საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პენიტენციური დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ (N1-20221/19; 30.10.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-23217/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-23217/19 25-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: პენიტენციური დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ოთარ ლოლუას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა პენიტენციური დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე პატიმრობის კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-20221/19; 30.10.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე განიხილა პენიტენციური დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პატიმრობის კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-20221/19; 30.10.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი მდგომარეობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის შეცვლის კრიტერიუმების ახლებურად ჩამოყალიბებაში; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულისათვის სასჯელის გადახედვისას ყურადღება არ გამახვილდეს დანაშაულის სიმძიმესა და კატეგორიაზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით, დანაშაულის ხასიათის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმის, გათვალისწინება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის უვადო თავისუფლების აღკვეთის დროს სასჯელის გადახედვისა და მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლში. ამასთანავე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულის სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლება მისი უფლებაა და, ამდენად, ამის შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს მუხლის რედაქციაც. II. კომიტეტის შეფასება სასჯელისგან ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განმტკიცებულ მიდგომასთან მიმართებით წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში იკვეთება შეუსაბამობის ნიშნები და მისი მხარდაჭერა და მიღებულად ცნობა მიზანშეუწონელია შემდეგ გარემოებათა გამო: სასჯელი სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიებაა, რომელიც მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ და „არ არსებობს სასჯელი ბრალის გარეშე“ − სისხლის სამართლის კანონის აღნიშნული საგარანტიო ფუნქცია საქართველოს კონსტიტუციითაც არის განმტკიცებული. სასჯელის, როგორც სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიების (“ultima ratio”), მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამდენად, ქართული სისხლის სამართალი სასჯელის მიზნებში აერთიანებს როგორც აბსოლუტურ, ისე პრევენციულ თეორიებს და სასჯელის შეფარდებისას ხელმძღვანელობს როგორც „სამაგიეროს მიზღვის“, ისე დამნაშავის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განზრახვით. აღნიშნული მიზნების შეფასება კი ინდივიდუალური პირობებისადმი მისადაგებით უნდა განხორციელდეს, რაც თავის თავში მოიცავს როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათის (დანაშაულის სიმძიმისა და კატეგორიის), ისე დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებას. სწორედ ინდივიდუალური და არა ბლანკეტური მიდგომა განაპირობებს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. დაუსაბუთებელია საკანონმდებლო წინადადების ავტორის მითითება იმის თაობაზედაც, რომ „დანაშაულის ხასიათზე“ მითითება შეუძლებელს ხდის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილის გადახედვასა და პირობით ვადამდე გათავისუფლებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ხასიათთან ერთად სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასევე მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ნასამართლობა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმები კუმულაციურად უნდა შეფასდეს და, აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ზღუდავს თუნდაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მსჯავრდებულის სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობას. ამგვარად, ამ კუთხით არ არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება იქნებოდა აუცილებელი. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პენიტენციური დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პატიმრობის კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-20221/19; 30.10.2019) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი