საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წევრობის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#2-22189/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-13
ბიუროს ნომერი 317

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-22189/19 13-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ბერაიას საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გურამ მაჭარაშვილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ერთ ერთი ძირითადი პრინციპია წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 12 დეკემბერის N 316/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩემს კანდიდატურას განმეორებით გიგზავნით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ძირითად წევრად. დამატებით გაცნობებთ, რომ ამ დელეგაციაში ვარ 2013 წლიდან დღემდე. ასამბლეაში დღემდე ვარ იურიდიული და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ძირითადი წევრი და დღემდე ევროსაბჭოს მიერ არჩეული ვარ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითად წევრად. ამ წლებში არჩეული ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. ასევე, არჩეული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად. ამ საქმიანობის გაგრძელება და ამ წლების ინსტიტუციური გამოცდილება არის მნიშვნელოვანი და მხედველობაში მისაღები. სწორედ ამიტომ მოგმართავთ იმავე დელეგაციაში, როგორც დამოუკიდებელმა წევრმა გავაგრძელო მუშაობა. პარლამენტის წევრი ეკა ბესელია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge