„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა; გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/427/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1553 მუხლის 63 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „63. 15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროქტის მიზანია, თამბაქოს ნაწარმის მიწოდების პირობების დაზუსტება, კერძოდ კანონპროექტის მიხედვით, გარდა თამბაქოს ნაწარმის 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში მიწოდების შემთხვევებისა, დასაშვები ხდება თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15 გრამიან საფუთავებშიც. შესაბამისად, დადგენილი წესის დარღვევით თამბაქოს ნაწარმის მიწოდება გამოიწვევს ადმინისტრაციული სახის პასუხისმგებლობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დღესდღეისობით არსებობს თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, ხოლო კანონპროექტის მიღების შემდგომ შესაძლებელი გახდება ზემოაღნიშნული პროდუქტის მიწოდება უკვე 15 გრამიან საფუთავებშიც. დადგენილი წესის დარღვევით მიწოდება გამოიწვევს ადმინისტრაციული სახის პასუხისმგებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემდგომ თამბაქოს ნაწარმის 15, 50 ან 100 გრამიან საფუთავებში დაფასებული თამბაქოს ნაწარმის გარდა, კანონმდებლობით დაწესებული მიწოდების წესის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1553 მუხლის 63 ნაწილის რედაქცია იცვლება და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“. 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტთან მიმართებით, რადგან არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონისთვის უკუძალის მინიჭება არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია მისი გამოქვეყნება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული შესაძლო ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით შესაბამისი პირები ჯარიმდებოდნენ 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მიწოდება ხდებოდა 15 გრამი ნეტო-მასის პირველადი საფუთავებით. შესაბამისად, ცვლილების შემთხვევაში ასეთი პირები აღარ დაჯარიმდებიან და ამ მიმართულებით 2 შემოსავლები შესაძლოა შემცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კანონის მოქმედი რედაქციის ფარგლებში რამდენი პირი ჯარიმდებოდა 15 გრამი ნეტო-მასის პირველადი საფუთავებით მიწოდების გამო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული შესაძლო ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვინც საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1553 მუხლის 66 ნაწილით განსაზღვრულ თამბაქოს ნაწარმს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით 15, 50 ან 100 გრამიან საფუთავების გარდა სხვა საფუთავებში მიაწოდებს. კერძოდ, ცვლილების თანახმად, შესაბამისი პირები აღარ დაჯარიმდებიან ხსენებული თამბაქოს ნაწარმის 15 გრამი ნეტო-მასის პირველადი საფუთავებით მიწოდების შემთხვევაში. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან და სხვა სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი ითვალისწინებს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას 15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად საფუთავებში დაფასოებული 3 თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტე, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა; გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა; გურამ მაჭარაშვილი 5