საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-17
ბიუროს ნომერი 323
📜 ტექსტი
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-687/20
15-01-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო
გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე
ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა გაერთიანებულ
სხდომაზე, 2019 წლის 22 ოქტომბერს, მოუსმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს, რომელმაც წარმოადგინა სოფლის მეურნეობის
მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის
სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი
საკითხები სოფლის მეურნეობის მიმართულებით გათვალისწინებულია როგორც ასოცირების
შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით.
სანიტარიული
და
ფიტოსანიტარიული
მიმართულებით
საკანონმდებლო
დაახლოების სამოქმედო გეგმა განსაზღვრულია DCFTA შეთანხმების XIB დანართით,
რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება 2015 – 2027 წლებში, საკუთარი
კანონმდებლობა დაუახლოვოს 272 სამართლებრივ აქტს. 2019 წლის მდგომარეობით
დაახლოება განხორციელდა 100 ნორმატიულ აქტთან, რომელიც ფარავს სურსათის
უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2019 წელს ასოცირების დღის წესრიგის და სამოქმედო გეგმით სურსათის
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში გათვალისწინებულია
ევროკავშირის 22 სამართლებრივ აქტთან დაახლოება.
სურსათის უვნებლობის სფეროში დაახლოება განხორციელდა ევროკომისიის
231/2012 რეგულაციასთან და მიღებულია ,,ტექნიკური რეგლამენტი - საკვებდანამატების
სპეციფიკაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 აგვიტოს #379
დადგენილება.
რომლითაც
დადგინდა
სურსათში
გამოსაყენებლად
დაშვებული
საკვებდანამატები ან მათი გამოყენების პირობები და საკვებდანამატები, მათ შორის
გადამტანები რომელთა გამოყენება დასაშვებია საკვებდანამატებში, სასურსათო ფერმენტებში,
არომატიზატორებში, საკვებ ნივთიერებებში და მათი გამოყენების პირობები.
ვეტერინარიის სფეროში შესრულებულია 2006 წლის 11 დეკემბრის ევროკომისიის
2006/130/EC დირექტივა და შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19
თებერვლის #112 დადგენილება ,,ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების
ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“. რომელიც არეგულირებს
ვეტერინარული პრეპარატების ბაზარზე განთავსებას, რომელიც მომზადებულია სამრეწველო
გზით ან ისეთი მეთოდით, რომელიც მოიცავს სამრეწველო პროცესს.
მცენარეთა დაცვის სფეროში დაახლოება განხორციელდა 1998 წლის 20 ივლისის
საბჭოს #98/56/EC დირექტივასთან და დამტკიცდა „დეკორატიული მცენარეების
გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილების 2019 წლის 22 აპრილის #199 დადგენილება,
რომლითაც მოწესრიგდა დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე
განთავსების პირობები მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოს
კანონმდებლობის
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
დაახლოებისათვის შემუშავებულია და უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს
მთავრობის დადგენილების პროექტების დამტკიცება, რომელიც ეხება სურსათის
უვნებლობას, ვეტერინარიას და მცენარეთა დაცვას.
კანონმდებლობის დაახლოვების პროცესი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების
აქტიური ჩართულობით და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი
მოსაზრებები კანონმდებლობასთან დაკავშირებით წარუდგინონ სამინისტროს.
დაახლოვებული
კანონმდებლობის
ეფექტიანად
და
სრულყოფილად
ამოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება.
უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად ახორციელებს აკრედიტაციის
სფეროში ახალი მეთოდების და პარამეტრების დამატებას, იმისათვის, რომ მაკონტროლებელ
ორგანოს ქონდეს საშუალება განახორციელოს აღებული ნიმუშების კვლევა.
სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით აღებულ
ვალდებულებას სექტორული თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის აღსანიშნავია
თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით.
თანამშრომლობის სფეროები მოიცავს სექტორში კონკურენტ უნარიანობის ამაღლებას,
პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირში არსებულ პრაქტიკებთან,
აგრარულ სექტორში დასაქმებულთათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას,
ექსტენციას და სხვა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლისთვის მნიშნელოვანი ცვლილება
განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,
რომლის შედეგად ჩამოყალიბდა ა(ა)იპ - „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სააგენტო“. აღნიშნული ცვლილებით, მოდერნიზებული სააგენტო უფრო მეტად
ორიენტირებული იქნება ფერმერების საჭიროებებზე და სოფლის განვითარებაზე. ასევე,
შეძლებს უფრო მოქნილი მექანიზმებით სამინისტროს პოლიტიკის აღსრულებას.
განახლებული სააგენტოს ფარგლებში მიმდინარეობს ასოცირების შეთანხმების
სექტორული თანამშრომლობის კუთხით აქტივობები. მათ შორის აღსანიშნავია: სოფლის
მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის თანადაფინანსების
პროგრამის
(IFAD)
განხორციელება,
სასწავლო
პროგრამების
განხორციელება
გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტით დაფინანსებულ ახალ გახსნილ
საწარმოებში თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების, სურსათის უვნებლობის
მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების დანერგვის მიზნით (HACCP და
ISO22000:2005), შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, სახელმწიფო პროგრამა
„დანერგე მომავალი“, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი, ახალგაზრდა
მეწარმეების განვითარების პროგრამა და აგროდაზღვევის პროგრამა.
სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის დარგის ექსტენციასა და
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაზე. ამ მიმართულებით სამინისტროს
ფარგლებში განხორციელებულია ექსტენცია აგრარული სფეროთი დაინტერესებულ
პირთათვის. USAID-ის დახმარებით გადამზადდა 4000-მდე ფერმერი, ჩატარდა საველე
ტრენინგები აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით.
კომიტეტი დადებითად აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ 2019 წლის ექვს თვეში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეულ
საქმიანობას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი