„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მუხლი
1.
„დიპლომატიური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ტ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
2. მე-13 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
3. მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას.
4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
დიპლომატიურ
წარმომადგენლობასა
და
საკონსულო
დაწესებულებაში
დიპლომატიურ
თანამდებობაზე
როტაციის
წესით
სამუშაო
მივლინებით,
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე
ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს
დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში
მყოფი პირი.
5. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
დიპლომატიურ
წარმომადგენლობასა
და
საკონსულო
დაწესებულებაში
როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის
ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის,
თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის,
პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და
დამხმარის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:
ა)
დიპლომატიური
წარმომადგენლობის
ან
საკონსულო
დაწესებულების
ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო
განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;
გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ
გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;
დ)
მნიშვნელოვანი
საერთაშორისო
გართულებისას,
რომელიც
შეიძლება
გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ
ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;
ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;
ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;
ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას,
თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან
საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;
თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;
ი)
თანამდებობის
პირის
მიერ
დაკისრებულ
მოვალეობათა
არაჯეროვნად
შესრულების გამო;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების
არსებობისას.“.
6. 322 მუხლი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 24
ივნისის N5562II-ს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კომერციული ატაშე ინიშნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საგარეო
საქმეთა
სამინისტროსთან
აკრედიტებულ
პირს,
ურთიერთობებში,
შეთანხმებით
რომელიც
და
წარმოადგენს
სავაჭრო-ეკონომიკური
თავისი კომპეტენციის
ფარგლებში,
უცხო
სახელმწიფოში
(კომერციული)
წარმოადგენს
ხასიათის
საქართველოს.
კომერციული ატაშე იმყოფება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის
ოპერატიულ დაქვემდებარებაში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის
ადმინისტრაციულ
დაქვემდებარებაში.
აღნიშნული
კი
მთელ რიგ
სირთულეებს შექმნის საქმიანობის განხორციელების პროცესში, კერძოდ:
-„კომერციული
ატაშეს“
პრობლემები შეექმნას
შეხვედრის დროს;
უცხო
სტატუსი
შედარებით
ქვეყნის
მსხვილი
დაბალია
და
კომპანიების
მას
შესაძლოა
ხელმძღვანელებთან
- სავარაუდოდ შეიქმნება სირთულეები კომერციული ატაშესა და დიპლომატიური
დაწესებულებების ხელმძღვანელს შორის, რადგან საელჩოს ხელმძღვანელს არ ექნება
საშუალება გააკონტროლოს კომერციული ატაშეს ქმედებები და გაწეული ხარჯების
მიზნობრიობა;
- კომერციულ ატაშეს, მაღალი კვალიფიკაციის მიუხედავად, არ ქნება დიპლომატიური
საქმიანობის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნულ საკითხებზე
საქმიანობის
განხორციელება
საქარეთველოს
კანონით
დაეკისროს
განსაზღვრულ
„დიპლომატიური
დიპლომატიურ
სამსახურის
თანამდებობის
შესახებ“
პირს
-
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს, რომელიც:
- დაფარავს მხოლოდ ეკონომიკურ და კომერციულ მიმართულებას წინასწარ
შეთანხმებული
გეგმით
(გეგმის
შემუშავებაში
მონაწილეობას
მიიღებენ შესაბამისი
დარგობრივი სამინისტროები და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირები);
- იდენტიფიცირებას მოახდენს და იმუშავებს მაღალი დონის პოლიტიკური
თანამდებობის პირებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ქვეყანაში/რეგიონში ქართული
ბიზნეს-ინტერესების დაცვასა და ლობირებაში;
- განთავსდება რეგიონალური პრინციპით
იმ
ქვეყნებში,
რომლებიც
მეტ
დაინტერესებას იჩენენ საქართველოს მიმართ (ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, ყურის
ქვეყნები, ცენტრალური
აზია,
სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზია) და ადგილსამყოფელ
ქვეყანასთან ერთად დაფარავს რეგიონის სხვა ქვეყნებს;
- დაექვემდებარება განთავსების ქვეყანაში მყოფ საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს და აქტიურად იმუშავებს რეგიონის სხვა ქვეყნებში აკრედიტებულ
საქართველოს ელჩებთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კომერციული
ატაშეს თანამდებობის კანონიდან ამოღების მიზანშეწონილობით და უცხო სახელმწიფოში
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
დიპლომატიური თანამდებობის პირის - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
დესპანის ეკონომიკურ საკითხებში წარგზავნის საჭიროებით.
ეკონომიკურ
ქვეყნებთან
საკითხებზე
ეკონომიკური
დესპანის
დანიშვნით
თანამშრომლობის
მაღალ
ხაზი
გაესმევა
დაინტერესებას
პარტნიორ
და
ხარისხს.
ამასთანავე, საგულისხმოა, რომ „კომერციული ატაშეს“ სტატუსი შედარებით დაბალია
და შესაძლოა მას პრობლემები შეექმნას უცხო ქვეყნის
მსხვილი
კომპანიების
ხელმძღვანელებთან
მნიშვნელოვნად
შეხვედრის
იზრდება
დროს.
მაღალი
დესპანის
წარგზავნის
შემთხვევაში,
დონის/გადაწყვეტილების
მიმღებ
კი
პირებთან
შეხვედრის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებს. ასევე, მნიშვნელოვნად
გაიზრდება მაღალი დონის შეკრებებში მონაწილეობისა და შესაბამისი კონტაქტების
დამყარების, ასევე დაფარვის რეგიონში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო
ღონისძიებებში მიწვევის შესაძლებლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
დესპანი
ექვემდებარება
საქართველოს
საგანგებო
და
სრულუფლებიან
ელჩს,
შესაძლებელი იქნება დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელსა და დესპანს
შორის საქმიანობის მაღალი კოორდინაციის მიღწევა და რესურსების ეფექტური
გადანაწილება (კომერციული ატაშეს შემთხვევაში, რთული იქნებოდა ფინასური
ხარჯების გაწევისა და დროითი რესურსების ეფექტური მონიტორინგი).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დესპანი მოვალეობების შესრულების დაწყებამდე მიიღებს
დიპლომატიური მუშაობის გამოცდილებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ
აპარატში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მისი საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტს
და მოახდენს დიპლომატიური გაუგებრობების (ე.წ. Diplomatic
აცილების შესაძლებლობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში.
Faux Pas)
თავიდან
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად კანონიდან მოხდება „კომერციული ატაშეს“
თანამდებობის ამოღება. ამასთან, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება
დაეკისრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან
დესპანს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
2
კანონპროექტის შესაბამისად, მოხდება კანონის მე-2 მუხლის ,,ტ “ ქვეპუნქტის, მე-13
2
მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და 32 მუხლის ამოღება, ხოლო 22ე
მუხლის პირველი პუნქტიდან და 24-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ხდება
„კომერციული ატაშეს“ თანამდებობაზე მითითების ამოღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
მიზეზები და შესაბამის
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის
შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მოქმედი რედაქციის თანახმად, კომერციული ატაშეს
დანიშვნა და მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა,
კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნიდან (2016 წელი) დღემდე ამ თანამდებობის პირების
დანიშვნა არ მომხდარა და არც მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები
ასახულა სამინისტროს ბიუჯეტში.
საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანების დანიშვნას, რომლებიც იმუშავებენ
ეკონომიკურ საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საკუთარი
საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის გავლენა
სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანების დანიშვნას,
რომლებიც
იმუშავებენ
ეკონომიკურ
საკითხებზე,
საგარეო
საქმეთა
სამინისტრო
განახორციელებს საკუთარი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ამ ეტაპზე (2020 წლისათვის)
საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს ე. წ. ეკონომიკური დესპანების დანიშვნას სამ
დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში/საკონსულო
დაწესებულებაში,
რომელთა
საქმიანობისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური ხარჯი
შეადგენს:
1. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო
საზღვაო ორგანიზაციაში - 271 904 ლარს.
2. საქართველოს საელჩო ჩინეთის რესპუბლიკაში - 256 938 ლარს.
3. საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში - 340 308 ლარს.
თითოეული ზემოაღნიშნული თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო
მივლინების ვადაა 3 წელი, ერთ წლამდე გაგრძელების პერსპექტივით („დიპლომატიური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე და 29-ე მუხლები).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით არცერთი კომერციული ატაშე არ არის
მივლენილი არცერთ ქვეყანაში.
ამავე დროს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ეკონომიკური ურთიერთობების
სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე საქმიანობას განახორციელებენ
საგანგებო და
სრულუფლებიანი დესპანები, რომელთა დანიშვნა ამ ეტაპზე (2020 წლისათვის) იგეგმება სამ
დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში/საკონსულო
წარმომადგენლობაში ერთი დესპანი)
ბ.ვ)
დაწესებულებაში.
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა
(ერთ
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ რსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს
მთავრობა.