შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კულტურის, განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის რიგით 53-ე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (რამაზ ნიკოლაიშვილი) მივლინების ანგარიში (მოლდოვა, 2019 წლის 21-22 ოქტომბერი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.01.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-631/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-17
ბიუროს ნომერი 323

📜 ტექსტი

წერილი
2-631/20 15-01-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს ქალბატონო ეთერ, გაცნობებთ, რომ 2019 წლის 21-22 ოქტომბერს, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის რიგით 53-ე სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ. გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. დანართი 2 ფურცელი. პატივისცემით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: მონაწილეობა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კულტურის, განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის რიგით 53-ე სხდომაში. დელეგაციის წევრები: ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილი - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ქ-ნი ნინო ბუჯიაშვილი - საერთაშორისო სპეციალისტი (დელეგაციის მდივანი). ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი მივლინების ადგილი: მოლდოვის რესპუბლიკა, ქ. კიშინიოვი მივლინების თარიღი: 2019 წლის 21-22 ოქტომბერი 2019 წლის 21-22 ოქტომბერს, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის რიგით 53-ე სხდომა. სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „უმუშევრობის პრობლემა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, სახელმწიფოს როლი უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში“. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთის და უკრაინის, ეროვნული დელეგაციები. კომიტეტის სხდომას, გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - ზინაიდა გრეჩეანიმ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას რესპუბლიკის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელმა - პეტრუ ბურჯუდამ და მოლდოვას რესპუბლიკის დასაქმების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა - რაისა დოგარუმ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, განხილულ იქნა მოხსენება თემაზე: „უმუშევრობის პრობლემა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, სახელმწიფოს როლი უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში“. 1 სხდომაზე თურქეთის ეროვნული დელეგაციის წარმომადგენელი - მეტინ გუნდოგდუ არჩეულ იქნა კულტურის, განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ. დასასრულს, გადაწყდა, რომ კომიტეტის მომდევნო, რიგით 54-ე სხდომა ჩატარდება 2020 წლის აპრილში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში და სხდომის განხილვის თემა იქნება შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარება. ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი ბუჯიაშვილმა. 2 დელეგაციის მდივანმა ქ–ნმა ნინო