საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიშის მოსმენის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-23625/19
30-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ სამინისტროს
საპარლამენტო მდივნის ანგარიშის მოსმენის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა, 2019 წლის 26 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე, მოუსმინა საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
კანონშემოქმედებითი
საქმიანობის
მიმდინარეობის
შესახებ
სამინისტროს
საპარლამენტო მდივნის ანგარიშს.
აღნიშნულ
ანგარიშში
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა,
მზია გიორგობიანმა წარმოადგინა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც 2019
წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მათი ავტორობით
იქნა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ამასთანავე, მომხსენებელმა
ისაუბრა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე რომლებზეც სამინისტრო მუშაობს და
უახლოეს
პერიოდში
საქართველოს
მთავრობა
წარუდგენს
პარლამენტს
განსახილველად, მათ შორის არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივათა
პაკეტი,
რომელიც
ითვალისწინებს,
საქართველოს
ორგანულ
კანონთან
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ სხვა ნორმატიული აქტების
ჰარმონიზებას.
კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო ინიციატივათა
პაკეტის დროულად დარეგისტრირებასა და განხილვას, რომელიც შესაბამისობაში
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მოიყვანს საქართველოს ნორმატიულ აქტებს საქართველოს ორგანულ კანონთან
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.
კომიტეტისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის
კანონშემოქმედებითი გეგმით წარმოდგენილი ყველა სხვა
საკანონმდებლო
ინიციატივებიც დროულად იქნეს დარეგისტრირებული და განხილული, რაც ხელს
შეუწყობს
კანონშემოქმედებითი
საქმიანობის
გაუმჯობესებას
და
თანმიმდევრულობას.
კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის მიერ წარმოდგენილი
ანგარიში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია