საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ენძელა მაჭავარიანის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, გიორგი მოსიძის, გიორგი ხატიძის და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (07-3/386; 27.08.2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-22276/19
13-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
წერილის საფუძველზე (წერილი #2-22265/19, 13-12-2019), დამატებითი კონსულტაციების
ჩატარების მიზნით, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის
წევრების: თამარ ხულორდავას, ენძელა მაჭავარიანის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის,
გიორგი მოსიძის, გიორგი ხატიძის და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/386; 27.08.2019). განხილვის
ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge