საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკრი პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის (#07-2/419; 20.11.2019) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-22357/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-22357/19 16-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმზე (№07-2/419; 20.11.2019) დადგენილი განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელებას. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-22348/19 16-12-2019 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე (072/419; 20.11.2019) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 25 ნოემბრის (N307/1) გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა (სავალდებულო) კომიტეტს მ/წ 16 დეკმბრამდე დაევალა „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე (07-2/419; 20.11.2019) განხილვა და დასკვნის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის (წამყვანი) კომიტეტისთვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge