საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება „საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ დამტკიცებული საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად „საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-22672/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-19
ბიუროს ნომერი 319

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-22672/19 18-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ დამტკიცებული საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად „საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მოუსმინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილისა და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გაზიფიცირების სამსახურის უფროსის გიორგი კაპანაძის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას „საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“. მომხსენებელი: დავით თვალაბეიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; კომიტეტმა მოისმინა და განიხილა რა წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაციები, გადაწყვიტა: ცნობად იქნას მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ანგარიში „საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“. 2. ანგარიშის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge