საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2019 წლის განმავლობაში მეწარმის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის/პერიოდის გადამოწმების თაობაზე მოსამართლის სათანადო ნებართვის/ბრძანების მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324
📜 ტექსტი
ანგარიში
https://edoc.mof.ge/public/#/
5689-08-02-2-202001211518
N 08-02/5689
21/01/2020
საქართველოს პარლამენტის აპარატს
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად,
გაცნობებთ,
რომ
2019
წლის
განმავლობაში
მეწარმის
საქმიანობის
უკვე
შემოწმებული
საკითხის/პერიოდის გადამოწმების თაობაზე მოსამართლის სათანადო ნებართვის/ბრძანების მიღების
მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოს
წარედგინა 39 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილებულია და სასამართლოს ნებართვა
მიღებულია 19 შემთხვევაში. აქედან 16 საგადასახადო შემოწმება დასრულებულია 2019 წელს და სულ
დამატებით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 52 798 484 (გადასახადი - 1 098 898 ლარი; ჯარიმა - 51 122 074
ლარი; საურავი - 577 512 ლარი) ლარი; ხოლო 3 საგადასახადო შემოწმება დასრულდა 2020 წლის
იანვარში და სულ დამატებით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 15 002 947 (გადასახადი - (- 186 787) ლარი;
ჯარიმა - 15 189 734 ლარი; საურავი - 0 ლარი) ლარი.
ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარჩენილი 20 შუამდგომლობა
პირის
საქმიანობის
უკვე
შემოწმებული
საკითხის/პერიოდის
გადამოწმების
თაობაზე
დაკმაყოფილებულია, მაგრამ შესაბამისი ბრძანებები არ არის შესული კანონიერ ძალაში.
აქვე გაცნობებთ, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე
მუხლით განსაზღვრული გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება სსიპ - შემოსავლების
სამსახურს არ ჩაუტარებია და შესაბამისად, ამ სახის საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად
მოსამართლის
ნებართვის/ბრძანების
მიღების
მიზნით,
სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს.
ცოტნე ყავლაშვილი
მინისტრის მოადგილე
სსიპ
-
შემოსავლების
სამსახურს