„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის №236-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29
დეკემბრის №236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის პირველი და მე-2
პუნქტების შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის №236-რს დადგენილებით
გათვალისწინებული მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის:
ა.ა) ძირითადი შემადგენლობის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. კობახიძე ირალი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“
2. კუჭავა კახაბერ – ფრაქცია „ქართული ოცნება“
3. ბერაია ირაკლი - ფრაქცია „ქართული ოცნება““;
ა.ბ) ძირითადი შემადგენლობის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) სათადარიგო შემადგენლობის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„2. წილოსანი ნინო - ფრაქცია ქართული ოცნება““;
ა.დ) სათადარიგო შემადგენლობის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის ძირითადი შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. კუჭავა კახაბერ (დელეგაციის ხელმძღვანელი) – ფრაქცია „ქართული ოცნება““.
გ) ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA
PAC) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის:
გ.ა) ძირითადი შემადგენლობის:
გ.ა.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სონღულაშვილი დავით (დელეგაციის ხელმძღვანელი) – ფრაქცია „ქართული
ოცნება“
2. კუჭავა კახაბერ - ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
გ.ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბერაია ირაკლი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
გ.ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კაკულია რომან - ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
გ.ა.დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას.
გ.ა.ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნას.
გ.ბ) სათადარიგო შემადგენლობის:
გ.ბ.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას.
გ.ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კილაძე სოფიო – ფრაქცია „ქართული ოცნება““;
გ.ბ.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას.
დ) ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
(EURONEST PA) მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის:
დ.ა) ძირითადი შემადგენლობის:
დ.ა.ა) პირველი-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სონღულაშვილი დავით (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული
ოცნება“;“
„2. კაკულია რომან - ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
„3. კუჭავა კახაბერ - ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
„4. ბერაია ირაკლი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
„5. გაჩეჩილაძე გიორგი – ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“;“
„6. კაპანაძე სერგი – ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონები“;“
„7. ბოკუჩავა თინათინ - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“;“
„8. სამადაშვილი სალომე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“;“
„9. ნაცვლიშვილი ბექა – პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული
არცერთ ფრაქციაში.“
დ.ა.ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნას.
ე) ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის:
ე.ა) ძირითადი შემადგენლობის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბერაია ირაკლი – ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
ე.ბ) სათადარიგო შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. კუჭავა კახაბერ - ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
ვ)
საპარლამენტთაშორისო
კავშირის
(IPU)
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციის ძირითადი შემადგენლობის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას;
ზ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის:
ზ.ა) სათადარიგო შემადგენლობის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. დასენი ისკო – ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
„2. სამხარაული გელა – ფრაქცია „ქართული ოცნება“;“
„3. ხახუბია ირაკლი – ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“;“
„4. კვაჭანტირაძე ზვიადი – პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული
არცერთ ფრაქციაში.“
ზ.ბ) სათადარიგო შემადგენლობის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
თ) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის
საპარლამენტო ასამბლეის (GUAM PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის
სათადარიგო შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კუჭავა კახაბერ (დელეგაციის ხელმძღვანელი) – ფრაქცია „ქართული ოცნება““;
ი) ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (APF) მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„2. ჩიქოვანი მამუკა – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის №236-რს დადგენილებაში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქციის
შექმნის შედეგად საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ახლებურად გადანაწილების თაობაზე
პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ახალი ფრაქციის გაჩენამ დღის
წესრიგში დააყენა აღნიშნული საკითხის ახლებურად მოწესრიგების აუცილებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
დადგენილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს პარლამენტში ახალი
ფრაქციის შექმნით, რამაც დღის წესრიგში დააყენა მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად
დელეგაციების ახალი შემადგენლობების განსაზღვრის აუცილებლობა.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების პროექტის მიზანია „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების
შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის
დადგენილებით გათვალისწინებული შემადგენლობების შესწორება ფრაქციათა მიერ
წარმოდგენილი კანდიდატურების შესაბამისად.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტის არსია „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების
შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის
დადგენილებით გათვალისწინებული შემადგენლობების შესწორება ფრაქციათა მიერ
წარმოდგენილი კანდიდატურების შესაბამისად.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი
არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის
ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების
დაფინანსების წყარო:
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხარჯები
დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი,
მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი):
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას
არ ითვალისწინებს;
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი
ხელშეკრულებებს;
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების
პროცესში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია და ცოტნე ზურაბიანი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია და ცოტნე ზურაბიანი.