„აკაკი ზოიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2- 22102/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-12-12

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-22102/19 12-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 12 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2019 წლის 3 დეკემბერს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს აკაკი ზოიძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება აკაკი ზოიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. აკაკი ზოიძეს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე