბენეფიციარის მდგომარეობისა და დაგეგმილი აქტივობების შესრულების პროცესზე. საქართველოს მთავრობის №66 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მონიტორინგს ახორციელებენ სამინისტროს სოციალური პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჯ) გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირებულობა სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ფორმით მიწოდებით; 2017 წლის სექტემბერში დაიწყო პაციენტის საინფორმაციო ინფორმირებულობის პორტალზე, გაზრდას. და 2018 წლის მარტში დასრულდა მუშაობა რომელიც საინფორმაციო უზრუნველყოფს პორტალის მეშვეობით მოსახლეობის მოქალაქეებს მიეწოდებათ სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების შესახებ. პორტალის მეშვეობით მოქალაქეს შეეძლება გაიგოს თუ რა მომსახურება ეკუთვნის მას ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში. საინფორმაციო პორტალზე ასევე განთავსდება უახლესი ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით მიმდინარე რეფორმების და მათი მონიტორინგის შედეგების შესახებ. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ) ბავშვთა ფსიქიატრიის სუბსპეციალობის მქონე პირთა ნაკლებობის უარყოფითი შედეგების მოკლე დროში შესამცირებლად ხელი შეუწყოს ამ სუბსპეციალობაში ფსიქიატრების გადამზადებას; დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებს, რომლებიც დაფინანსდება ამავე პროგრამის ფარგლებში დაემატა სპეციალობა - „ფსიქიატრია“. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჰ1) შეიმუშაოს მკაფიო ინსტრუქციები ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების მიღებისას პირთა (მათ შორის, არასრულწლოვანთა და მხარდაჭერის მიმღებ პირთა) მიერ ინფორმირებული თანხმობის განცხადების პროცესში საკუთარი ნების გამოხატვის უზრუნველსაყოფად; ევრო კავშირის ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო აქტების გადახედვის, განახლების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. აღნიშნულის ფარგლებში განიხილება ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების მიღებისას პირის მიერ ინფორმირებული თანხმობის მიღების პროცედურები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჰ2) გაააქტიუროს მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის განსახორციელებლად, მათ შორის, სათემო ორგანიზაციების თავშესაფრებისა და საოჯახო ტიპის სახლების შექმნით; ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ერთ-ერთი ღონისძიებაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება. 2018 წელის მარტში სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით. ამასთა, 2018 წელს გაიზარდა სათემო სერვისების დაფინანსება და შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით 11 მობილური გუნდის დაფინანსება (2017 წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი). რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომსახურებას გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღებს. 2019 წლის ბოლოს მობილური გუნდების რაოდენობა 31-მდე გაიზრდება. 2018 წლიდან ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ბიო-ფსიქოსოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამით განსაზღვრული ყოველთვიური ბიუჯეტის არანაკლებ 35% მიმართოს მედიკამენტების შესასყიდად. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჰ3) განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები 15-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების პროცესში მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად; ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმართულებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის აღენიშნებათ პაციენტების ფსიქიკური მდგომარეობის მდგომარეობისა შესწავლას/დიაგნოსტიკას, და ქცევის რომელთაც ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას, ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რის გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სტაციონარულ მომსახურებაზე მყოფი პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან კვებითა და პირადი ჰიგიენის საგნებით. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებით განსაზღვრული სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები ითვალისწინებს მოზრდილთა და ბავშვთა პალატების/განყოფილების ერთმანეთისაგან გამიჯვნას. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ4) უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის სრულყოფა; შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში სისტემატურად რეგისტრირდებიან სამუშაოს მაძიებლები. (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა ერთ-ერთ სეგმენტს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სისტემაში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 6 705 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დასაქმებული შშმ პირების შესახებ დამუშავებული და სრულყოფილი მონაცემები აისახება მონაცემთა ბაზაში. ასევე მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაები www.worknet.gov.geს სისტემასთან შშმ პირთა (ამ ეტაპზე უსინათლოების) ადაპტირების მოდელების შერჩევისთვის. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჰ5) გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კერძო სექტორში დასაქმების სტიმულირების და დამსაქმებელთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები; 2016-2018 წლებში, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა კომუნიკაციის გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები /ფორუმები, ტრენინგ -სემინარები, სამუშაო შეხვედრები/ გავრცელდა საინფორმაციო მასალები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში. მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება-დანერგვის აქტივობის ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრის შედეგად, მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა შშმ პირთათვის მოიძიეს ვაკანტური ადგილები. თბილისსა და რეგიონების 5 რაიონულ განყოფილებაში, 2016-2017 წლებში მხარდაჭერითი მომსახურება გაეწია 519 შშმ პირს, ხოლო 2018 წელს -274 შშმ პირს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჰ6) ცენტრალურ დონეზე შეიმუშაოს და განახორციელოს ხანდაზმულ პირთა ინტერესებზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, შინ მოვლის პროგრამა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ნოემბრის N490 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შინ მოვლის პროგრამის შემუშავებას და პილოტირებას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჰ7) უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა საჭიროებებისთვის მორგებული სათემო სერვისების განვითარება, მათ შორის, სათემო ორგანიზაციების რაოდენობის გაზრდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, აგრეთვე მიწოდებული სერვისების ხარისხის კონტროლი; „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტში (თბილისი, ოზურგეთი, სიღნაღი, ქარელი, ლაგოდეხი, რუსთავი, გორი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, საგარეჯო) ფუნქციონირებს ხანდაზმულთა 14 სათემო ორგანიზაცია. მათ შორის 2018 წელს ფუნქციონირება დაიწყო თბილისში ერთმა ორგანიზაციამ 6 ბენეფიციარზე, 2019 წელს - ერთმა ორგანიზაციამ თელავში - 6 ბენეფიციარზე. ამასთან, სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულია ,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჰ8) გამოყოს დამატებითი სახსრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით; „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს ტერიტორიებისათვის ადამიანური რესურსის მომზადება,რაც უზრუნველყოფის საკითხის მოგვარებას ამ კანონით განსაზღვრული ხელს შეუწყობს ექიმებით ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული საექიმო სპეციალობის მაძიებლების მიზნით, 2016-2017 წელს მომზადდა და დამტკიცდა სოციალური დაცვის მთავრობის დადგენილებები „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში“ 2016-2017 წლის მზადების საფასურის დაფინანსების შესახებ. „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომსახურების მიმწოდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი, რაც ექიმისთვის განისაზღვრება - 450 ლარით, ხოლო, ექთნისთვის 300 ლარით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს, ამავე სამინისტროს მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 46 ექიმი გალის რაიონიდან. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სპეცდაფინანსებაზე იმყოფება არაერთი საავადმყოფო, თუ საექიმო ამბულატორია. სამინისტრომ შეიძინა უაზის ტიპის მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს მიერ გაეროს საკოორდინაციო მექანიზმის მეშვეობით გადაეცა გალის რაიონის სასწრაფო დახმარების სადგურს, რომელიც მოემსახურება გალის რაიონის ყველა სოფელს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ჰ9) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანით უზრუნველყოს განსახლების სოციალური კრიტერიუმის საარსებო შემწეობის მისაღებად დადგენილ ქულებთან შესაბამისობა; რეკომენდაციის შესაბამისად, 2018 წლის 10 ოქტომბერს, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და განსახლების სოციალური კრიტერიუმი შესაბამისობაში მოვიდა საარსებო შემწეობის მისაღებად დადგენილ ქულებთან. რეკომენდაცია შესრულებულია. ჰ10) სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია ეკომიგრანტთა შესახებ; ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.moh.gov.ge. რეკომენდაცია შესრულებულია ჰ11) უზრუნველყოს იმ ეკომიგრანტთა ოჯახების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, მათი პრიორიტეტული განსახლებისთვის; რეკომენდაციის შესაბამისად, სამინისტრომ 2018 წლის 20 დეკემბერს, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა 2013 წლიდან დღემდე, სააგენტოს მიერ მომზადებული გეოლოგიური დასკვნები. მოწოდებულია დაახლოებით 4000-მდე ოჯახის შესახებ დასკვნა და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიღებული მონაცემების დამუშავება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჰ12) დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით გააგრძელოს მუშაობა დევნილთა საჭიროებებისთვის მორგებულ დახმარებაზე გადასასვლელად და უზრუნველყოს ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული; საანგარიშო პერიოდში, სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა დევნილის შემწეობის დევნილთა საჭიროებებზე მორგების საკითხზე. სამინისტროს მიერ შემუშავებული ხედვის განხილვისა და დაინტერესებული მხარეებისგან წინადადებების მიღების მიზნით, გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა დევნილებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც შეხვედრებიდან მიღებული რეკომენდაციების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, საჭიროა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების პროცესის გაგრძელება, რათა შერჩეულ იქნეს ისეთი შემწეობის მოდელი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული დევნილთა საჭიროებებზე და დაეფუძნება საზოგადოების ფართო ჯგუფებს შორის მიღწეულ კონსენსუსს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჰ13) გადასინჯოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პაციენტთა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესი და უზრუნველყოს ამბულატორიული დიაგნოსტირების დაფინანსება, ისევე, როგორც ეს იყო 2015 და 2016 წლებში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონის სოფელ პერევის, ქურთის, მუნიციპალიტეტის ერედვისა და ტერიტორიებზე აჟარის მუნიციპალიტეტების მცხოვრები საქართველოს და ახალგორის მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად, სარგებლობენ რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის N01-34/ო წლის ბრძანებით შექმნილია კომისია, რომლის წევრების მიერ მიღებულია შეთანხმება, რომ ,,სპეციალური შემადგენლობის სხდომაზე განხილულ იქნეს იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსება, რომელთა იდენტობა დადასტურებულია, ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები, ან გადმოყვანილ იქნენ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებით. ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საკითხი, რომლებიც ამავე დროს არიან საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები, განიხილება განსაკუთრებული ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო გარემოებების პროგრამის“ გათვალისწინებით ფარგლებში მოქმედ არა სპეციალური შემადგენლობის კომისიის სხდომაზე. დაფინანსებას არ ექვემდებარება ამბულატორიული (პირველადი) დიაგნოსტიკა (განიხილება მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობებით გამოწვეული წინასწარ შეთანხმებული სიტუაციაში). ამასთან, იმ მოქალაქეების საკითხს, რომლებიც ნამდვილად ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კომისია განიხილავს განსაკუთრებული პროტოკოლით - საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დადასტურებულია, რომ რეალურად ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად სრულად უფინანსდება სერვისი, რომელიც ჩვეულებრივ, ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. “რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N331 3/11/2010 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის მიერ განიხილება ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული მ.შ მაღალტექნოლოგიური კვლევა ონკოლოგიური პაციენტებისათვის და აუცილებელია დიაგნოზის დადგენის, ოპერაციული, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის ტაქტიკის განსაზღვრისათვის. ფინანსდება, ასევე, კორონაროგრაფიული და კომისიის მიერ განიხილება და ანგიოკარდიოგრაფიული კვლევები კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული პაციენტებისათვის. ამასთან, აფხაზეთის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველო - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ, სხვადასხვა პროგრამებისა და გასვლითი აქციების ფარგლებში ფინანსდება ამბულატორიული კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც დიდწილად შეამცირა აღნიშნული სერვისების დაფინანსების თხოვნით კომისიისადმი მომართვიანობა. კომისია მზადაა, განიხილოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსების საკითხი, მცხოვრებ პირთა კლინიკურად არგუმენტირებული სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული 8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო ა) გონივრულ ვადაში დაასრულოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციასთან ჰარმონიზაცია; საქართველოს კანონმდებლობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში: - დაზუსტდა ისეთი ტერმინები, როგორიც არის ინკლუზიური განათლება, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. - ტერმინების დაზუსტებასთან ერთად კანონმა სცნო ისეთი ახალი ტერმინები, როგორიც არის ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა, ინტეგრირებული კლასი, სპეციალიზებული კლასი და სპეციალური პროფილის მქონე რესურსსკოლა. - კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, სკოლაში საჭიროების შემთხვევაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები, - საჭიროების შემთხვევაში მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, - ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე მასწავლებლის ვალდებულებად განისაზღვრება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების სასწავლო პროცესში გათვალისწინების უზრუნველყოფა. რეკომენდაცია შესრულებულია. ბ) განახორციელოს ღონისძიებები საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის უზრუნველსაყოფად; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რელიგიური ძალადობის წინააღმდეგ კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს შემდეგი მიმართულებით: ა) მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბ) რელიგიური და სხვა ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება გ) ძალადობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება. სკოლების მონიტორინგის ფუნქცია დაეკისრათ რესურსცენტრებს და ასევე სკოლის დირექციაც აგრეთვე ვალდებულია საგანმანათლებლო უზრუნველყოს საჯარო სკოლაში საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა და ამ კუთხით აკონტროლოს მდგომარეობა. მონიტორინგის ჯგუფი, აღმოჩენილი გადაცდომის სირთულისა და ხასიათის შესაბამისად, სკოლას ადგილზე აძლევს მითითებას, წერილობით რეკომენდაციას ან/და მიმართავს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით. რეკომენდაცია შესრულებულია. გ) გააგრძელოს საჯარო სკოლებში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების პროაქტიული მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს სათანადო რეაგირება; საჯარო სკოლებში რეგულარულ პროაქტიულ მონიტორინგს ახორციელებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები - საგანმანათლებლო რესურსცენტრები, ასევე სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლაში საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა და ამ კუთხით აკონტროლოს მდგომარეობა. მონიტორინგის ჯგუფი, აღმოჩენილი გადაცდომის სირთულისა და ხასიათის შესაბამისად, სკოლას ადგილზე აძლევს მითითებას, წერილობით რეკომენდაციას ან/და მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. ხოლო დარღვევების შესაძლო არსებობის შესახებ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახური ახდენს სათანადო რეაგირებას. რეკომენდაცია შესრულებულია. დ) სისტემური ხასიათი მისცეს ბავშვის უფლებების, ბავშვის ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების, ბავშვის ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდებისა და მისი ჩაგვრის შესახებ მოსწავლეთა, მშობელთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლებას; ყურადღება გაამახვილოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებაზე; რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი და საბაზო საფეხურების) და მისი დანერგვის პროცესი უზრუნველყოფს სისტემური ხასიათის მიცემას ბავშვის უფლებების, თანასწორობისა და ტოლერანტობის თაობაზე მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის. სამოქალაქო განათლების თანასწორობის, ახალ ეროვნულ კომპონენტი, ტოლერანტობის, სასწავლო რომელიც დემოკრატიის გეგმაში მოიცავს გაძლიერებულია ბავშვის პრინციპების, უფლებების, არაძალადობრიობის საკითხებს, რაც წარმოდგენილია საგნებში: „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასი), „ჩვენი საქართველო“ (V-VI კლასი) და „მოქალაქეობა“ (VII-IX კლასი). ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ნებისმიერი ტიპის ძალადობის პრევენციული მექანიზმების თაობაზე, რომელიც ემსახურება მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას: ვიდეორგოლებისა და ესეების კონკურსი, მომზადებული რეკომენდაციების ელექტრონული და ბეჭდვითი სახით გავრცელდა (ფლაერები) სკოლებში და სხვადასხვა თემატური ტრენინგმოდულების დამტკიცება მასწავლებლებისთვის. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სახალხო დამცველს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების საკითხებში მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების, ასევე, ადამიანის უფლებების მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების კურსის შექმნა. რეკომენდაცია შესრულებულია. ე) გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების (სამმართველოების) რაოდენობა და გააძლიეროს მოქმედი ცენტრების რესურსი; დღეის მდგომარეობით, საქართველოში, ფუნქციონირებს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების 8 ცენტრი (სამმართველო), საიდანაც 2 ცენტრი გახსნილია ქ. თბილისში, ხოლო დანარჩენი ცენტრები ფუნციონირებს: ქ. რუსთავში, ქ. თელავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, მიმართვისა და სრულფასოვანი ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში, გაზრდილია მომართვიანობის მაჩვენებელი. 2018 წელს, ცენტრში გადმომისამართდა 2903 ბენეფიციარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების მაჩვენებლებს. 2019 წლის განმავლობაში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ვ) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობის ინსტიტუტი. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ ფარული კენჭისყრით, თანასწორობის საფუძველზე, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. მოსწავლეთა თვითმმართველობა:  შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;  უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის  მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;  წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;  საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში. რეკომენდაცია შესრულებულია ზ) დახვეწოს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი, აგრეთვე საჯარო სკოლის არასრულწლოვან მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების პროცედურები ბავშვის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს დროული, ადეკვატური, პროპორციული და სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად; მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დახვეწისა და მასში ცვლილებების განხორციელების მიზნით, სამინისტრო გამოხატავს მზაობას დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების რეჟიმში განიხილოს წესში შესატანი ცვლილებები. მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების პროცესში დაკისრებული სახდელები გაწერილია სკოლის შინაგანაწესით, ეფუძნება არსებულ კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში, შედის ცვლილებები. ბავშვის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირება ხდება დროულად და ადეკვატურად. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია თ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით განსაზღვროს კერძო სკოლაში ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები; მომზადებულია ახალი სტანდარტის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სკოლის ვალდებულება ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ი) ბავშვის მიერ სკოლის (განსაკუთრებით − სავალდებულო საფეხურის დასრულებამდე) მიტოვების თავიდან ასაცილებლად დროულად გამოავლინოს არსებული საჭიროებები და უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან რეფერირების განხორციელება; მოსწავლის მიერ სავალდებულო განათლების დასრულებამდე სკოლის მიტოვების თავიდან აცილების მიზნით, სკოლა მოსწავლის სტატუსის შეჩერებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს მოსწავლის ოჯახთან კომუნიკაციით და მოსალოდნელი შედეგების წინასწარი შეტყობინების გზით. ფაქტის დადგომისთანავე დროულად ხდება შეტყობინების გაგზავნა შესაბამის სტრუქტურებში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. კ) შეცვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლის მოდელი; მიმდინარეობს მუშაობა სსიპ - ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლის ახალ მოდელზე, რომლის ამოქმედებაც იგეგმება 2020 წლიდან. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ლ) განახორციელოს პროგრამები სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის ასახვის პროცესის გასაგრძელებლად; სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების მარეგლამენტირებელი დოკუმენტები (რეცენზირების წესი, რეცენზირების შინაარსობრივი კრიტერიუმები, თავად ეროვნული სასწავლო გეგმა) მოიცავს სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის ასახვისთვის ბერკეტებს. ამ პროცესის ხელშემწყობია ავტორებთან/საავტორო ჯგუფებთან სამინისტროში გამართული კონსულტაციები, რომელზეც ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ საკითხებზე. რეკომენდაცია შესრულებულია მ) სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის ასახვის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების დროს კონსულტაციები გამართოს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან; სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის ასახვის მიზნით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ დაიგეგმა და 2018 წლის 21-23 დეკემბერს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება სასკოლო სახელმძღვანელოებში“, სადაც მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული, როგორც მეორე ენის, მოქალაქეობის, ისტორიის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორები, ასევე, დასახელებულ თემაზე, ამავე ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ იქნა სემინარი (18.02.2019), რომელშიც მონაწილეობდნენ ზემოხსენებული საგნების სახელმძღვანელოების ავტორები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი საგნების ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ თემატიკაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და მონაწილეობით, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან შედგა სამუშაო შეხვედრა (21.02.2019), სადაც განხილულ იქნა სხვა თემატიკასთან ერთად ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების თემატიკის სახელმძღვანელოებში ასახვის საკითხი. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ნ) იმ სკოლებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფია წარმოდგენილი, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დანერგოს მრავალეროვან საზოგადოებაში ტოლერანტობის ღირებულებების ხელშემწყობი სასწავლო პროგრამები; ტოლერანტობის ღირებულებების ხელშეწყობა გათვალისწინებულია ისეთი საგნების სასწავლო პროგრამებში, როგორებიცაა: „მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“, „გეოგრაფია“, „მოქალაქეობა“, „ფიზიკური აღზრდა“, „მუსიკა“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ზაფხულში განისაზღვრა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლ) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები/სერიები, ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურის შესაბამისი სახელმძღვანელოების თარგმნა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისათვის/მასწავლებლებისათვის, რომელთა დანერგვა განხორციელდება 20192020 სასწავლო წლიდან. აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის VIII-IX კლასების სახელმძღვანელოების შესარჩევად გრიფირების გამოცხადება დაგეგმილია 2019 წელს, ხოლო საშუალო საფეხურის (X-XII) სასკოლო სახელმძღვანელოების შესარჩევად - 2020 წელს. აღნიშნული გრიფირების პროცესების დასრულებისა და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების განსაზღვრის შემდეგ, ასევე, განხორციელდება შესაბამისი სახელმძღვანელოების თარგმნა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისათვის/მასწავლებლებისათვის და მათი დანერგვა სასწავლო პროცესში. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ო) გააგრძელოს საქართველოს რეალობისთვის მაქსიმალურად მრავალენოვანი სწავლების მოდელის შემუშავებისა და დანერგვის პროცესი; ეფექტიანი 2009 წლიდან საპილოტე სკოლებში დანერგილი იყო მულტილინგვური განათლების პროგრამის დებულებით დამტკიცებული ბილინგვური „პროგრამები“. ამჟამად, აღნიშნული „პროგრამები“ შეჩერებულია, რადგან კვლევამ (The Multilingual Education Policy implementation, the baseline study, 2010) და სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოავლინდა ხარვეზები. დანერგილი გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სამინისტროს შემუშავებული სკოლებისათვის ახალი ბილინგვური პროგრამის კონცეფცია. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. პროგრამის ხარვეზების აქვს არაქართულენოვანი პ) ეროვნული უმცირესობების პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს შრომის ბაზრის საჭიროებებისთვის მორგებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენაზე ჩააბარონ პროფესიული ტესტირება და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თავდაპირველად ისინი სწავლობენ ქართული ენის მოდულს, რის შემდეგაც ეუფლებიან პროფესიას. რეკომენდაცია შესრულებულია. ჟ) გააგრძელოს საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების განხორციელება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის პოპულარიზებას და გაზარდოს მისი შესწავლის ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მხრიდან განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები და პროგრამები: - 2018 წლის ზაფხულში, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „ქართული ენის საზაფხულო სკოლაში“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების 200-მა მოსწავლემ. - საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების კლასის მოსწავლეებისთვის, 2018 წლის გაზაფხულზე ჩატარდა ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“. - სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის 175 არაქართულენოვან სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების დეფიციტის შევსების მიზნით პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს მივლენილი იყო მასწავლებელთა სამი ჯგუფი: 121 კონსულტანტ-მასწავლებელი, 84 დამხმარე მასწავლებელი და 77 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი. - არაქართულენოვანი სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების მიერ, განხორციელდა 1000-მდე პროექტი. - 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შეთავაზება და ამავე სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის საგნის სწავლების მეთოდიკის ტრენინგის ჩატარება.“ - სამინისტროს მხრიდან, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, განხორციელდა სხვადსხვა ტრენინგები ისე თემებზე , როგორიცაა გენდერული დისკრიმინაცია, დემოკრატიული კულტურა, ადამიანის უფლებათა სწავლების პრაქტიკა და სხვა. რეკომენდაცია შესრულებულია. რ) უზრუნველყოს არაქართულენოვან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ქართული ენის სწავლების დანერგვა, რათა მოზარდებს სკოლაში შესვლის დროისთვის ჰქონდეთ ქართული ენის ცოდნის გარკვეული ბაზა; 2018 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამა და რესურსები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ხელშესაწყობად. პროგრამა დაინერგა ეროვნული უმცირესობების 7 საბავშვო ბაღში, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცათ რესურსები. პროგრამის ფარგლებში, ასევე, გადამზადდნენ პილოტირებაში მონაწილე საბავშვო ბაღების აღმზრდელები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საკითხებზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერთ 2013 წელს ასევე, შექმნილია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების სახელმძღვანელო პაკეტი სახელწოდებით „ნენე, დუდუ და წიკო“, რომელიც გადაეცათ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები. 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა სკოლამდელი განათლების ცენტრები, სადაც აკადემიურ პერსონალს ჩაუტარდა ტრენერთა ტრენინგები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, ა(ა)იპ განათლების განვითარების ცენტრი) მომზადებულია კონცეფცია „ბილინგვური სკოლამდელი განათლება ეროვნული უმცირესობათა კომპაქტური განსახლების რეგიონებში“. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ს) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც ე. წ. 1+4 სისტემით ჩარიცხული სტუდენტები სწავლობენ, შეიმუშაოს და დანერგოს ინტერკულტურული და საინტეგრაციო პროგრამები, რათა გაიზარდოს სტუდენტების ინფორმირებულობა და ამაღლდეს მათი ცოდნის დონე განსხვავებულ ეთნიკურ გარემოში სწავლისა და ურთიერთობის შესახებ; ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც ე. წ. 1+4 სისტემით ჩარიცხული სტუდენტები სწავლობენ, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში უზრუნველყოფენ ინტერკულტურული და საინტეგრაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ტ) უზრუნველყოს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტების დახვეწა ინკლუზიური განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას; დამტკიცდა საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი; 2018 წლის ოქტომბერში, ძალაში შევიდა ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომლის შემუშვების ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინკლუზიური განათლების სპეციალისტები. კანონი ეფუძნება ინკლუზიურობის პრინციპს და ქმნის მყარ საფუძველს ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელებისათვის. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებების ვალდებულებების ნაწილში აისახა პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესის შექმნა, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. დაწესებულებებში სადაც სწავლობენ სმენის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტები და მსმენელები, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქართული ჟესტური ენა; ხოლო მხედველობის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის გამოიყენება ბრაილის სისტემა. ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის #152/ნ ბრძანებაში „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გახდა დუალური პროგრამები (სწავლის შედეგის 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში); მომზადდა უმაღლესი განათლების მისაწვდომობის მოდელი, რომელიც ასახავს იმ საბაზისო და აუცილებელი სტანდარტების დანერგვის გზებს, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების წარმატებული და ღირსეული ინკლუზია უმაღლეს განათლებაში. რეკომენდაცია შესრულებულია. უ) უზრუნველყოს სასწავლო პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების საჭიროებების განსაზღვრა და სათანადო სასწავლო გარემოს შექმნა შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ პირების სწავლების ხელშეწყობა, სსსმ და შშმ პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანებით №07/ნ ავტორიზაციის მეშვეობით დამტკიცებული სტანდარტების უსდ უმაღლესი შესაბამისად: უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ინდივიდუალური სტუდენტების დაწესებულების სასწავლო განსხვავებული გეგმების მოთხოვნების, საჭიროებებისა და აკადემიური მომზადების გათვალისწინებას და მათ შეუფერხებელ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში; დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. რეკომენდაცია შესრულებულია. ფ) გააანალიზოს სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა; განხორციელდა საჭიროებების მოკვლევა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მარეგულირებელი აღნიშნული სფერო დოკუმენტების საჭიროებს შემუშავებას. სისტემურ შესაბამისად, განვითარებას დაიგეგმა და აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების განხორციელება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ქ) უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება ინკლუზიური განათლების საკითხებში; სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის უზრუნველყოფით, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების კურსი“ გაიარა 217-მა სპეცმასწავლებელმა; 10 რეგიონში მომუშავე 60-მდე სპეცმასწავლებელმა გაიარა პრაქტიკული კურსი; სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები გაიარა სპეციალურმა და სხვადასხვა საგნის 2020-მდე მასწავლებელმა. პრაქტიკული კურსი გაიარა და გამოცდა ჩააბარა 40-მა მობილობაორიენტაციის და ადრეული განვითარების მრავლობითი დარღვევის სპეციალისტმა. მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგ-მოდულის მომზადება, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება უშუალოდ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებაც. საქართველოს პორტიჯის ასოციაციის მიერ მომზადდა „სკოლამდელი ინკლუზიური განათლების წესის“ სამუშაო ვერსია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საჯარო საბავშვო ბაღებში ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესსა და პირობებს, სსსმ ბავშვების იდენტიფიკაციისა და სტატისტიკის შეგროვების მექანიზმს, სამინისტროს, ბაგა-ბაღების მართვის გაერთიანებების და თავად ბაგა-ბაღების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სფეროში. ამავე ასოციაციის მიერ მომზადებულია „ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო“. ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) მიერ მომზადებულია სენსორული (სმენა, მხედველობა) დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის პროგრამის კონცეფცია. ორგანიზაციია „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისათვის“ მომზადებულია „სკოლამდელი განათლების საფეხურიდან ზოგადი განათლების საფეხურზე დაწყებითი განათლების საფეხურზე ტრანზიციის მოდელი“. რეკომენდაცია შესრულებულია. ღ) შეაგროვოს დეტალური სტატისტიკური მონაცემები როგორც საგანმანათლებლო პროცესში ჩართული, ისე სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი/გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესახებ; სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირებას, აღნიშნულ სისტემაში კი თავმოყრილია სტატისტიკური მონაცემები საგანმანათლებლო პროცესში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ. უწყებათაშორისი მუშაობის შედეგად მომზადებულია „განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის და მათი ფორმალურ განათლებაში ჩართვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვთა განათლების უფლების დაცვის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენტური სამინისტროებსა და უწყებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესს, ბავშვის განათლების მიღმა დარჩენის შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, უფლებამოსილი ორგანოების უფლება-მოვალეობებს, უწყებათაშორის ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა განათლებისა და განვითარების უფლების დაცვასთან. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ყ) უზრუნველყოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მოძიება, იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება, ამასთანავე, შეიმუშაოს ბავშვის რთული ქცევის მართვის და მის მიერ სკოლის მიტოვების თავიდან აცილების სტრატეგია; უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზრუნვის სერვისების ბენეფიციარებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში სრულფასოვანი ინტეგრაციის და სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციას. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტებისთვის, 2018 წელს, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია (100 შეხვედრა). შეხვედრების თემა იყო ბავშვის განათლებისა და განვითარების უფლებები და მათი შეზღუდვის შემთხვევაში მშობლის/მეურვის პასუხისმგებლობის წარმოშობა,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ადრეული განთესვისას მოზარდის და საზოგადოების წინაშე არსებული რისკები და გამოწვევები. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული შ) განახორციელოს სამუშაოები ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; 2018 წელს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან ერთად განახორციელა საქართველოში არსებული ოსმალური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შეფასება შემდგომი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად; 2018 წელს საქართველოს პოლონეთის საზღვარგარეთ არსებული მემკვიდრეობის კვლევის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოში პოლონეთის კულტურის ინსტიტუტთან ერთად, დაიწყო საქართველოში არსებული პოლონური მემკვიდრეობის მულტიდისციპლინარული კვლევები. 2018 წელს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით დაიწყო სურამში არსებული ლესია უკრაინკას მემორიალური სახლის მდგომარეობის კვლევა, მათ შორის საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება შემდგომი პროექტირების მიზნით. გარდა ამის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში ჯამში რესტავრირდა 13 ძეგლი. რეკომენდაცია შესრულებულია ჩ) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების კულტურის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო, საგამომცემლო და სხვა საქმიანობის განხორციელებას; ეროვნული თვითგამოხატვის პროცესის გააქტიურების, კულტურათაშორისი გაცვლის, ეთნიკურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობისა და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ განახორციელა რამდენიმე პროექტი დედაქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებში:  ეთნიკურ უმცირესობათა ტრადიციული სახალხო დღესასწაულებისა და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლიდა ეთნიკური უმცირესობების თვითმყოფადობისა და კულტურული ტრადიციების მომცველი გამარჯვებული 11 პროექტი.  ჩატარდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის ამსახველი გამოცემების (კატალოგი/წიგნი-ალბომი) ხელშეწყობის კონკურსი და გამოვლინდა 4 გამარჯვებული პროექტი.  განხორციელდა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (დაიდგა სპექტაკლები, მოეწყო გამოფენები)  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, განახორციელა გაკვეთილების სერია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის ბოლნისში, დმანისში და მარნეულში.  საქარტველოს წარმომდგენელთა მუზეომებში ნამუშევრების მოწეყო ეროვნული გამოფენები, უმცირესობების სხვადასხვა ეთნიკურ- კულტურული ღონისძიებები, პრეზენტაციები და საღამოები. რეკომენდაცია შესრულებულია ც) დროულად განახორციელოს ყველა ღონისძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა ობიექტების შესახებ მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და დაგეგმოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგი და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები; სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ ხორციელდება ეროვნული უმცირესობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შეფასება და ძეგლზე უნებართვო სამუშაოების მონიტორინგი. გამოვლენილი უნებართვო სამუშაოების ან ძეგლის დაზიანების ფაქტების აღმოსაფხვრელად სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლობებთან საქართველოში. სააგენტოში ფუნქციონირებს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემა და გის პორტალი (memkvidreoba.gov.ge), რომელთა სრულყოფის მიზნით დაგეგმილია და მიმდინარეობს მთელი რიგი პროგრამული სამუშაოები. სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თრუსოს ხეობაში მდებარე ძეგლების/ობიექტების კოორდინატების ინვენტარიზაცია დადგენა, სააღრიცხვო (სულ 63 ძეგლი), დოკუმენტაციისთვის ფოტოფიქსაცია, და მონაცემთა GPS ბაზის შევსებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება. ახმეტის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პანკისის ხეობაში არსებული ობიექტების ინვენტარიზაცია/რეინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა 60-მდე ძეგლისა და ობიექტის ადგილზე შესწავლა და ფოტო-ფიქსაცია. რეკომენდაცია შესრულებულია ძ) საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობის დროს გაითვალისწინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების ჩატარებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის და სააგენტოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის საჭიროება; დაწყებულია მუშაობა „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ“ კოდექსის პროექტზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ზემოაღნიშნული რეკონედაციის შესრულება. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია წ) უზრუნველყოს მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (ტვიში ჰესისა და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის) მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებიდან სათანადო კვლევითი და სამშენებლო დოკუმენტაციის გამოთხოვა, მის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში საპროექტო ტერიტორიაზე და პროექტის გავლენის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გავლენის საკითხის სრულყოფილად შესწავლა და არ დაუშვას აღნიშნული პროექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და განადგურების ხარჯზე განხორციელება. რიონის ჰესის კასკადებიდან სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2015 წელს წარმოდგენილი იქნა ნამახვანის ჰესის სამშენებლო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების ანგარიში. წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა, როგორც არქეოლოგიური ობიექტების კვლევის, ასევე მიწისზედა უძრავი ძეგლების თაობაზე. ამასთან, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოფს სათანადო (კვლევითი და სამშენებლო) დოკუმენტაციის გამოთხოვა შესაბამისი უწყებებიდან და მის საფუძველზე საკითხის ხელახლა შესწავლა. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. 9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ა) დაიწყოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „დედობის დაცვის შესახებ“ №183 კონვენციის ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება; აღნიშნულ საკითხზე პროცედურები ინიცირებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას მოცემული კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარების მიზნით, განაგრძოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც კომპეტენტური უწყების პოზიციის გათვალისწინებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც სოციალური პარტნიორი, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმით, რომელიც მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სხვადასხვა, მათ შორის, „დედობის დაცვის შესახებ“ N183, კონვენციის რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვას. შესაბამისად, ეს კომისია და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს დასახელებული კონვენციის რატიფიცირების შესაძლებლობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ბ) 2018 წელს დაასრულოს „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის საქართველოს პარლამენტისთვის რატიფიცირებისთვის წარსადგენად მიმდინარე შინასახელმწიფოებრივი პროცედურები; აღნიშნულ კონვენციაზე პროცედურები ინიცირებულია. 2018 წლის დეკემბერში დასრულდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან დასკვნების მოპოვების პროცესი, რამაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მისცა საშუალება, რათა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის შესაბამისად, განაგრძოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ კონვენციასთან მიმართებით, კერძოდ კი, პოზიციების შეჯერებისა და შეთანხმების ფურცლის მომზადების მიზნით, სახელმწიფო უწყებებიდან მოპოვებული დასკვნები გაეგზავნა კომპეტენტურ უწყებას და რის შემდეგაც, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას კონვენციის პარლამენტში წარსადგენად მისი სავალდებულოდ აღიარების მიზნით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) განახორციელოს ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №81 კონვენციის, „სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №129 კონვენციის, „მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ“ №131 კონვენციისა და „სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ“ №155 კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად. აღნიშნულ კონვენციებთან მიმართებით პროცედურები ინიცირებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას მოცემული კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარების მიზნით, განაგრძოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც კომპეტენტური უწყების პოზიციის გათვალისწინებით. „მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ“ N131 კონვენციასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების საკითხი განისაზღვროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემდგომი წლების სამოქმედო გეგმებით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ა) სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე არ გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე; საეხლმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ დაბა ბაკურიანში და მის მიმდებადედ მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ამასთანავე კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე და რამდენიმე გადაწყვეტილებიდან უნდა შეირჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება და შესაბამისად მოხდეს აღნიშნული ტერიტორიების განკარგვა. განკარგვის თითოეულ შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვა, შესაბამისად, როგორც კერძო პირთა უფლებების, ასევე სახელმწიფო და საერთო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ბ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ტურისტულ მარშრუტებზე, რუკებზე და შესაბამის პუბლიკაციებში ასახოს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ნიმუშების შესახებ. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ უმცირესობების თემაზე 2017 წელს მომზადდა გერმანულენოვანი ბროშურა საქართველოში არსებულ გერმანულ დასახლებებზე და მათ მიერ შექმნილ კულტურულ მემკვიდრეობაზე - Deutsches Erbe in Georgien. ბროშურა მოიცავს როგორც ქვეყნის რუკას გერმანული დასახლებების აღნიშვნებით, ასევე ცალკეული დასახლებების შესახებ მცირე ანოტაციებს. ასევე განახლდა კატალოგი საქართველოში არსებულ ებრაულ მემკვიდრეობაზე Georgia for the Jewish Travelers. რეკომენდაცია შესრულებულია. 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სრულყოფილად შეისწავლოს, მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საპროექტო ტერიტორიაზე და პროექტის გავლენის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გავლენის საკითხი და არ დაუშვას აღნიშნული პროექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და განადგურების ხარჯზე განხორციელება. 2019 წლის 18 იანვარს სს „ნამახვანმა“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, წარმოადგინა „მდ. რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების“ სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც სამინისტროს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გადაგზავნილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდგომი განხილვის მიზნით. მიღებულ იქნა სკრინინგის გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ნამახვანის’’ მიერ სამინისტროში წარმოდგენილი პროექტი - ,,მდ. რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილი ცვლილებები (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება)” - დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რა დროსაც განმეორებით მოხდება პროექტის განხორციელების შედეგად გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასება და პროექტში შესატანი ცვლილებების შესწავლა. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას; 2018 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა შედგა 2018 წლის 5 ნოემბერს. სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტებისათვის მიემართა თხოვნით, რათა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფისათვის მიეწოდებინათ მომზადებული დოკუმენტები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში პრიორიტეტულად განსახორციელებელი პროექტებისა და შესაბამის სოფლებში პრობლემების გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე შემუშავებული წინადადებების შესახებ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მუნიციპალიტეტებში გაიგზავნა წერილები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემების და საჭიროებების, აგრეთვე, ამავე სოფლებში პრობლემების გადაჭრის მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ და საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებიდან აღნიშნული ინფორმაციის სრულად მოწოდების შემდგომ, დაგეგმილია დოკუმენტების ანალიზი და საკითხის მომზადება სამთავრობო კომისიის მომდევნო სხდომებზე განსახილველად. რეკომენდაცია შესრულებულია ბ) გააგრძელოს 2004−2012 წლებში განსახლებული საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი; ეკომიგრანტებისათვის ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. 2018 წელს გამოიცა მთავრობის განკარგულება 98 ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, მიმდინარე წელსაც იგეგმება დაახლოებით 100-მდე ოჯახისათვის უძრავი ქონების დაკანონება. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 60% უკვე დაკანონებულია; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) 2018 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.08.2013 წლის N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფას №320 ბრძანებაში განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე, დევნილთა მომართვის საფუძველზე, სამინისტროს დაკვეთით, 2018 წელს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესწავლილ იქნა 23 ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა (მდგრადობა) და მომზადდა შესაბამისი დასკვნები. აღნიშნულისა და 2018 წლამდე სამინისტროში უკვე არსებული დასკვნების საფუძველზე, 2018 წლის განმავლობაში დაიხურა 28 ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტი და გრძელვადიანი საცხოვრებლით, №320 ბრძანებაში განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე, ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად არსებული საცხოვრებელ ფართებით დაკმაყოფილდა 337 დევნილი ოჯახი. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. დ) გააგრძელოს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგრადობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შემოწმება ან განაახლოს არსებული დასკვნები; სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბენეფიციართა წერილობითი მომართვის საფუძველზე, პერმანენტულად ახორციელებს მოთხოვნის გადაგზავნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ახალი საექსპერტო დასკვნის, ან უკვე შესრულებულის განახლების მიზნით. 2018 წლის პერიოდში მომზადებული 28 დასკვნიდან, 21 პირველადია, ხოლო 7 განახლებულია დევნილთა მომართვის საფუძველზე. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად დაიწყოს პრივატიზებულ ობიექტებში არსებულ საერთო სარგებლობის ფართობებზე წითელი ხაზების დადგენის პროცედურები შემდგომ მათი საკუთრებაში გადაცემის მიზნით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მუშაობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე. იმართება შეხვედრები/კონსულტაციები ცალკეულ სამინისტროებთან/სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. რეკომენდაცია შესრულებულია ბ) აწარმოოს დიალოგი საერთაშორისო დონორ და განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა მიერ სათანადო საცხოვრებლის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად და მიაწოდოს მათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულ კონსულტაციებს, შეხვედრებს და დიალოგს აწარმოებს საქართველოში აკრედიტებულ ორგანიზაციებთან და განვითარების დიპლომატიურ სააგენტოებთან მისიებთან, საერთაშორისო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებსა და ფორუმებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებზე. დღის წესრიგში არსებული საკითხები მოიცავს მრავალ საკითხს, მათ შორის სათანადო საცხოვრებლის უფლების, საკუთრების უფლების უზრუნველყოფას, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების შედეგად სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე წვდომას. რეკომენდაცია შესრულებულია 14. მუნიციპალიტეტების ორგანოები: ა) მუნიციპალიტეტების დონეზე ჩაატარონ ქალთა საჭიროებების კვლევა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ბ) დაგეგმონ და მუნიციპალიტეტებში განახორციელონ პროექტები ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი გაძლიერების მიზნით და უზრუნველყონ შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) შეაგროვონ და პერიოდულად განაახლონ ობიექტური და სანდო სტატისტიკური მონაცემები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შესაფასებლად (შეიმუშაონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების დოკუმენტი), ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყონ შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება, ამასთანავე, საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა 12-12-2019ს ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია დ) განახორციელონ სპეციალური პროგრამები ეროვნული უმცირესობების დასაქმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ე) ხელი შეუწყონ შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა კარიერულ წინსვლას საშუალო რანგისა და მაღალი რანგის საჯარო თანამდებობებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ვ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტების დანერგვა და მათი აღსრულების ეფექტიანი ზედამხედველობა, ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, მშენებარე და აშენებული ობიექტების მიმართ გამოიყენონ პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებები (ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, ინსპექტირება, დაჯარიმება, დემონტაჟი და სხვა); რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ზ) შეისწავლონ მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებები, აგრეთვე უზრუნველყონ მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია თ) უზრუნველყონ სკოლამდელი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, სათანადოდ მიწოდება; თბილისში არსებული საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებისას იყენებენ ინკლუზიური განათლების მიდგომებს, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას ბავშვების ინდივიდულური საჭიროებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბაღებში უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლბლობის მქონე ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა. აღნიშნული მიმართულებით ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს გსმ ბავშვებისთვის საჭიროებიდან გამომდინარე (შესაბამისი ცნობის საფუძველზე) 8 (რვა) წლამდე სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიწოდებას. ბაგა-ბაღებს ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქოლოგის, ლოგოპედის, სპეც. პედაგოგისაგან, მეთოდისტისა და მშობლის ჩართულობით უზრუნველყოფენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენას. ამასთანავე, გამოეყოფა სპეც. აღსაზრდელის პედაგოგის საჭიროებიდან დამატებითი გამომდინარე საშტატო ერთეული საბავშვო ან ბაგა-ბაღს აღსაზრდელის პერსონალური ასისტირებისთვის აღმზრდელის თანაშემწის საშტატო ერთეული. რეკომენდაცია შესრულებულია ი) უზრუნველყონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების სათანადო მონაწილეობა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია კ) დაიწყონ პრივატიზებულ ობიექტებში არსებულ საერთო სარგებლობის ფართობებზე წითელი ხაზების დადგენის პროცედურები შემდგომ მათი საკუთრებაში გადაცემის მიზნით; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ლ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საჭიროა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, განახორციელონ ამ პირების შესახებ მონაცემთა ბაზების სისტემატიზაცია, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, უსახლკარობის დაძლევის მიზნით მოახდინონ შესაბამისი პროცედურის რეგლამენტირება და სათანადო ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსების მობილიზება; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია მ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სოციალური პროგრამები უსახლკარო პირთა მიერ სათანადო საცხოვრებლის უფლების განსახორციელებლად, უზრუნველყონ ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც აისახება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ო) დროულად განახორციელონ სათანადო ღონისძიებები საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარეობს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი საბავშვო ბაგა-ბაღების წესდებების ცვლილება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშული პროცესი დაწყებულია და დასრულდება 2019 წლის 15 მარტამდე. ამასთანავე, სააგენტო აქტიურად მუშაობს ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით. ასევე, სააგენტოს რეზერვი, რაც გაცილებით უკეთ უზრუნველყოს აღსაზრდელთა რეგისტრაციის არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან უფრო გამჭვირვალე გახდა რეგისტრაციის პროცესი. ელექტრონული რეზერვი, შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღების მსურველთა ზუსტი რაოდენობის. ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 2017წ. 30 ოქტომბერს დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ შესახებ. 2018 წელს შეიცვალა ბაგა-ბაღების მენიუ-ფაქტურები და შესაბამისობაში მოვიდა აღნიშნულ რეგლამენტთან. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია პ) გონივრულ ვადებში უზრუნველყონ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეაბილიტაცია და სათანადო საგანმანათლებლო ინვენტარით აღჭურვა; ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღებს; ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული სამუშაოები: 2018წ. - 41 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარა სარემონტო სამუშაოები; გაიხსნა 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი. 2019წ. - დაგეგმილია და მიმდინარეობს 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა. 15 ბაგა-ბაღში დაგეგმილია სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დაგეგმილია 10 ბაგა-ბაღის გამაგრება. 2019 წლის მდგომარეობით 160 ბაგა-ბაღში არის პანდუსი, 10 საბავშვო ბაგა-ბაღში არის ლიფტი, 15 საბავშვო ბაგა-ბაღიში არის ადაპრირებული სანკვანძები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. 2019 წელს გაიზარდა საგანმანათლებლო რესურსზე გამოყოფილი ვაუჩერი, კერძოდ სათამაშოების შესაძენად გათვლილი დაფინანსება გაორმაგდა. ამასთან, დამატებით ბაგაბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადდა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ტენდერი ბაღებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების შეძენისთვის. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ჟ) ხელი შეუწყონ მოზარდების მიერ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით ეფექტიან სარგებლობას, მათ შორის, სათანადო ფინანსური რესურსის გამოყოფით; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია რ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში გააძლიერონ ქართული ენის სწავლება, რათა მოზარდებს სკოლაში შესვლის დროისთვის ჰქონდეთ ქართული ენის ცოდნის გარკვეული ბაზა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ს) იმ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფია წარმოდგენილი, აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღსაზრდელებისთვის დანერგონ მრავალეროვან თემში ინტერკულტურული ქცევის ხელშემწყობი სასწავლო პროგრამები; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ტ) გააუმჯობესონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განაახლონ სასწავლო ინვენტარი; ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია უ) აქტიურად განახორციელონ ავარიული და საფრთხის შემცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განახლებული სასწავლო კორპუსების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია: ა) განსაზღვროს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადასაცემი უძრავი ქონება, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად, მათ შორის, პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობის დაცვით, განიხილოს მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ბ) გააგრძელოს თბილისში, ყიფშიძის ქუჩის №5-ში მდებარე „ბ“ კორპუსის მშენებლობის, სათანადო ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო ქსელების მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია გ) საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობის დროს გაითვალისწინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების ჩატარებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის და სააგენტოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის საჭიროება; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია დ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად დაუყოვნებლივ შეიმუშაოს მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლის სამოქმედო გეგმა; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ე) განახორციელოს სპეციალური პროგრამები ეროვნული უმცირესობების დასაქმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ვ) ხელი შეუწყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა კარიერულ წინსვლას საშუალო რანგისა და მაღალი რანგის საჯარო თანამდებობებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ზ) შესაბამის სამინისტროსთან ერთად დაიწყოს პრივატიზებულ ობიექტებში არსებულ საერთო სარგებლობის ფართობებზე წითელი ხაზების დადგენის პროცედურები შემდგომ მათი საკუთრებაში გადაცემის მიზნით. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია 16. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ა) ,,საარჩევნო უბნების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გააძლიეროს მუნიციპალიტეტების ორგანოებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა“ 2018 წელს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა პასუხისმგებელ უწყებებთან, რა დროსაც განხილული იყო საარჩევნო მიზნებისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ადაპტირებისა და უკვე ადაპტირებული შენობა-ნაგებობების სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მონიტორინგის განხორციელების საკითხები. ცესკოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირი) საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან გაიმართა ოთხი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფის წევრებს, ცესკოს ხელმძღვანელი პირები უშუალოდ აწვდიდნენ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, როგორც განხორციელებულ, ისე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. განიხილება შესაძლო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის იმპლემენტაციის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, ცესკოს მიერ შედგა კომუნიკაცია და განხორციელდა ინფორმაციის მოძიება შესაბამისი უწყებებიდან. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ბ) ,,გააძლიეროს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სიღრმისეული სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან კომუნიკაციის და არსებული დამხმარე საშუალებების სწორად გამოყენების თაობაზე“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკომ განაახლა სასწავლო ინსტრუქცია შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო პროგრამაში მოხდა პრაქტიკული სწავლების კომპონენტის შემოღება, რომელიც ითვალისწინებდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის აღნიშნული ინსტრუქციისა და ვიდეორგოლის ჩვენებით მომზადებას. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის შშმ პირების ინფორმირების მიზნით, მომზადდა სპეციალური ვიდეორგოლი ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ. ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეორგოლი სურდოთარგმანის თანხლებით განთავსდა ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების ეთერში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები შუქდებოდა სურდოთარგმანით. ცესკოს სატელეფონო/ საინფორმაციო ცენტრის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აწვდიდნენ ინფორმაციას საარჩევნო საკითხების შესახებ ვიდეო ზარის მეშვეობით. ცესკოს წარმომადგენლებმა, საქართველოს ყრუთა კავშირში გამართეს შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან და მათ მიაწოდეს ინფორმაცია ვიდეოზარის სერვისის გამოყენებისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული სერვისის შესახებ მომზადდა საინფორმაციო პლაკატი და ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, გავრცელდა საქართველოს მასშტაბით ყრუთა კავშირის ოფისებში. ცესკოს ვებგვერდი ხელმისაწვდომია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის, ხოლო ცესკოსთან არსებული სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში სწავლების ცენტრი) ვებგვერდი უსინათლო პირებისთვის. პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, ჩაატარეს სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები. პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული იყო შშმ 25 პირი. 2018 წელს, ცესკომ საგრანტო კონკურსის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების მონაწილეობის ხელშეწყობა არჩევნების პროცესში. პრეზიდენტის არჩევნებისთვის, კენჭისყრის დღეს (I და II ტური) შშმ ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელმისაწვდომი იყო: მობილობის შეზღუდვის მქონე (ეტლით მოსარგებლე) ამომრჩევლებისთვის – 1 268 ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სპეციალური კაბინა; უსინათლო ამომრჩევლებისთვის - საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა; მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის – ორი ცალი გამადიდებელი ლინზა; ყრუ, სმენადაქვეითებული და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იყო კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. რეკომენდაცია შესრულებულია გ) ,,საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე შეიმუშაოს ინსტრუქცია საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავების მიზნით“ ცესკოს მიერ შემუშავდა საკანონმდებლო წინადადებები, რომელიც 2018 წლის 14 მარტს წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს, რის შედეგადაც ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის 25-ე პუნქტში. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, აიკრძალა ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით. აღნიშნულის შესახებ ასევე, ინფორმირებული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. ხსენებულმა საკანონმდებლო ჩანაწერმა, უზრუნველყო საკითხის დარეგულირება და დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირებს შეეზღუდათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით არსებული საკითხები და პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. რეკომენდაცია შესრულებულია 17. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი მაუწყებელი ა) განახორციელოს „მოამბის“ სინქრონული თარგმნის სიზუსტისა და ხარისხის მონიტორინგი შესაძლო უზუსტობების აღმოსაფხვრელად; საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის ინფორმირებულობის, მათი მედია სივრცეში ინტეგრირების, მათზე და მათთვის გასაგებ ენაზე მედია პროდუქციის მომზადების მიზნით საზოგადოებრივ მაუწყებლის მიერ შეიქმნა ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ამოცანაა ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა, მაუწყებლის ყოველდღიურობაში მათი ჩართულობა და წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური იმცირესობების ინტეგრირების საკითხი. ჯგუფი ახორციელებს მაუწყებლის ვებგვერდზე ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე ონლაინ რადიო და ტელევიზიის, ასევე სხვა მედია პროდუქციის წარმოებას. მზადდება გასართობი, კულტურული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მაუწყებლის ვებგვერდზე ახალი ამბების გაცნობა შესაძლებელია 7 ენაზე. 2018 წლის 3 სექტემბრიდან საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე, რომლის ხარისხი მოწმდება ყოველდღიურ რეჟიმში. რეკომენდაცია შესრულებულია ბ) ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბებას (მათ შორის, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე); 2018 წლის 3 სექტემბრიდან საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. სინქრონული თარგმანი ონლაინ, პირდაპირი რეჟიმით ვრცელდება პირველი არხის ვებ პლატფორმა 1tv.ge-ზე, ასევე ფეისბუქ ლაივის მეშვეობით ფეისბუქ გვერდებზე. რეკომენდაცია შესრულებულია გ) გაააქტიუროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული მედიაპროდუქციის (საინფორმაციო და სხვა გადაცემების) ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა და გავრცელება, მათ შორის, რეგიონული მედიასაშუალებების გამოყენებით; პირველი არხის ვებ გვერდი 1tv.ge ერთდროულად 7 ენაზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. კვირის გარდა ყოიველდღე 19:00 საათზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ ეთნიკური უმცირესობების ენებზე მზადდება. „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მაუწყებლის პრიორიტეტებშოი გათვალისწინებულია წარმოებული მედიაპროდუქციის საინფორმაციო, გასართობი და შემეცნებითი გადაცემების თარგმნა უმცირესობების ენებზე და განთავსება ვებ გვერდზე შესაბამის ენობრივ განყოფილებებში. რეკომენდაცია შესრულებულია დ) გააგრძელოს და გააძლიეროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან გადაცემებში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული თემატიკის ასახვა, მათ შორის, აქცენტი გააკეთოს ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებულ მწვავე პრობლემებზე; საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ და სხვა მომდინარე გადაცემები პერმანენტულად აშუქებენ ეთნიკური უ მცირესობების საკითხებს. აღნიშნულ თემებზე მომზადებული სარედაქციო მასალა განთავსებულია ონლაინ პორტალზე www.1tv.ge. აღნიშნული მიმართულებით გაშუქებული საკითხები მრავალფეროვანია. რეკომენდაცია შესრულებულია ე) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ჟურნალისტების ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ჟურნალისტების ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მაუწყებელში არსებობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლობით დაკომპლექტებული საბჭო. ყველა ჟურნალისტს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება გაიაროს საბჭოში კონსულტაცია სხვადასხვა თემის გაშუქებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ 2019 წლის მაისიდან დაგეგმილიასაზოგადოებრივ მაუწყებელთან პარტნიორობით ტრენინგების სერიის გამართვა ჟურნალისტებისთვის. რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული ვ) გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, შეიმუშაოს სპეციალური წესები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შესყიდვების განსახორციელებლად და დამწყები საწარმოების (სტარტაპების) დასაფინანსებლად; სტარტაპების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი პროცედურის შემუშავებაზე. ამ ეტაპამდე სტარტაპების დაფინანსებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია ზ) შეიმუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ვაკანტური თანამდებობების დაკავების (მათ შორის, ღია და საჯარო კონკურსით) წესს. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკაზე, როგორც სამოქმედო დოკუმენტზე, რომელიც თავის თავში სხვადასხვა საკადრო საკითხებს მოიცავს. რეკომენდაცია შესრულების პროცესშია. 18. სსიპ − კონკურენციის სააგენტო: საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − კონკურენციის სააგენტომ შეიმუშაოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 დეკემბრის N04/375 ბრძანებით დამტკიცდა ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა. გეგმა გაწერილია 2019 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდზე, მითითებულია თითოეული ღონისძიების შესრულების ვადა, ინდიკატორი და რესურსის სავარაუდო წყარო. აღნიშნული გეგმის მიხედვით მონიტორინგის პროცესი დაწყებულია. რეკომენდაცია შესრულებულია ამდენად, 228 რეკომენდაციიდან: 73 რეკომენდაცია შესრულებულია; 21 რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული; 124 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია; 10 რეკომენდაცია არ არის შესრულებული. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე