„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №5697-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.01.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია
ნომერი
#07-3/429/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-17
ბიუროს ნომერი 323

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №5697-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №5697-რს დადგენილებით შექმნილ საქართველოს პარლამენტის ირლანდიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სონღულაშვილი დავით (ხელმძღვანელი)“; ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. კუჭავა კახაბერ“. გ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. სამხარაული გელა“. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №5697-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერება და კონკრეტულ ქვეყნებთან საპარლამენტო კავშირების გამყარება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დადგენილების მიღება გამოიწვია გამართულმა კონსულტაციებმა, რომლის მიხედვითაც იცვლება ირლანდიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების მიხედვით, ირლანდიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება დავით სონღულაშვილი, რაც ხელს შეუწყობს საპარლამენტო დიპლომატიის უფრო ეფექტურად განხორციელებას და კონკრეტულ ქვეყანასთან საპარლამენტო კავშირების გამყარებას. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ირლანდიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იცვლება, კერძოდ მეგობრობის ჯგუფს კახაბერ კუჭავას ნაცვლად უხელმძღვანელებს დავით სონღულაშვილი, ასევე წევრად ემატება გელა სამხარაული. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) : ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დადგენილება ითვალისწინებს პარლამენტთან მეგობრობის საქართველოს ჯგუფში პარლამენტის ცვლილების შეტანას. ირლანდიის შესაბამისად, აღნიშნული მეგობრობის ჯგუფის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაძლო დამატებითი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს; ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი): დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას არ ითვალისწინებს; გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი არ არსებობს; დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია.