„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ცოტნე ზურაბიანი
ნომერი
#07-3/425/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კოდექსის 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 70. ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისათვის და გარიგების წერილობითი ფორმით დადება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მიერ 1. იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სხვა პირის მიერ, იმავე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამასთანავე, გარიგების ტექსტში უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა. 2. კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია წერაკითხვის მცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგების წერილობით დადება დამოუკიდებლად ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელმოწერის გადანდობის გარეშე, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით არ არის განსაზღვრული გარიგების დადების სხვაგვარი ფორმა ან/და წესი. 3. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მონაწილეობით გარიგების წერილობით დადებისას მისი ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფილია იმის უტყუარად დადასტურება, რომ ხელმოწერის შესრულების მომენტისათვის მისთვის ცნობილი იყო დასადები გარიგების შინაარსი. ამგვარი წესით გარიგების დადება გათვალისწინებული უნდა იყოს კანონმდებლობით, რომლითაც ასევე რეგულირებული უნდა იყოს აღნიშნული ფაქტის დადასტურების, ასევე ასეთი ინფორმაციის მატარებლების შენახვის წესი. 4. წერილობით გარიგების დადებისას მისმა მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ ან სმენადაქვეითებულმა თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მკაფიოდ უნდა მიუთითოს ტექსტში, რომ იგი თავად წაიკითხა, შეესაბამება მის ნებას და იწონებს მას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. საჭიროების შემთხვევაში ან გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის, ან გარიგების სხვა მხარის მოთხოვნით, გარიგების დადებას შეიძლება დაესწროს თარჯიმანი, რომელმაც იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა, რომელიც დაადასტურებს ყრუ პირის ნების შესაბამისობას გარიგების ტექსტთან. თარჯიმანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს გარიგების ტექსტზე ხელმოწერასთან ერთად. 5. თუ წერილობითი გარიგება იდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელმოწერის გადანდობის გარეშე, წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად, ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერი წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირთან ბრაილის შრიფტის გამოყენებით გარიგებების დადების შემთხვევაში, ის უნდა დაერთოს წერილობით ხელშეკრულებას და მისი შესაბამისობა გარიგების ტექსტთან უნდა დადასტურდეს თარჯიმნის ხელმოწერით, რის შემდეგაც გარიგებას ხელს აწერენ მხარეები. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი უფლებამოსილია წერილობით გარიგება დადოს მოწმის მონაწილეობით საკუთარი შეხედულებისამებრ, რის შესახებაც უნდა მიეთითოს გარიგების ტექსტში ხელმოწერასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში წერაკითხვის მცოდნე უსინათლო პირი ხელმოწერას ასრულებს თვითონ ან/და ხელმოწერას ასრულებს მოწმე. მოწმე შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი. 6. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სხვა პირზე ხელმოწერის გადანდობისა, თუ წერილობითი გარიგების მონაწილე პირი წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე სმენადაქვეითებულია, უსინათლო გარიგება ან უნდა წერა-კითხვის დაიდოს მოწმის არმცოდნე ყრუ ან ან/და თარჯიმნის თანდასწრებით. გარიგების მონაწილე წერა-კითხვის არმცოდნე ან წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირს უნდა წაეკითხოს გარიგების ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს გარიგების ტექსტში. წერა-კითხვის არმცოდნე ან წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირს ტექსტი შეიძლება წაეკითხოს როგორც მოწმის, ასევე ტექნიკური საშუალებები გამოყენებით. კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია ამ პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ გარიგების წერილობით დადება მისი ხელმოწერის გარეშე მხოლოდ იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილია იმის უტყუარად დადასტურება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, რომ გარიგების დადებისას მისთვის ცნობილი იყო დასადები გარიგების შინაარსი. 7. წერა-კითხვის მცოდნედ ითვლება პირი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ინფორმაციის მიღება და გაცემა უშუალოდ გარიგების წერილობით ჩამოყალიბებული ტექსტის მეშვეობით ან რომელიმე დამხმარე (ბრაილის ან სხვა სპეციალური შრიფტი, მეტყველების სინთეზატორი და სხვა) საშუალებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის არმცოდნე პირის მიერ გარიგების დადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების არასრულყოფილება. კანონით არ არის დარეგულირებული უსინათლო ყრუ და სმენადაქვეითებული პირების გარიგების დადების საკითხები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზედაპირულად არეგულირებს 70-ე ფიზიკური მუხლის ნაკლის მოქმედი მქონე რედაქცია პირების მიერ მხოლოდ გარიგების დადებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული საკითხები უმეტესად მოწესრიგებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ სფეროებს მოიცავს და არა ზოგადად ამ ურთიერთობებს. მაგალითად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 31 მარტის იუსტიციის მინისტრის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 27-ე მუხლი არეგულირებს უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით სანოტარო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც თავისთავად, მოიცავს მხოლოდ ნოტარიუსთან გარიგების დადების დროს ხელშეკრულების გაფორმების საკითხებს. აღსანიშნავია, ასევე, „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 15 იანვრის იუსტიციის მინისტრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 21-ე მუხლი, რომელიც ასევე ამ საკითხებს არეგულირებს. საგულისხმოა, რომ ეს ნორმები მხოლოდ ფრაგმენტულად მოიცავდა უსინათლო, ყრუ და სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგების დადების საკითხებს, მაგრამ 2018 წლის 3 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა ორივე ბრძანებაში შეიტანა ცვლილება და ეს საკითხები დეტალურად მოწესრიგდა. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არსებული რეგულაციები თუ კერძო სექტორში დადგენილი პრაქტიკა, ავალდებულებს ამ პირებს გარიგების დადების დროს დაისწრონ მოწმე, რითაც ირღვევა ხელშეკრულების პირობათა კონფიდენციალობა და მესამე პირისთვის ცხადი ხდება გარიგების შინაარსი, მაშინაც კი, როდესაც პირს, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა, დამოუკიდებლად შეუძლია დადოს გარიგება. ამდენად, არსებულმა რეგულაციებმა და პრაქტიკამ ცხადყო, რომ საჭიროა ასეთ შემთხვევათა დამოუკიდებელი მოწესრიგება. აღსანიშნავია ისიც, რომ სანოტარო მოქმედებათა შესრულების დროს მოწმის ან თარჯიმნის მონაწილეობა ზრდის სანოტარო მოქმედების შესრულების ხარჯებს, რადგან მათი ხელმოწერის დამოწმება დამოუკიდებელ სანოტარო მოქმედებად განიხილება და შესაბამისად, ამ ხელმოწერათა ნამდვილობის დამოწმებისთვის ნოტარიუსი უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. ამდენად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებით რეგულაციები არ არის საკმარისი, მოიცავს მხოლოდ ურთიერთობათა მცირე სფეროს და არ რეგულირდება ნოტარიუსს და საჯარო რეესტრის მიღმა გარიგების დადების საფუძვლები. შესაბამისად, რეგულირების მიღმაა დარჩენილი ის გარიგებები, რომლის მონაწილე არის უსინათლო, ყრუ და/ან მუნჯი, ან წერა კითხვის არმცოდნე პირი (გარდა ნოტარიუსთან ან საჯარო რეესტრში გარიგების დადებისა). აქვე აღსანიშნავია, ისიც, რომ კანონმდებლობით არ არსებობს იმის განმარტება, თუ ვინ ითვლება წერა-კითხვის მცოდნედ და შესაბამისად, წერა-კითხვის არმცოდნედ, რაც საჭიროებს სიცხადის შეძენას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება ვერ მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გარეშე. მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელია უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით გარიგების დადების საკითხების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება და ერთიანი სტანდარტის დადგენა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით დეტალურად მოწესრიგდება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, დგინდება რეგულაციები უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი თავდაპირველად ადგენს, რომ ასეთი გარიგება ფორმათავისუფალია (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და შემოთავაზებული რეგულაციები შეეხება მხოლოდ ამ პირთა მონაწილეობით გარიგების წერილობითი ფორმით დადებას. კანონპროექტი განასხვავებს შემდეგ შემთხვევებს:  წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადება - წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად, ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით, რაც ამ კანონპროექტის ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმოწერა წერაკითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პირადობის   დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე; წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგების დადება - წერაკითხვის მცოდნე ყრუმ ან სმენადაქვეითებულმა თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი თავად წაიკითხა, შეესაბამება მის ნებას და იწონებს მას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. საჭიროების შემთხვევაში ან გარიგების მონაწილე წერაკითხვის მცოდნე ყრუ ან უსინათლო პირის მოთხოვნით, გარიგების დადებას შეიძლება დაესწროს თარჯიმანი; წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგების დადება - გარიგება უნდა დაიდოს მოწმის და თარჯიმნის თანდასწრებით. გარიგების მონაწილე პირი წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირს უნდა წაეკითხოს გარიგების ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს გარიგებაში. წერა-კითხვის არმცოდნე ან წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირს ტექსტი შეიძლება წაეკითხოს როგორც მოწმის, ასევე მეტყველების სინთეზატორის მეშვეობით. ამ შემთხვევაში გარიგების მონაწილე წერა-კითხვის არმცოდნე ან წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირის ნაცვლად გარიგებას ხელს აწერს სხვა პირი; საკანონმდებლო ინიციატივა ასევე განმარტავს, თუ რა იგულისხმება წერა კითხვის მცოდნე პირში. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება პირი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ინფორმაციის მიღება და გაცემა უშუალოდ გარიგების ტექსტიდან ან რომელიმე დამხმარე (ბრაილის ან სხვა სპეციალური შრიფტი, მეტყველების სინთეზატორი და სხვა) საშუალებით. სხვა შემთხვევაში, პირი ჩაითვლება წერა-კითხვის არმცოდნედ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, ამდენად, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით 2019-2022 წლებში ხარჯების გამოყოფის საჭიროება არ არსებობს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ა) ნოტარიუსის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული თარჯიმნის ან მოწმის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებული შემოსავლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობით; ბ) ნოტარიუსთა პალატაში შესული სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასურიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობით. სახელდობრ: ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებისთვის ნოტარიუსის მიერ მიღებულ საზღაურს აკლდება ნოტარიუსის მიერ გაწეული ხარჯები და დარჩენილი თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნოტარიუსი გაიღებს საშემოსავლო გადასახადს ამ თანხის 20%-ის ოდენობით. ნოტარიუსთა პალატა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გაიღებს სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასურის სახით მიღებული თანხის 20%-ს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის თანახმად, გარდა სხვა პირზე ხელმოწერის გადანდობისა, თუ წერილობითი გარიგების მონაწილე პირი წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებულია, გარიგება უნდა დაიდოს მოწმის ან/და თარჯიმნის თანდასწრებით. ამ შემთხვევაში, გარიგების მონაწილე პირისა და თარჯიმნის მიმართ დადგება შესაბამისი ფინანსური შედეგი თარჯიმნის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის სახით: თარჯიმანი მიიღებს შესაბამის შემოსავალს, ხოლო დაინტერესებული მხარე გასწევს ხარჯს იმავე ოდენობით. იმავდროულად, დაინტერესებული მხარე აგრეთვე გასწევს ხარჯს, რაც დაკავშირებული იქნება მოწმის ან თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დადასტურებასთან. შესაბამისად, იმავე ოდენობის შემოსავალს მიიღებს ნოტარიუსი. სახელდობრ: საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებისათვის სანოტარო მომსახურების საზღაურია 2 ლარი. ამდენად, დაინტერესებული მხარე გადაიხდის და ნოტარიუსი მიიღებს თითოეული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებისთვის 2 ლარს. დაინტერესებული მხარე დამატებით ასევე გადაიხდის საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი საფასურს, რაც წარმოადგენს სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასურს. სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების თანახმად (39-ე მუხლის პირველი პუნქტი), ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასურია 2.0 ლარი. ამდენად, ფინანსური შედეგი დადგება აგრეთვე ნოტარიუსთა პალატის მიმართ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით 2019-2022 წლებში ახალი სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი) არ დგინდება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება აგრეთვე, საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და უკავშირდება მრავალმხრვ რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ცოტნე ზურაბიანი