საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345; 10.05.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-22365/19
16-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2-22351/19, 16.12.2019),
რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და
გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
„გრანტების შესახებ“ „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/345, 10.05.2019) სავალდებულო
კომიტეტზე განსახილვის ვადის გაგრძელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე
განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით.
დანართი: სავალდებულო კომიტეტის წერილი 1 ფურცელზე.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-22351/19
16-12-2019
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345; 10.05.2019)
განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 11 ნოემბრის (N304/25)
გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 18
დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345; 10.05.2019) განხილვა და
დასკვნის საფინანსო საბიუჯეტო (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა
გააგრძელოთ ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge