საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზაურ ცერცვაძის მიერ წარმოდგენილ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-17818/19; 24.09.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-23375/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-23375/19 26-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მოქალაქე ზაურ ცერცვაძეს მის.: ქ. თბილისი, ვაზისუბანი, I მკ/რ, მე-13 კორპ., ბინა №80 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზაურ ცერცვაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით (№1-17818/19; 24.09.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 18 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ზაურ ცერცვაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-17818/19; 24.09.2019) I. საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში; კერძოდ, კანონის მიზანს (მუხლი 1) ემატება იმ პირების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა საკუთრების უფლების აღიარებაც უნდა მოხდეს; კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „თვითნებურად დაკავებული მიწის“ განმარტებაში გათვალისწინებული ცვლილებით კი „თვითნებურად დაკავებულ მიწაში“ მოიაზრება არა მხოლოდ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა (როგორც ეს კანონის მოქმედი ნორმით არის განსაზღვრული), არამედ 2017 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწაც. საკანონმდებლო წინადადებით ასევე შემოთავაზებულია ცვლილება აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომელთა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიხედვითაც დაინტერესებული პირისა და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნებათა განსაზღვრისათვის საჭირო აღარ არის, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყოს აშენებული ან დანგრეული შენობა. II. კომიტეტის შეფასება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია ყველა ის სუბიექტი, რომელთაც შეუძლიათ მოიპოვონ საკუთრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და, მათ შორის, მითითებულია ფიზიკური პირები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, იურიდიულ პირებთან ერთად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები არიან. ფიზიკურ პირებში კი მოიაზრებიან აგრეთვე სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, ომისა და შრომის ვეტერანები და სხვა სპეციალური სტატუსის მქონე პირები, რომელთაც საკანონმდებლო წინადადება დამატებით ჩამოთვლის. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ამ ცვლილების განხორციელება საჭირო არ არის და, ამდენად, იგი მიზანშეუწონელია. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილებით „თვითნებურად დაკავებულ მიწაში“ მოიაზრება არა მხოლოდ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა (როგორც ეს კანონის მოქმედი ნორმით არის განსაზღვრული), არამედ 2017 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწაც, ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დაინტერესებული პირისა და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნებათა განსაზღვრისათვის საჭირო აღარ არის, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყოს აშენებული ან დანგრეული შენობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2007 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც საკუთრების უფლების/მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე პირს მიანიჭებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნას და ამიტომ კანონის სამართლებრივი ამოქმედებამდე რეგულირების არსებული ქვეშ მოექცა. ურთიერთობები თუმცა, გარკვეული ამავდროულად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ადამიანზე მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ კანონის ამოქმედების (2007 წლის) შემდეგ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრად ფლობის მიმართ არ შეიძლება პირს ჰქონდეს დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი, რადგან მიწის თვითნებურად დაკავება 2007 წლის შემდეგ ვერ იქნება კანონისმიერი გზით საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. რაც შეეხება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნების იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს, იქნება თუ არა მასზე აღმართული შენობა-ნაგებობა (იგულისხმება დანგრეული შენობა-ნაგებობაც), ასევე ვერ იქნება გაზიარებული, კერძოდ: თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობა თავისთავად უკვე გამონაკლისია საკუთრების უფლების შეძენის/მოპოვების ზოგადი წესიდან, ვინაიდან ამ დოკუმენტური/წერილობითი დროს, როგორც მტკიცებულება, წესი, არ არსებობს რომელიც პირის საკუთრების/საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას დაადასტურებდა; ამგვარი მიწის ნაკვეთის უფრო გამარტივებული რეგისტრაციის პირობებში კი გაჩნდება სხვა პირთა უფლებების ხელყოფის რისკი, რადგან ასეთ მიწაზე რთულია მისი საზღვრების ზუსტად დადგენა მაშინ, როცა სწორედ აშენებული ან დანგრეული შენობა-ნაგებობის მიწაზე არსებობა ან/და საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობა ქმნის იმის ვარაუდს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე არსებობს ინტერესი და მფლობელობა და, შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში ნაკლებია სხვისი უფლების დარღვევის საფრთხე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების წარმოდგენის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა განიხილა და სამი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. რეფორმამ მთლიანად მოიცვა მიწასთან დაკავშირებული საკითხები და სათანადო ცვლილებები განხორციელდა. ამგვარად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების წარმოშობასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი გამოწვევები დაძლეულია და ცალკეული საკითხების ფრაგმენტულად მოწესრიგება, მათ შორის, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით მიზანშეწონილი არ არის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის ის წარმოდგენილი. კანონის პროექტის სახით შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება კი არ არის სრულყოფილი, შეიცავს ხარვეზებს და, ამდენად, მისი ამ ფორმით ინიციირებას ამ საფუძვლითაც არ მიიჩნევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად. IV. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე ზაურ ცერცვაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი (№1-17818/19; 24.09.2019)