„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 19.02.2014, კოდი: 010250000.04.001.016100)
დაემატოს შემდეგი შინაარსის 1611 მუხლი:
„მუხლი 1611. მუნიციპალიტეტის სხვა საკუთარი უფლებამოსილებები
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“
141-ე მუხლის მე-13 და მე-20 პუნქტებით
გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტების საკუთარ უფლებამოსილებებს ასევე წარმოადგენს
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“
141-ე მუხლის მე-13 და მე-20 პუნქტებით
გათვალისწინებული უფლებამოსილებები.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომში - კანონპროექტი)
მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს, რომელშიც ახალი ფორმულირებით
ჩამოყალიბდა გარდამავალი შინაარსის კონკრეტული ნორმები.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის” მიღებამდე რიგი მუნიციპალიტეტების მიერ მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმები და განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, მათ შორის, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2019 წლის 15 მარტს მიღებულ იქნა „დედაქალაქის
მიწათსარგებლობის
გენერალური
გეგმის
დამტკიცების
შესახებ“
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს #39-18 დადგენილება და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #39-19
დადგენილება. ეს აქტები ძალაში 2019 წლის 21 მარტიდან შევიდა, რომლითაც განისაზღვრა
ურბანული დაგეგმარებისა და განვითარების, ასევე ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
მიმართულებით სრულიად ახალი ხედვა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მიღებულ იქნა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები K2 კოეფიციენტების მატების აკრძალვასთან,
სპეციალური ზონალური შეთანხმებების, გეგმარებითი დავალებების,
განაშენიანების
რეგულირების გეგმების ვადებთან და ა.შ. დაკავშირებით. გარდა ამისა, მაგალითისთვის,
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თავისი შინაარსის გათვალისწინებით არის დოკუმენტი,
სადაც ასახული კონცეფცია არ შეიძლება შეიცვალოს დროის მოკლე მონაკვეთში. ურბანული
განვითარების კუთხით მას აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული დანიშნულება. ამიტომაც
თბილისისთვის და ასევე სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე
დადგნენ საჭირო გახდა გარკვეულ საკითხებთან მიმართებით გამონაკლისების დაწესება და
კონკრეტული რეგულაციები კვლავ დარჩა ძალაში, რაც მშენებლობებისთვის უკვე იყო
შეთავაზებული და რომელთა შეცვლაც მოკლე დროში შეუძლებელიც კი იქნებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული დაგეგმარებისა და მშენებლობის სფეროში
ნორმებისა და წესების განსაზღვრა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის,
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება
მუნიციპალიტეტის
საკუთარ,
ექსკლუზიურ
უფლებამოსილებებს
განეკუთვნება
და
თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები დგინდება ორგანული კანონით,
მიზანშეწონილი გახდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში” განხორციელებული კონკრეტული ცვლილებებით დადგენილი
უფლებამოსილებები ასახულიყო ორგანულ კანონში, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარ
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს, რომელშიც გარდამავალი დებულებების
კონკრეტული რეგულაციები ახალი შინაარსით ჩამოყალიბდა და განისაზღვრა, რომ
მუნიციპალიტეტებში, რომელთა ტერიტორიაზეც კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული იქნა
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც
მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, კვლავ დარჩა ძალაში
განსაზღვრული ვადით, საჭირო გახდა ამ უფლებამოსილების აღნიშვნა ორგანულ კანონში,
ორგანულ კანონსა და კანონქვემდებარე აქტს შორის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
დგინდება მუნიციპალიტეტის სხვა საკუთარი უფლებამოსილებები. იმის გათვალისწინებით, რომ ეს
უფლებამოსილებები გარკვეული ვადით მოქმედებს, შესაბამისი ცვლილების მუხლი ემატება
გარდამავალი შინაარსის დებულებებში.
კანონპროექტის მიხედვით, კანონქვემდებარე აქტი - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” სრულ შესაბამისობაშია იქნება ორგანულ
კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით:
საქართველოს
ორგანულ
კანონს
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის 161-ე მუხლის შემდეგ ემატება 1611-ე მუხლი - „მუნიციპალიტეტის
სხვა საკუთარი უფლებამოსილებები“ და განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარ
უფლებამოსილებებს წარმოადგენს ასევე საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე მუხლის მე-13 და მე20
პუნქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებები.
გამომდინარე
აქედან,
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს განეკუთვნება 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი
კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების,
იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, დასახლებათა
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა,
თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს
2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი
სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინამდებარე უფლებამოსილება განეკუთვნება არა ყველა,
არამედ მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებს/ტერიტორიებს, რომლებმაც 2019 წლის 3 ივნისამდე
დაამტკიცეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების
გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს
და ასევე, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების გეგმარებითი დავალების საფუძველზე
შემუშავებული გეგმები. გარდა ამისა, აღნიშნული უფლებამოსილებების მოქმედება დროში
შეზღუდულია, კერძოდ: წინამდებარე გეგმები შესაბამისი ახალი გეგმის დამტკიცებამდე
იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ, მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 3 ივნისისა. ამასთანავე, აღნიშნულ
სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება
შეიძლება
განხორციელდეს
იმავე
წესით,
რომელიც
მათი
მიღებისათვის
ან
გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან კანონის მიღებისთვის არ არის საჭირო დამატებითი დრო კანონპროექტი
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
საქართველოს პარლამენტის წევრების, გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის,
მერაბ ქვარაიასა და ზაზა გაბუნიას მიერ, ინიციირებული იქნა საქართველოს კანონის პროექტები:
„საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს კანონი „არქიტექტურული
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. (№07-3/413; 30.10.2019)
აღნიშნული პროექტების განხილვისას, გამოიკვეთა საჭიროება საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ვინაიდან
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებების კონკრეტული რეგულაციები
ახალი შინაარსით ჩამოყალიბდა და განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტებში, რომელთა
ტერიტორიაზეც კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული იქნა მიწათსარგებლობის გენერალური
გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, კვლავ დარჩა ძალაში განსაზღვრული ვადით.
აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ამ ცვლილების ასახვაც ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში“, ორგანულ კანონსა და კანონქვემდებარე აქტს შორის
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
სასურველია აღნიშნული პროექტის მიღება მოხდეს უმოკლეს ვადებში, რათა თავიდან
აცილებულ იქნას სამართლებრივი უზუსტობა, ვითხოვთ, აღნიშნული პროექტის განხილვას
დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, ვინაიდან მუნიციპალიტეტები „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე
მუხლის მე-13 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ამჟამად ისედაც
ახორციელებენ და არ საჭიროებს დამატებითი ადამიანური რესურსის დასაქმებას და შესაბამისად,
არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს როგორც ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, ასევე
ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, ვინაიდან მუნიციპალიტეტები „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე მუხლის მე-13 და
მე-20 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ამჟამად ისედაც ახორციელებენ და არ
საჭიროებს დამატებითი ადამიანური რესურსის დასაქმებას და შესაბამისად, არ საჭიროებს
დამატებით ხარჯებს როგორც ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, ასევე ადმინისტრაციულ
ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი ადგენს, რომ ის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც გააჩნიათ 2019 წლის 3
ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმები ან ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავენ
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, შესაბამისი ახალი გეგმის
დამტკიცებამდე მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 3 ივნისისა შეინარჩუნებენ იმ უფლებამოსილებებს,
რომელიც გაწერილია საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის 13-ე და მე20 ნაწილებით.
აღნიშნული ნიშნავს, რომ 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე
2029 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები შეესაბამება ამ
კოდექსით განსაზღვრულ განაშენიანების დეტალურ გეგმებს და ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
აღნიშნული კი პირდაპირ გავლენას იქონიებს შესაბამის პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან
მათ აღარ მოუწევთ ამ გეგმების ხელახალი დამტკიცებისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს და ან სხვა
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია.