საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ დამტკიცებული საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის გარდამავალი 162-ე მუხლის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ ინფორმაციის მოსმენის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-20
ბიუროს ნომერი 321 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-22845/19
20-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის 2019 წლის 18 დეკემბრის
გადაწყვეტილება
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის მიერ დამტკიცებული საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის
შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი 162-ე მუხლის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ ინფორმაციის მოსმენის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა 2019 წლის 18 დეკემბრის
სხდომაზე
მოუსმინა ინფორმაციას
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
გარდამავალი 162-ე მუხლის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას, მუნიციპალიტეტებისთვის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი
გრაფიკისა და წესის შემუშავებისა და მათ მთავრობის წინაშე დასამტკიცებლად
წარდგენის თაობაზე. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვას დაესწრნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია
გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი დუგლაძე და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი,
გიორგი თინიკაშვილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინეს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პოზიცია
რომ
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
2019-2025
წლების
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში, უზრუნველყოფილი
იქნება მუნიციპალიტეტების კომპეტენციების ზრდა, მათთვის ყველა იმ
უფლებამოსილების გადაცემა რომლებზეც დადგინდება რომ მათი ადგილობრივ
დონეზე განხორციელება იქნება გაცილებით ეფექტური. უფლებამოსილებათა
ეფექტური განხორციელებისთვის აუცილებელია მუნიციპალიტეტებს გააჩნდეთ
სათანადო ქონება და ფინანსები. აქედან გამომდინარე გათვალისწინებული იქნება,
სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემის პროცესის დაწყებაც დეცენტრალიზაციის
განხორციელების პროცესში. შესაბამისად სამინისტროებმა გამოთქვეს მზაობა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი
გრაფიკისა და წესის შემუშავებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების
დაწყების თაობაზე.
იმის გამო რომ, ქონება წარმოადგენს აუცილებელ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ
მუნიციპალიტეტებმა დამოუკიდებლად და ეფექტიანად შეძლონ საკუთარი
ფუნქციების განხორციელება, კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნული
ვალდებულების შესრულებას.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, იგი მომავალში, ზემოთხსენებულ სამინისტროების
წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, გეგმავს საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი
მუხლებით, მათ შორის 162-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებების შესრულების
მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელებას.
კომიტეტმა მოისმინა და განიხილა რა წარმოდგენილი ინფორმაციები, გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია,
აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე.
2. ინფორმაციის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია