საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/402; 04.10.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318
შენიშვნა tstsinadze
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-22238/19
13-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ზ. კვაჭანტირაძის და ე. ბესელიას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/402;
04.10.2019).
საკანონმდებლო პაკეტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ხოლო
სავალდებულო კომიტეტია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.
სავალდებულო კომიტეტისთვის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ბოლო ვადად
განსაზღვრულია 2019 წლის 17 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 13 დეკემბერს მოგვმართა (წერილი - N222218/19), რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი ვადა კანონპროექტის განსახილველად.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge