საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების: „ქართული ოცნება“, ქართული ოცნება-მრეწველების“ და „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ მომართვა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციების კუთვნილი კვოტების ერთმანეთისათვის დათმობის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.12.2019
ავტორი
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები: „ქართული ოცნება“, ქართული ოცნება-მრეწველები“, „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“
ნომერი
#2-22194/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-13
ბიუროს ნომერი 317

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-22194/19 13-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ გურამ მაჭარაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ბერაიას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კუთვნილი კვოტები დათმეს შემდეგი სახით: 1. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC):   ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერმა ეკონომიკამ“ ძირითად შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნებისთვის“ დათმობილი წარმომადგენლობის კვოტა უკან დაიბრუნა. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სათადარიგო შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის“ დათმობილი წარმომადგენლობის კვოტა უკან დაიბრუნა. 2. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველებმა“ სათადარიგო შემადგენლობაში „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის“ დათმობილი წარმომადგენლობის კვოტა უკან დაიბრუნა და დაუთმო ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 3. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ფრაქცია „ქართულმა ოცნება - ძლიერმა ეკონომიკამ“ ძირითად შემადგენლობაში წარმომადგენლობის კუთვნილი კვოტა დაუთმო ფრაქცია „ქართული ოცნებას“. პატივისცემით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეები: ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი სამხარაძე ფრაქციის თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ფრაქციის თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე