„საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-23005/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-01-17

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-23005/19 23-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 23 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა 2019 წლის 16 დეკემბერს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ბადრი ბასიშვილის მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა ამჟამად მოხმარების ფაქტი არ დადგინდა, აგრეთვე იგი შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ არსებული მონაცემთა ბაზის მიხედვით ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე