„საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლის ჯუმბერ იზორიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-22208/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლის ჯუმბერ იზორიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-22208/19 13-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლის ჯუმბერი იზორიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 13 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლის ჯუმბერი იზორიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა 2019 წლის 12 დეკემბერს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ჯუმბერი იზორიას მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა ამჟამად მოხმარების ფაქტი არ დადგინდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ჯუმბერი იზორიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლის ჯუმბერი იზორიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლის ჯუმბერი იზორიას უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე