საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ დამტკიცებული საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმით გათვალისწინებულ ამბროლაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების პრეზენტაციის მოსმენის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-23436/19
27-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
„საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის მიერ დამტკიცებული საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმით
გათვალისწინებულ ამბროლაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის
გეგმების პრეზენტაციის მოსმენის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა 2019 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ დამტკიცებული საზედამხედველო
საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად მოისმინა საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი
პრეზენტაცია ამბროლაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის
გეგმების თაობაზე;
აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი გახლდათ რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, ხოლო თანამომხსენებელი
გიორგი გოცაძე - საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ დირექტორი. აღნიშნული კომპანია
უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამბროლაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტების
სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავებაში.
კომიტეტმა ცნობად მიიღო მომხსენებლისა და თანამომხსენებლის მიერ
წარმოდგენილი განსაკუთრებულად დადებითი და მოცულობითი პრეზენტაცია
ამბროლაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების თაობაზე;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge