საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის (კონსტანტინე კანდელაკი) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11828/19; 17.06.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-20
ბიუროს ნომერი 321 (შესვენებაზე)
შენიშვნა tstsinadze
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-22877/19
20-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
საკანონმდებლო
წინადადებაზე
“საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11828/19 17.06.2019).
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა
2019 წლის 18 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სამოქალაქო კულტურის
საერთაშორისო ცენტრის (კონსტანტინე კანდელაკი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (№111828/19 17.06.2019).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულების
მუხლებში (162-ე, 163-ე და 165-ე მუხლები) ცვლილებების შეტანასა და მთავრობისადმი და
ცალკეული სამინისტროებისადმი გაცემული დავალებებისთვის
ახალი ვადების
განსაზღვრას.
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე,
უნდა გააჩნდეთ ყველა ის უფლებამოსილება რაც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის
სოციალური
და
საყოფაცხოვრებო
ეკონომიკური
განვითარებისათვის.
პირობების
გაუმჯობესებისა
იმავდროულად,
ცენტრალურ
და
ადგილობრივი
და
ადგილობრივ
ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპი,
განაპირობებს იმას რომ შესაბამისი
უფლებამოსილებანი ადგილობრივ ხელისუფლების
ორგანოებს სრულად უნდა გადაეცეთ.
დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტების კომპეტენციების
გაზრდა და მათთვის იმ უფლებამოსილებების გადაცემა, რომელთა განხორციელებაც
ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანი იქნება.
დეცენტრალიზაციის
რეფორმის
ფარგლებში
განხორციელდება
მუნიციპალიტეტების
უფლებამოსილებების გაზრდა ადმინისტრაციულ, ქონების მართვის, სერვისების მიწოდების,
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
განათლების,
კულტურის,
ადგილობრივი
ეკონომიკური
განვითარების,
ბუნებრივი
რესურსების მართვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში.
გადასაცემი
უფლებამოსილებების
იდენტიფიცირება
განხორციელდება
შესაბამისი
ინსტრუმენტების გამოყენებით, სფეროების მიხედვით გადასაცემი უფლებამოსილებების
ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტებისათვის მათი გადაცემის ვადებისა და ფორმების
განსაზღვრით.
მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი უფლებამოსილებების იდენტიფიცირების შემდეგ
მოხდება მოქმედი კანონმდებლობის გადახედვა და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების
მომზადება.
კომიტეტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ
საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი
საკანონმდებლო ნორმების
დაზუსტების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო
წინადადებით წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი
ცვლილების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად.
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია