ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიიდან პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის გამოწვევისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკისათვის“ მიერ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას წარდგენის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.01.2020
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-443/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-17
ბიუროს ნომერი 323

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-443/20 13-01-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გურამ მაჭარაშვილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიიდან გამოიწვია ბატონი დიმიტრი ხუნდაძე და მის ნაცვლად ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკისთვის“ მიერ დათმობილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ მერაბ ქვარაიას. გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge