საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ კახიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/323; 10.04.2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-22326/19
16-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ კახიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/323; 10.04.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო პირველი მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 18 დეკემბერი.
საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების
საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის
ვადა გაგრძელდეს 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge