საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N1-24967/19; 12.12.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-23221/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322
შენიშვნა tstsinadze

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-23221/19 25-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: რევაზ ფახურიძეს მის.: ქ. თბილისი, I ახალი არსენალის ქ. 9ბ, ტელ.: 599908986 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-24967/19; 12.12.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-24967/19; 12.12.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებასა და მის ჩანაცვლებას ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, კერძოდ, 15 წლამდე ვადით. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ცვლილება შედის აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებისთვის სასჯელის სახედ განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა დახვრეტით. გარდა ამისა, სხვა კონკრეტული დანაშაულებისთვის შემოთავაზებულია სასჯელების შემცირება. II. კომიტეტის შეფასება სასჯელთან − თავისუფლების აღკვეთა დახვრეტით − დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით განმტკიცებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სიკვდილით დასჯა, რომელიც 1997 წლის 11 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გაუქმდა საქართველოში, ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის პრინციპებიდან გამომდინარე, აკრძალულია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 დამატებითი ოქმებით. შესაბამისად, არსებითად მიუღებელია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სიკვდილის დასჯის სანქციის სახედ შემოღების ნაწილში. საკანონმდებლო წინადადება და მისი ავტორის პოზიცია დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია უვადო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სხვა კონკრეტული დანაშაულებისთვის სასჯელების შემცირების ნაწილშიც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა და მიღებულად ცნობა მიზანშეუწონელია. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-24967/19; 12.12.2019) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი