საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას და ზაზა გაბუნიას მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (N07-3/413; 30.10.2019) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია
ნომერი
#2-22274/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-22274/19 13-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიასა და ზაზა გაბუნიას მიერ ინიციირებული იქნა საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. (№07-3/413; 30.10.2019) წარმოდგენილი კანონის პროექტი ბევრ სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და იმ განაშენიანების რეგულირების გეგმების, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, იურიდიულ ძალის შენარჩუნების გახანგრძლივებას. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, იურიდიული ძალა შეუნარჩუნდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე. ამ თარიღამდე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ასეთი გეგმების „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა“ და შესაბამის კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისი გეგმის სახით დამტკიცება. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ტექნიკურ მიზეზთა გამო ვერ მოახერხა აღნიშნული გეგმების გაახლება და ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. იმის გამო, რომ 2019 წლის 3 დეკემბრამდე ვერ მოხერხდა ინიციირებული პროექტების მიღება, რიგ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც აქვთ 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავენ მიწათსარგებლობის გენერალური თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გეგმით რეგულირებად საკითხებს, შეექმნათ სამართლებრივი პრობლემები რაც ხელს უშლის მათ საქმიანობის განხორციელებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის წევრი მერაბი ქვარაია პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე