საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-22822/19; 05.12.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-23374/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-23374/19 26-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ ლასკარის თავმჯდომარეს მიხეილ (გელა) სალუაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-22822/19; 05.12.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 18 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-22822/19; 05.12.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით ითვალისწინებს საარჩევნო წარმოდგენილი ბლოკებში შემავალი ორგანული კანონის პროექტი საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის კვალიფიციური პარტიის სტატუსის მინიჭების ახალი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წესის განსაზღვრას. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საარჩევნო ბლოკის მიერ 3%იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ამ ბლოკში გაერთიანებული საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ნებისმიერი რაოდენობის პოლიტიკური პარტიებიდან კვალიფიციური პარტიის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ ამ ბლოკის პირველ ნომრად დაფიქსირებულ პარტიას და, შესაბამისად, სწორედ მხოლოდ ეს პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსების უფლებას. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში ბოლოდროინდელი ცვლილებების თანახმად, მომდევნო (2020 წლის) პარლამენტის არჩევნების შემდეგ უქმდება პოლიტიკურ პარტიათა მიერ საარჩევნო ბლოკის ფორმით არჩევნებში მონაწილეობის უფლება და რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ინდივიდუალურად შეძლებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმების მიხედვით კი, პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკებად, ამასთანავე, ბლოკში შემავალ პარტიებს შორის უზრუნველყოფილია თანასწორობა (საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.“). ისეთ საარჩევნო სისტემაში, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აძლევს საშუალებას, არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მიიღონ, ქმნის მათთვის შესაძლებლობას, რომ კოალიციურად, სხვა პარტიებთან თანამშრომლობით მოიპოვონ ამომრჩევლის მხარდაჭერა და მიიზიდონ მეტი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსი; ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, გაუზიარონ საკუთარი იდეები უფრო მეტ ადამიანს და, შესაბამისად, მიიღონ იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ამას დამოუკიდებლად, მხოლოდ თავისი ძალებით შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შეზღუდვა, მით უმეტეს ბლოკში მეორე და მეტ ნომრად შემავალი პარტიების მიმართ სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვა შექმნის უთანასწორო მდგომარეობას მათსა და ბლოკში პირველ ნომრად დაფიქსირებულ პარტიას შორის, რაც დააკნინებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა თავის გადაწყვეტილებებში: „თანასწორობა ზოგადად საარჩევნო უფლების არსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არჩევნების პროცესში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თანასწორობის უზრუნველმყოფელი პირობების შემოღებისა. ამ პროცესში მისი ძირითადი ფუნქციაა, არ მოახდინოს ვინმეს შეზღუდვა ან პრივილეგირება გონივრული დასაბუთების გარეშე“.1 ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გარდა დაფინანსებისა, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსს აქვს ისეთი პრივილეგიებიც, როგორიც არის, მაგალითად, უფასო საეთერო დრო და წარმომადგენლობა შესაბამის საარჩევნო კომისიებში, რისი შეზღუდვაც საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების მიღებას შედეგად ავტომატურად მოჰყვება. ეს კი დამატებით ბარიერი იქნება პარტიების ინდივიდუალური განვითარების კუთხით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის ის წარმოდგენილი. კანონის პროექტის სახით შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება კი არ არის სრულყოფილი, შეიცავს ხარვეზებს და, ამდენად, მისი ამ ფორმით ინიციირებას ამ საფუძვლითაც არ მიიჩნევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად. წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად განიხილავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების დახვეწისა და სრულყოფის საკითხს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა და მიღებულად ცნობა მიზანშეუწონელია. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7; აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის N2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9. 1 III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-22822/19; 05.12.2019) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი