ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის (შალვა კიკნაველიძე დიმიტრი მხეიძე, გელა სამხარაული, თენგიზ გუნავა), 2019 წლის 15-19 ნოემბერს ირანში ვიზიტის და საპარლამენტო დელეგაციის (გიორგი მოსიძე, გია ბენაშვილი, გიორგი კოპაძე) სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაზე, 26-27 ნოემბერს, ქალაქ კიევში ვიზიტის ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-23098/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

წერილი
2-23098/19 24-12-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ა.წ. 15-19 ნოემბერს, შედგა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ირანში, შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით. ასევე, 26-27 ნოემბერს, ქ. კიევში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაში, გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით. გიგზავნით ზემოაღნიშნული ვიზიტების ანგარიშებს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
დანართი
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი თეირანი, ირანი მივლინების თარიღი 15-19 ნოემბერი მივლინების მიზანი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი დელეგაციის შემადგენლობა შალვა კიკნაველიძე - დელეგაციის ხელმძღვანელი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; დიმიტრი მხეიძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი; გელა სამხარაული - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; თენგიზ გუნავა - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; ირაკლი ბროკიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი აქტივობები ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მოჯტაბა ზონურისთან და საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ხელმძღვანელთან, აჰმად ალირეზაბეიგისთან. ასევე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამედ ჯავად ზარიფთან, სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ღოლამჰუსეინ შაფეისთან და კუნძულ ქიშის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელთან, ღოლამჰუსეინმოზაფარისთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალს, რაშიც მნიშვნელოვანი როლი უკავია ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ტურიზმი, ტრანსპორტი, რკინიგზა და სოფლის მეურნეობა, ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში აქტიურად განიხილებოდა. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ კიდევ არსებობს თანამშრომლობის ისეთი სფეროები, რომლებსაც დიდი პერსპექტივები გააჩნიათ და რომელთან გამოყენებაც შესაძლებელია ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. შალვა კიკნაველიძემ ირანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ამ ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა
დანართი
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი კიევი, უკრაინა მივლინების თარიღი 26-27 ნოემბერი მივლინების მიზანი მონაწილეობა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაში დელეგაციის შემადგენლობა გიორგი მოსიძე - დელეგაციის ხელმძღვანელი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი; გია ბენაშვილი - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; გიორგი კოპაძე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი; ირაკლი ბროკიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. აქტივობები კიევში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესია გაიმართა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა. ასამბლეის კომიტეტებზე იმსჯელეს მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და გამოწვევებზე. გიორგი მოსიძემ კოლეგებს, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. კომიტეტების სხდომებზე ბალტიის, ნორდიკის, ვიშეგრადისა და ბენელუქსის ქვეყნებთან სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. მასპინძელი მხარის მოწვევით, საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანელმა, ამერიკელმა და უკრაინელმა ექსპერტებმა. პლენარულ სხდომაზე დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის რადას თავმჯდომარემ დიმიტრი რაზუმკოვმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებმა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა, იანის ვუცანსმა. გიორგი მოსიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე სუამ-ის ოთხივე წევრ ქვეყანაში არსებულ გაყინულ კონფლიქტში, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას. თემატურ პანელებზე ოკუპირებული ტერიტორიების, ტერიტორიული მთლიანობის და რეგიონული საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ბენაშვილმა, რეგიონში კიბერუსაფრთხოების თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა. საპარლამენტო ასამბლეაზე ხაზი გაესვა სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოს შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს. ასევე, ხელი მოეწერა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეებს შორის 2020-2023 წლებში თანამშრომლობის ერთობლივი პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-13 სესიას, 2020 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს. მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა