საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/343; 10.05.2019) საქართველოს კანონის პროექტი - სამი კვირით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/342; 10.05.2019) საქართველოს კანონის პროექტი - სამი კვირით;

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-22338/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-22338/19 16-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე:   საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/343; 10.05.2019) განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელებას, იმის გათვალისწინებით, რომ განსაზღვრულ ვადაში, კომიტეტების მიერ ვერ ხერხდება წარმოდგენილი კანონის პროექტის განხილვა. ინიციატორთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/342; 10.05.2019) განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge