საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.12.2019
ავტორი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი
#1-26251/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

წერილი
1535-01-07-2-201912261743 N 01-07/1535 26/12/2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოგიდგენთ მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ანგარიშს. დანართი: 36 ფურცელი. პატივისცემით, თამარ ჟვანია კომისიის თავმჯდომარე .
ანგარიში
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნები ანგარიში (6 სექტემბერი – 1 ნოემბერი) 2019 წელი, დეკემბერი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.03 აფენის თემის, №38 ადიგენის საარჩევნო ოლქის №38.03 არალის თემისა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქის №65.11 კიწიის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გამართული ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნები ანგარიში (6 სექტემბერი – 1 ნოემბერი) 2019 წელი, დეკემბერი სარჩევი შესავალი ............................................................................................................................ 5 მოკლე აღწერა .................................................................................................................... 6 I. წინასაარჩევნო პერიოდი .................................................................................................. 10 I.I საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია .................................................................................. 10 I.II საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება ................................................. 13 I.III ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები ................................. 14 I.IV საარჩევნო რეგისტრაციები ....................................................................................................... 16 I.V ამომრჩეველთა ერთიანი სია ..................................................................................................... 23 I.VI საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები ................................................................... 24 II. 2019 წლის 27 ოქტომბერი, კენჭისყრის დღე ....................................................................... 25 III. მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება/ცნობად მიღება ...................................................................... 27 IV. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა ..................... 28 დანართები დანართი 1. ცესკოს 2019 წლის 6 სექტემბრის №140/2019 განკარგულება. დანართი 2. №15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. დანართი 3. №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. დანართი 4. №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. შესავალი 2019 წლის 27 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები. მოქალაქეებმა, მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი წევრი. წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, 6 სექტემბრიდან 1 ნოემბერს პერიოდში, განხორციელებული საქმიანობის აღწერას. 5 მოკლე აღწერა 2019 წლის 6 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, ცესკომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის №15.03 აფენის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გია კობახიძის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ადიგენის მუნიციპალიტეტის №38.03 არალის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლაზარე ჩილინგარაშვილის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის №65.11 კიწიის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ონერი კუჭავას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო1, დანიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები. არჩევნების გამართვის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 27 ოქტომბერი.2 ცესკოს წევრებმა, სხდომაზე, მიიღეს დადგენილებები, რომელთა თანახმადაც განისაზღვრა საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესები. ამავე სხდომაზე, ცესკომ, კანონმდებლობის შესაბამისად ჩასატარებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, განსაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები, გამოაცხადა შესარჩევი კონკურსები №15 ლაგოდეხის, №38 ადიგენისა და №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების თანამდებობებზე. ასევე, დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. განსაზღვრა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობისა და თანამდებობრივი სარგოების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები.3 საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ განსაზღვრა საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიმართულებები ამომრჩეველთა ინფორმირების, მედიასთან ურთიერთობის, არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების კუთხით. 1 2 3 6 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №38 განკარგულება; ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №10 სხდომის ოქმი; მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის №23 განკარგულება. ცესკოს 2019 წლის 6 სექტემბრის №140/2019 განკარგულება იხილეთ დანართში (1). 2019 წლის 6 სექტემბერს გამართული სხდომის შედეგები იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/geo/list/ show/118685-6-seqtembris-skhdomis-shedegebi. 2019 წლის 6 სექტემბერი-1 ნოემბრის პერიოდში ცესკოში გაიმართა 14 სხდომა. ცესკომ, უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღო რვა დადგენილება და 20 განკარგულება. საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა სამ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საერთო ჯამში შვიდ საარჩევნო უბანზე, კერძოდ №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.03 აფენის თემის – ოთხ, №38 ადიგენის საარჩევნო ოლქის №38.03 არალის თემის – ერთ და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქის №65.11 კიწიის თემის – ორ საარჩევნო უბანზე. არჩევნებს, ცესკოსთან ერთად, ორგანიზება გაუწიეს №15 ლაგოდეხის, №38 ადიგენისა და №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებმა. სამი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 36-ს, მათ შორის, ცესკოს მიერ ხუთი წლის ვადით არჩეული 15 მუდმივმოქმედი წევრი და საარჩევნო პერიოდში, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით არჩეული სამი დროებითი წევრი. კანონით დადგენილ ვადაში, ოთხმა უფლებამოსილმა პარტიამ, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით, დანიშნა 18 დროებითი წევრი. შვიდი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 84-ს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს 42, ხოლო ოთხმა უფლებამოსილმა პარტიამ, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით, დანიშნა 42 წევრი. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) ორ ეტაპად ჩაატარა ტრენინგები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. ტრენინგის პირველ ეტაპს დაესწრო 70 წევრი (ტრენინგზე დასწრების კოეფიციენტი – 83.3%). ტრენინგის მეორე ეტაპს დაესწრო 61 წევრი (ტრენინგზე დასწრების კოეფიციენტი – 72.6%). არჩევნებისთვის შემუშავდა და დამტკიცდა სახელმძღვანელო ინსტრუქციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის. ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის მოთხოვნით, წარმოდგენილი იყო ექვსი განაცხადი. ცესკოს თავმჯდომარემ, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარა ექვსივე საარჩევნო სუბიექტი. სამმა საარჩევნო სუბიექტმა, კანონით დადგენილ ვადაში, არ წარმოადგინა კანდიდატი და თავმჯდომარის განკარგულებით მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა სამი საარჩევნო სუბიექტი, მათგან სამივე იყო პოლიტიკური გაერთიანება. ცესკომ, 2019 წლის 27 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობით შესაძლებელ უმოკლეს ვადაში, შუალედური არჩევნებისთვის განსაზღვრა საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები. 7 საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კანდიდატმა, ყველა კანდიდატი იყო წარდგენილი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ. აქედან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სამმა კანდიდატმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში – ერთმა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში – ერთმა კანდიდატმა. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ცესკომ გაზარდა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამის შესაძლებლობები და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს მიეცათ ელექტრონული რეგისტრაციების სისტემის გამოყენებით, დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის შესაძლებლობა. შემუშავდა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამის გამოყენების სახელმძღვანელო ინსტრუქცია/წესი. ცესკომ, ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამის ახალი მოდულის მოხმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა ექვსივე საარჩევნო სუბიექტმა ისარგებლა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით, ხოლო არჩევნებში მონაწილე სამმა საარჩევნო სუბიექტმა ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დანიშნა 37 წარმომადგენელი. ცესკოში რეგისტრირებულმა ათივე ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ისარგებლა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით და ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამის საშუალებით, დარეგისტრირდა 76 ადგილობრივი დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა 13 მედიასაშუალების 209 წარმომადგენელმა. აქედან, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა და აკრედიტაცია გაიარა ორი მედიაორგანიზაციის 20-მა წარმომადგენელმა. ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო და ისარგებლა ცესკოში რეგისტრირებულმა ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ და დაარეგისტრირა ხუთი საერთაშორისო დამკვირვებელი. ცესკომ უზრუნველყო, კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებების მიერ გადმოცემული, ამომრჩევლების შესახებ მონაცემების დამუშავება და განახლება. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 6 798, მათ შორის: 3 345 (49.21%) იყო ქალი და 3 453 (50.79%) – კაცი. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა 6 450 საარჩევნო ბიულეტენი და 10 შემაჯამებელი ოქმი (სამი საოლქო და შვიდი საუბნო). 8 ცესკომ უზრუნველყო ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირება საარჩევნო პროცესების, ადმინისტრაციის საქმიანობისა და კენჭისყრის დღეს შეთავაზებული სერვისების შესახებ. 2019 წლის 27 ოქტომბერს, საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა სამ მუნიციპალიტეტში, არჩევნებისთვის გახსნილი იყო შვიდი საარჩევნო უბანი. კენჭისყრის დღეს შვიდივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომი იყო დამხმარე საშუალებები. კენჭისყრის დღეს ცესკოს პრეს-სპიკერი მთელი დღის მანძილზე საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სატელეფონო/ საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51) და ონლაინ ჩატი. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს შეუფერხებლად აკვირდებოდნენ საერთაშორისო, ადგილობრივი დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილი წარმომადგენლები. კენჭისყრის დღე, ყველა საარჩევნო უბანზე, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. ამომრჩევლებს ჰქონდათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. 2019 წლის 30 ნოემბერს, №15 ლაგოდეხის, №38 ადიგენის და №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგები. 2019 წლის 1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ. კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებად არჩეული არიან შემდეგი პირები: • • • მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი): №41 ომარი შველიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი): №41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი): №41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აღსანიშნავია, რომ არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებში არცერთი განცხადება/საჩივარი არ დაფიქსირებულა. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა – 429 397 ლარი, ხოლო გაწეული ხარჯის ოდენობა შეადგენდა 351 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხების გამოყოფის საჭიროება არ დამდგარა. 9 I. წინასაარჩევნო პერიოდი I.I საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საკრებულოების შუალედური არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველყო ცესკომ, ცესკოს აპარატმა, სამმა საოლქო და შვიდმა საუბნო საარჩევნო კომისიამ. ცესკოს შემადგენლობა თამარ ჟვანია, კომისიის თავმჯდომარე გიორგი შარაბიძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, კომისიის მდივანი არჩილ ანასაშვილი, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დავით გურგენიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპული საქართველო“ დავით კირთაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლევან მაისურაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხათუნა სხირტლაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მარინე წულუკიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ჭიქაბერიძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ზურაბ ხრიკაძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული დიმიტრი ჯავახაძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს აპარატი და სწავლების ცენტრი • ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი • სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი • • • • • • • • • • • 10 იურიდიული დეპარტამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი საფინანსო დეპარტამენტი საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი პრეს-სპიკერი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საოლქო საარჩევნო კომისიები საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა სამ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 36-ს, რომელთა შორის იყვნენ ცესკოს მიერ ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 15 მუდმივმოქმედი წევრი და საარჩევნო პერიოდში, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, არჩეული სამი დროებითი წევრი. კანონით დადგენილ ვადაში ოთხმა უფლებამოსილმა პარტიამ დანიშნა 18 დროებითი წევრი. 2019 წლის 9 სექტემბერს, გაიმართა ცესკოს სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის მიზნით. არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. ცესკომ აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიის სამი დროებითი წევრი.4 ცესკოს მიერ არჩეულ ყველა დროებით წევრს ჰქონდა საარჩევნო სფეროში და საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება. არჩევნების დანიშვნის შემდეგ ოთხმა უფლებამოსილმა პარტიამ, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით, დანიშნა საოლქო საარჩევნო კომისიების 18 დროებითი წევრი. მათ შორის: „ევროპული საქართველო“ – სამი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სამი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – სამი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ცხრა. საუბნო საარჩევნო კომისიები საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის შვიდ საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობა იყო 84, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს 42, ხოლო ოთხმა უფლებამოსილმა პარტიამ დანიშნა – 42 წევრი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიური ორგანო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ შვიდი ხმით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე. ცესკომ რეკომენდაციებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში სასურველი იყო მათ გაეთვალისწინებინათ გარკვეული კრიტერიუმები, როგორიცაა: • • • • კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება; საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება; საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა, მონაწილეობა; საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა. 11 ამასთან, უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში და არ წარმოადგენენ დამნიშნავ სუბიექტს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინება, ცესკომ ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნია პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესში. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, უფლებამოსილმა ოთხმა პარტიამ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის 42 წევრი, მათ შორის: „ევროპული საქართველო“ – შვიდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – შვიდი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – შვიდი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 21 წევრი. საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები 2019 წლის 27 სექტემბერს, შვიდ საარჩევნო უბანზე ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა აირჩიეს შვიდი კომისიის თავმჯდომარე, ექვსი თავმჯდომარის მოადგილე6 და შვიდი კომისიის მდივანი. პირველი სხდომები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ არც ერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და არც ერთ საუბნო საარჩევნო კომისიაში არ დაფიქსირებულა განსხვავებული აზრი. 6 12 უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან, მხოლოდ პ/გ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“-დან დანიშნული წევრი ერთ საარჩევნო უბანზე იქნა არჩეული თავმჯდომარის მოადგილედ. I.II საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება 2019 წლის 16-23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განხორციელდა ტრენინგები №15 ლაგოდეხის, №38 ადიგენისა და №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. ტრენინგები, სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა, ორ ეტაპად ჩაატარეს. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს: • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, • კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვა და ხმის მიცემის პროცესში • • • • • • • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით; ამომრჩევლების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა; საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაცია/კოორდინაცია; კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსება; კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; არჩევნების უსაფრთხოება; კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები. საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეორგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით. ტრენინგის პირველ ეტაპზე დასასწრებ პირთა რაოდენობა შეადგენდა 84 წევრს, აქედან დაესწრო 70, მათ შორის 56 (80%) იყო ქალი და 14 (20%) – კაცი. ტრენინგზე დასწრების კოეფიციენტი – 83.3%. ტრენინგის მეორე ეტაპზე დასასწრებ პირთა რაოდენობა შედგენდა 84 წევრს, აქედან დაესწრო 61, მათ შორის 50 (82%) იყო ქალი და 11 (18%) – კაცი. ტრენინგზე დასწრების კოეფიციენტი – 72.6%. 13 სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა შეიმუშავა ორი სახელმძღვანელო ინსტრუქცია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის, რომელიც დამტკიცდა ცესკოს დადგენილებებით.7 7 14 ცესკოს 2019 წლის 2 ოქტომბრის №39/2019 და №40/2019 დადგენილებები. I.III ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა სამ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და შვიდ საარჩევნო უბანზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (1). ცხრილი 1. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები № 15.03 საარჩევნო ოლქი ლაგოდეხი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება აფენის თემი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები აფენი, ჭაბუკიანი, ფოდაანი, ბოკვიანი, ცხაკაია, ბაღდათი, ონანაური, ზემო და ქვემო ნაშოვარი, გვიმრიანი, ბანკისწილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში შემავალი საარჩევნო უბნების დასახელება საარჩევნო უბნების რაოდენობა №25 აფენის საარჩევნო უბანი №26 ჭაბუკიანის I საარჩევნო უბანი 4 №27 გვიმრიანის საარჩევნო უბანი №33 ჭაბუკიანის II საარჩევნო უბანი 38.03 ადიგენი არალის თემი არალი, წარბასთუმანი №3 არალის საარჩევნო უბანი 1 №22 კიწიის საარჩევნო უბანი 65.11 მარტვილი კიწიის თემი კიწია, ნოღა №23 ნოღის საარჩევნო უბანი 2 15 I.IV საარჩევნო რეგისტრაციები საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია/ რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის მოთხოვნით, წარმოდგენილი იყო ექვსი განაცხადი. პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და დასკვნების წარდგენის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარემ, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარა ექვსი საარჩევნო სუბიექტი. საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა სამი საარჩევნო სუბიექტი. ხოლო, სამმა საარჩევნო სუბიექტმა, კანონით დადგენილ ვადაში, არ წარმოადგინა კანდიდატი და თავმჯდომარის განკარგულებით მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (2). ცხრილი 2. რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები № სახელწოდება, რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში ხელმძღვანელი პირი რეგისტრაციის განკარგულების № თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 1 2 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის გენერალური მდივანი კახი კალაძე აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი სრული უფლებამოსილებები: თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბოკერია №60/2019 07/09/2019 №61/2019 10/09/2019 გენერალური მდივანი გიორგი უგულავა 3 16 მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა №62/2019 10/09/2019 საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც გაუუქმდათ რეგისტრაცია ხელმძღვანელი პირი რეგისტრაციის გაუქმების განკარგულების № № სახელწოდება, რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში 1 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი წარმომადგენლობაზე, (ხელმძღვანელობაზე) უფლებამოსილი პირები დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი №66/2019 27/09/2019 2 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე №67/2019 27/09/2019 3 ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა №68/2019 27/09/2019 საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები 2019 წლის 27 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, ცესკომ მიიღო განკარგულება8, რომლის შესაბამისად დაადგინა საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრები. რეგისტრირებული ექვსი საარჩევნო სუბიექტიდან ოთხს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განესაზღვრა სარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი, ერთ საარჩევნო სუბიექტს რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო კანდიდატის არ წარდგენის გამო ერთ საარჩევნო სუბიექტს წილისყრაში არ მიუღია მონაწილეობა. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; №40 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“; №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 8 2019 წლის 27 სექტემბრის №166/2019 განკარგულება. 17 საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოში რეგისტრირებულმა სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ №15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა სამი კანდიდატი, რომლებიც გატარდნენ საარჩევნო რეგისტრაციაში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სამმა კანდიდატმა, რომლებიც იყვნენ წარდგენილი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (3). ცხრილი 3. წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები და მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტები № 15.03 საარჩევნო ოლქის დასახელება ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ლაგოდეხი აფენის თემი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტი რიგითი ნომერი მალხაზი მელაშვილი ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის 2 დავითი ბეგლარაშვილი მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის 40 ომარი შველიძე ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 41 სახელი, გვარი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ცესკოში რეგისტრირებულმა ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა ერთი კანდიდატი, რომელიც გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ერთმა კანდიდატმა, რომელიც იყო წარდგენილი პოლიტიკური გაერთიანების მიერ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (4). ცხრილი 4. წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი და წარმდგენი საარჩევნო სუბიექტი № ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 38.03 ადიგენი 18 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი სახელი, გვარი არალის თემი ზურაბ ფეიქრიშვილი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო რიგითი ნომერი 41 მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოში რეგისტრირებულმა ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა ერთი კანდიდატი, რომელიც გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ერთმა კანდიდატმა, რომელიც იყო წარდგენილი პოლიტიკური გაერთიანების მიერ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (5). ცხრილი 5. წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი და წარმდგენი საარჩევნო სუბიექტი № 65.11 საარჩევნო ოლქის დასახელება მარტვილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კიწიის თემი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტი რიგითი ნომერი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 41 სახელი, გვარი რობერტ კაკულია ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ცესკომ გაზარდა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამის შესაძლებლობები9, კერძოდ, საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, კომისიის წევრების დანიშვნის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების ელექტრონული რეგისტრაციების მოდულებს დაემატა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის მოდული. შედეგად, ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს მიეცათ ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამის გამოყენებით, დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის შესაძლებლობა. შემუშავდა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამის გამოყენების სახელმძღვანელო ინსტრუქცია/წესი. ცესკომ, პროგრამის ახალი მოდულის მოხმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული ექვსი საარჩევნო სუბიექტიდან ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამით ისარგებლა ექვსივემ, ხოლო არჩევნებში მონაწილე სამმა საარჩევნო სუბიექტმა ყველა დონის კომისიებში დანიშნეს 37 წარმომადგენელი. 9 ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამა შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის, ცესკოს ინიციატივითა და ევროპის საბჭოს (CoE) თანადაფინანსებით. 19 ცესკოში რეგისტრირებული ათი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან, ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამით ისარგებლა ათივემ და ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დაარეგისტრირეს 76 ადგილობრივი დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა 13 მედიასაშუალების 209 წარმომადგენელმა. აქედან, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა და აკრედიტაცია გაიარა ორი მედიაორგანიზაციის 20-მა წარმომადგენელმა. ელექტრონული რეგისტრაციის საპილოტე პროგრამაში ჩაერთო და ისარგებლა ცესკოში რეგისტრირებულმა ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ და დაარეგისტრირა ხუთი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაცია საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ცესკოს თავმჯდომარისა და მდივნის განკარგულებების საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტებმა ყველა დონის კომისიებში დანიშნეს 37 წარმომადგენელი, აქედან ცესკოში – ოთხი, საოლქო საარჩევნო კომისიებში – შვიდი, საუბნო საარჩევნო კომისიებში – 26. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, დარეგისტრირდა ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES) და დარეგისტრირდა ხუთი საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოს მომართა ათმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რეგისტრაცია გაიარა ათივემ. ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა 10 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 76 დამკვირვებელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (6). 20 ცხრილი 6. საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები № ორგანიზაციის დასახელება ორგანიზაციის ხელმძღვანელი რეგისტრაციის დამკვირვებელთა განკარგულების № რაოდენობა 1 ა(ა)იპ „მრავალ ეთნიკური თავმჯდომარე ერთობა“ ნინო მინასიანი №157/201918.09.2019 3 2 ა(ა)იპ „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ქირია №158/201918.09.2019 5 3 ა(ა)იპ „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“ თავმჯდომარე გიორგი დიღმელაშვილი №159/201918.09.2019 4 4 აღმასრულებელი ა(ა)იპ „განვითარებისა და დირექტორი დემოკრატიის ცენტრი“ ქეთევან ჩაჩავა №160/201918.09.2019 17 5 ა(ა)იპ „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის“ თავმჯდომარე ტატიანა ხოხიაშვილი №172/201902.10.2019 4 6 ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე №179/201902.10.2019 13 7 ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე №180/201911.10.2019 19 8 ა(ა)იპ „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ გამგეობის თავმჯდომარე გია გარსევანიშვილი №184/201916.10.2019 1 9 ა(ა)იპ „კავშირი 21-ე საუკუნე“ თავმჯდომარე პაატა გაჩეჩილაძე №193/201921.10.2019 5 10 ა(ა)იპ „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ თავმჯდომარე ნანა ფირცხალაიშვილი №194/201921.10.2019 5 21 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით, ცესკოში აკრედიტაცია გაიარა 13 მედიასაშუალების 209 წარმომადგენელმა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (7). ცხრილი 7. საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები ხელმომწერი პირი რეგისტრაციის განკარგულების № აკრედიტებულთა რაოდენობა მედია თავისუფლებისთვის გენერალური დირექტორი გიორგი ლონდარიძე №04-102/201818.09.2019 10 2 შპს „მთავარი არხი“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია №04-103/201905.10.2019 4 3 შპს „პოსტვ“ (ინტერნეტ ტელევიზია POSTV) აღმასრულებელი დირექტორი თემურ ჭარელაშვილი №04-104/201912.10.2019 23 4 შპს „ტელეიმედი“ გენერალური დირექტორი ელდარ მდინარაძე №04-105/201916.10.2019 32 5 შპს საინფორმაციო სააგენტო „ნიუს სფეისი“ დირექტორი თორნიკე დიასამიძე №04-106/201919.10.2019 10 6 შპს „კვირა“ დირექტორი ქეთევან ხოსიტაშვილი №04-110/201921.10.2019 8 7 შპს „ტოკ ტვ“ (TOK TV) დირექტორი ნათია კუპრაშვილი №04-111/201921.10.2019 2 8 საზოგადოებრივი მაუწყებელი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე №04-113/201922.10.2019 26 9 შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ გენერალური დირექტორი პაატა სალია №04-112/201922.10.2019 10 10 შპს სტუდია „მაესტრო“ დირექტორი ზურაბ ნაყეური №04-115/201922.10.2019 41 11 შპს „ახალი ამბების“ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) გენერალური დირექტორის მინდობილი პირი მარიამ ხუგაშვილი №04-116/201922.10.2019 16 12 შპს „ფორმულა“ დირექტორი მერაბ გუმბარიძე №04-117/201923.10.2019 6 13 შპს „ტელეკომპანია პირველი“ დირექტორი ინგა გრიგოლია №04-118/201923.10.2019 21 № სახელწოდება 1 22 I.V ამომრჩეველთა ერთიანი სია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცესკომ დაამუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გადმოცემული მონაცემები. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენდა 6 798 ამომრჩეველს, მათ შორის 3 345 (49.21%) იყო ქალი და 3 453 (50.79%) – კაცი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (8). ცხრილი 8. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქების მიხედვით № საარჩევნო ოლქის დასახელება ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება ამომრჩეველთა რაოდენობა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ქალი (%) კაცი (%) 15 ლაგოდეხი 15.03 აფენის თემი 4 229 2085 (49.3%) 2144 (50.7%) 38 ადიგენი 38.03 არალის თემი 1 466 717 (48.91%) 749 (51.09%) 65 მარტვილი 65.11 კიწიის თემი 1 103 543 (49.23%) 560 (50.77%) მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომი იყო საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. 23 I.VI საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა საუბნო საარჩევნო კომისიის შვიდი და საოლქო საარჩევნო კომისიის სამი შემაჯამებელი ოქმი. არჩევნებისთვის დაიბეჭდა 6 450 საარჩევნო ბიულეტენი. საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა ქალაქ თბილისის სტამბა შპს „ფორმა“-ში (ქ. თბილისი, ხახანაშვილის 37). ბეჭდვის პროცესს დააკვირდა ცესკოს ორი წევრი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი.10 ცესკომ, კანონით განსაზღვრულ ვადებში, საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცა საარჩევნო ბიულეტენები. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო ბიულეტენები გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს. 10 24 ცესკოს 2019 წლის 21 ოქტომბრის №192/2019 განკარგულება. II. 2019 წლის 27 ოქტომბერი, კენჭისყრის დღე 2019 წლის 27 ოქტომბერს, ლაგოდეხის №15.03, ადიგენის №38.03 და მარტვილის №65.11 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შვიდ საარჩევნო უბანზე გაიმართა საკრებულოების შუალედური არჩევნები. საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღის 07:00 საათზე და ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი კენჭისყრის წინა პროცედურები. ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. კენჭისყრის დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომი იყო შემდეგი სერვისები: ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სპეციალური კაბინა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის – საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა, მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის – ორი ცალი გამადიდებელი ლინზა. საარჩევნო უბანზე გამოკრული იყო კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. კენჭისყრა გაიმართა დღის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. კენჭისყრის დღეს, ამომრჩევლებს გადაეცათ ერთი საარჩევნო ბიულეტენი. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა ხმის დათვლის პროცედურები, შეივსო კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები გადაეცა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლებიც ცესკომ უმოკლეს ვადებში, არჩევნების დღის 22:35 საათიდან, ეტაპობრივად გამოაქვეყნა სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებიდან განხორციელდა საარჩევნო უბნის გახსნისა (08:00 საათისთვის) და ამომრჩეველთა აქტივობის (10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათისთვის) შესახებ მონაცემების მოწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით და არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში (არმასი) გადატანა. მონაცემები, ასევე, ქვეყნდებოდა ცესკოს ვებგვერდზე. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი მათი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის. კენჭისყრის დღეს ცესკოს პრეს-სპიკერმა გამართა ორი საინფორმაციო ბრიფინგი. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. კენჭისყრის დღეს ბრიფინგები ჩატარდა სურდოთარგმანის თანხლებით. ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ოლქების მიხედვით იხილეთ ცხრილში (9). 25 ცხრილი 9. ოლქი ამომრჩეველი 10:00 საათი 12:00 საათი 15:00 საათი 17:00 საათი 20:00 საათი მოსული % მოსული % მოსული % მოსული % მოსული % 15.03 4 229 332 7.9 867 20.5 1 767 41.8 2 041 48.3 2 413 57.06 38.03 1 466 122 8.3 305 20.8 610 41.6 737 50.3 887 60.5 65.11 1 103 63 5.7 185 16.8 392 35.5 508 46.1 565 51.22 პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო 27 ოქტომბრის 23:55 საათიდან. 28 ოქტომბერს 00:50 საათზე, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ. მუშაობდა სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51) და ონლაინ ჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო ინფორმაციის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს შეუფერხებლად აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, ასევე საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილი წარმომადგენლები. კენჭისყრის დღე, ყველა საარჩევნო უბანზე, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. ამომრჩევლებს ჰქონდათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. 26 III. მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება/ცნობად მიღება 2019 წლის 30 ნოემბერს, №15 ლაგოდეხის, №38 ადიგენის და №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგები.11 2019 წლის 1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ. კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრებად არჩეული პირების შესახებ შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა ცესკოს სხდომის ოქმში.12 მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებად არჩეული არიან შემდეგი პირები: მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი): №41 ომარი შველიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი): №41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი): №41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 11 12 საოლქო საარჩევნო კომისიების შედეგების შემაჯამებელი ოქმები იხილეთ დანართებში (2), (3), (4). 2019 წლის 1 ნოემბრის ცესკოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/res/docs/okmi45.pdf. 27 IV. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა არჩევნების ბიუჯეტი საკრებულოების შუალედური არჩევნების ბიუჯეტი ცესკომ 2019 წლის 6 სექტემბრის №27/2019 დადგენილებით დაამტკიცა. არჩევნებისთვის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა – 429 397 ლარი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (10). ცხრილი 10. პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა თანხა (ლარი) სულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 429,397 ხარჯები 429,397 06 04 01 06 04 02 შრომის ანაზღაურება 320,448 საქონელი და მომსახურება 47,675 სხვა ხარჯები 61,274 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 387,687 ხარჯები 387,687 შრომის ანაზღაურება 300,588 საქონელი და მომსახურება 47,675 სხვა ხარჯები 39,424 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება 19,860 ხარჯები 19,860 შრომის ანაზღაურება 06 04 04 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება 21,850 ხარჯები 21,850 სხვა ხარჯები 28 19,860 21,850 საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება ცესკოს 2019 წლის 6 სექტემბრის №28/2019 დადგენილებით განისაზღვრა საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება არჩევნებისთვის. აღნიშნული დადგენილებებით საოლქო საარჩევნო კომისიებს გამოეყოთ თანხები არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. საოლქო საარჩევნო კომისიებს სულ გადაერიცხათ 37 924 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთი 2 972 ლარი. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გაწეულმა ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა – 34 352 ლარი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად მიიმართა 21 713 ლარი. აღსანიშნავია, რომ არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხების გამოყოფის საჭიროება არ დამდგარა. დეტალური ინფორმაცია არჩევნებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ იხილეთ ცხრილში (11). ცხრილი 11. ხარჯის დასახელება / განმარტება 1 2 3 საარჩევნო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება ცესკოს მიერ საარჩევნო პერიოდში დამატებით დაქირავებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება მივლინება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მივლინების, სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის ხარჯები ხარჯი (ათას ლარებში) ხარჯი % 273.2 77.8% 10.8 3.1% 2.1 0.6% 35.0 10.0% 1.9 0.5% 0.8 0.2% საარჩევნო ოლქებში არჩევნების ორგანიზება 4 5 საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების მოწყობის ხარჯები (საოფისე, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, დამხმარე პერსონალის და სხვა) სარეკლამო კამპანია სარეკლამო კონცეფციის შექმნის, სარეკლამო პროდუქციის დამზადება-განთავსების, მედიამონიტორინგის ხარჯები ბეჭდვითი მომსახურება 6 საარჩევნო ბიულეტენების, სადემონსტრაციო/შემაჯამებელი ოქმების, ნორმატიული აქტებისა და სხვა საარჩევნო მასალის ბეჭდვის ხარჯები 29 7 საბეჭდი მოწყობილობები / სახარჯი მასალა საბეჭდი მოწყობილობების შეძენა-შეკეთების, საბეჭდი მოწყობილობების სახარჯი მასალის ხარჯები 0.2 0.1% 0.0 0.0% 0.0 0.0% 0.0 0.0% 0.0 0.0% 0.3 0.1% 7.0 2.0% 0.7 0.2% 18.9 5.4% 351.0 100.0% საარჩევნო ინვენტარი 8 საარჩევნო უბნების აღჭურვის ხარჯები (საარჩევნო კაბინები, საარჩევნო ყუთები, მარკირების სითხე, დეტექტორები, საუბნო კომისიის წევრთა უნიფორმები, საუბნო და რეგისტრატორთა ბეჭდები, სიის სახაზავი, ბიულეტენის კონვერტები და ყველა სხვა საარჩევნო ინვენტარის შეძენა) კომპიუტერული ტექნიკა / პროგრამული უზრუნველყოფა 9 10 საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა/განახლების ხარჯები სატელეკომუნიკაციო მომსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერნეტის, სატელეფონო მომსახურების ხარჯები საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა 11 არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შენობანაგებობების მოწესრიგების (მიმდინარე/კაპიტალური რემონტი) და სხვა საარჩევნო ინფრასტრუქტურული პროექტების (ავეჯი, მოწყობილობა-დანადგარები, კეთილმოწყობა) ხარჯები წარმომადგენლობითი ხარჯები 12 არჩევნებზე მოწვეული სტუმრების/დამკვირვებლების მიღების, ცესკოს სახელით გამართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების, სათარჯიმნო და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურება 13 ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების, საარჩევნო ინვენტარის გადაზიდვა-დისტრიბუციის (მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე), საწვავის ხარჯები სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 14 სხვა საარჩევნო შესყიდვები/ხარჯები, რომლებიც ვერ კლასიფიცირდება სხვა კატეგორიაში (აქტივების იჯარა, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დაცვა, ადმინისტრაციის კომუნალური მომსახურება, ჰიგიენურ-სანიტარული საგნები და ა.შ.) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგი 15 ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების ორგანიზების (ტრენერთა შრომის ანაზღაურება, სატრენინგო მასალების ბეჭდვა) ხარჯები სულ 30 საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 43-ე მუხლის შესაბამისად საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსდა სამი პოლიტიკური გაერთიანება 1 850 ლარის ოდენობით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (12). ცხრილი 12. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება № საარჩევნო სუბიექტი 1 პგ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 550 2 პგ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ 350 3 პგ „ქართული ოცნება – თავისუფალი საქართველო“ 950 სულ 1,850 სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა საკრებულოების შუალედური არჩევნების მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობისა და არსებული მარაგების გათვალისწინებით, განისაზღვრა არჩევნების ჩასატარებლად შესაძენი საქონლის/ მომსახურების რაოდენობა/მოცულობა. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, საარჩევნო პერიოდში სულ გაფორმდა ცხრა ხელშეკრულება. 31 დანართი 1. 32 33 დანართი 2. 34 დანართი 3. 35 დანართი 4. 36