საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2019 წლის 23-25 აპრილს ქალაქ სტოკჰოლმში (შვედეთი) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.01.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#2-1060/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-1060/20 22-01-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2019 წლის 23-25 ქალაქ სტოქჰოლმში (შვედეთი) პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების,, წევრების და ევროპის კონსერვატიული პარტიის მოწვევითა და ორგანიზებით გაიმართა და რომელიც აგრეთვე შვედეთის პარლამენტის წევრების ორგანიზებულ ,,ბალტიის ზღვის სამიტზე,, მონაწილეობას გულისხმობდა. გთხოვთ უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის ვიზიტის ა ნ გ ა რ ი ში სტოქჰოლმი, შვედეთი 23-25 აპრილი 2019 2019 წლის 23-25 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ქალაქ სტოქჰოლმში, ვიზიტი განხორციელდა ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტები“ (ECR) წევრების და ევროპის კონსერვატიული პარტიის მოწვევითა და ორგანიზებით. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა „ბალტიის ზღვის“ სამიტი, რომელსაც შვედეთის პარლამენტის წევრების მასპინძლობდნენ. „ბალტიის ზღვის სამიტი“ შეეხებოდა ამ რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს საზღვაო ეკოსისტემა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რუსეთის გავლენა რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება და სხვა. სამიტზე ჩემი მოხსენებაში ვისაუბრე რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო პოლიტიკის და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხეებზე ახალ ტექნოლოგიურ სისტემებში და ევროპის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მათ შესაძლო გავლენებზე. ასევე, საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „ბალტიის ზღვის სამიტში“ მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოლიტიკოსები, კვლევითი ორგანიზაციების წამომადგენლები.