სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324
📜 ტექსტი
წერილი
*000529/10*
№ 000529/10
24/01/2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ზოგადად მისი პოლიტიკა მიზნად ისახავს
აუდიტის ობიექტებისათვის სარეკომენდაციო ხასიათის ანგარიშების მომზადებას, რათა მათი
საქმიანობა გახდეს გაცილებით პროდუქტიული, ეფექტიანი და საბიუჯეტო ორგანიზაციების
მხრიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვა − რაციონალური. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სხვადასხვა სახის აუდიტის ჩატარების დროს დგება იმ
აუცილებლობის წინაშე, როდესაც საჭირო ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის (გადასახადის
გადამხდელის) საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვა
სასამართლოს მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ანგარიშს სამსახურის მიერ 2019 წელს სასამართლოში წარდგენილი
შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის
ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ (თან ერთვის).
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
ერეკლე მექვაბიშვილი
გენერალური აუდიტორი
ანგარიში
დანართი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში
სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების
ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების
შესახებ
2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შვიდჯერ მიმართა
შუამდგომლობით, ფიზიკური პირებისა და ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირების
(გადასახადის გადამხდელების) საგადასახადო საიდუმლოების გამოთხოვასთან დაკავშირებით,
კერძოდ:
1. 2019 წლის 28 მაისის №4347/16 შუამდგომლობა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული
ფინანსური
ანგარიშგების
აუდიტთან
დაკავშირებით,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის
დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კონკრეტული პირების მიერ ხელფასის სახით მიღებული
შემოსავლების შესახებ, დამსაქმებელი ორგანიზაციისა და დასაქმების პერიოდის მითითებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის
ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მოთხოვნილი
ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად.
აღნიშნული აუდიტის ანგარიში №62/36 დამტკიცდა 2019 წლის 29 დეკემბერს
და გადაეგზავნა
აუდიტის ობიექტს.
2. 2019 წლის 10 ივნისის №4700/16 შუამდგომლობა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული
ფინანსური
ანგარიშგების
აუდიტთან
დაკავშირებით,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის
დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კონკრეტული პირების მიერ ხელფასის სახით მიღებული
შემოსავლების შესახებ, დამსაქმებელი ორგანიზაციისა და დასაქმების პერიოდის მითითებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის
ბრძანების
საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მოთხოვნილი
ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად.
აღნიშნული აუდიტის ანგარიში №62/36 დამტკიცდა 2019 წლის 29 დეკემბერს
აუდიტის ობიექტს.
და გადაეგზავნა
3. 2019 წლის 31 ივლისის №6393/16 შუამდგომლობა − ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2014 წლის იანვრიდან 2018
წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კონკრეტული პირების მიერ ხელფასის სახით მიღებული
შემოსავლების შესახებ, დამსაქმებელი ორგანიზაციისა და დასაქმების პერიოდის მითითებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აგვისტოს
ბრძანების
საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მოთხოვნილი
ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად.
4. 2019 წლის 3 ოქტომბრის №8275/13 შუამდგომლობა − კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის
ეფექტიანობის
აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მონაცემები ერთობლივი შემოსავლის შესახებ კონკრეტული
გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი 2015-2016 წლების მოგების გადასახადის წლიური
დეკლარაციების მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2019 წლის 9 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შუამდგომლობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ
იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან
ერთად.
5. 2019 წლის 15 ოქტომბრის №8564/16 შუამდგომლობა − ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა გადასახადის გადამხდელების შპს
`უნას“ (ს/კ 426532852) და შპს `მესერი+“-ის (ს/კ 405234063) 2017-2018 წლების საგადასახადო
დოკუმენტაცია, საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები, მიღებული და გაწერილი საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის
18 ოქტომბრის
ბრძანების
საფუძველზე,
დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია და
შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად.
6. 2019 წლის 21 ნოემბრის №9576/13 შუამდგომლობა − ხელშეკრულებების მართვის ჰორიზონტალურ
აუდიტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან
გამოთხოვილ იქნა
შპს „როიალ დისტრიბუციის“ (ს/კ 445527644) 2018 წელს განხორციელებული
ოპერაციების, კერძოდ, ყველა შეძენისა და რეალიზაციის ამსახველი სასაქონლო ზედნადებები და
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის
2
სამსახურის შუამდგომლობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან
გამოთხოვილ
იქნა
ინფორმაცია
და
შესწავლილ
იქნა
აუდიტის
ობიექტის
დანარჩენ
დოკუმენტაციასთან ერთად.
7. 2019 წლის 27 ნოემბრის №9773/14 შუამდგომლობა − შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 2015-2017 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტთან
დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა
ინფორმაცია 2015 წლის 1 იანვრიდან ინფორმაციის გაცემის პერიოდამდე კლინიკაში დასაქმებული
კონკრეტული პირების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, შემოსავლის წყაროს მითითებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 დეკემბრის
ბრძანების
საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია
და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად.
3