საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2019 წლის 3-5 მარტს ესპანეთში, 2019 წლის 26-28 მაისს საფრანგეთში და 21-22 ივნისს შვეიცარიაში ვიზიტების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.01.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#2-1302/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-1302/20 28-01-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2019 წლის 3-5 მარტს ქალაქ გრანადაში (ესპანეთი), 26-28 მაისს პარიზში, 21-22 ივნისს ბერნში (შვეიცარია) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას გულისხმობდა. გთხოვთ უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომის ა ნ გ ა რ ი ში 3-5 მარტი გრანადა, ესპანეთი 2019 26-28 მაისი, პარიზი 2019 21-22 ივნისი, ბერნი შვეიცარია 2019 მ/წ 3-5 მარტს, 26-28 მაისსა და 21-22 ივნისს მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში. მ/წ 3-5 მარტის კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რეზოლუციის პროექტის - მედია წიგნიერება თანამედროვე მედია გარემოში - განხილვა, რომელზეც წარმოვადგენ მომხსენებელს საპარლამენტო ასამბლეაში. მოხსენება შეეხება განვითარების და ევროსაბჭოს წევრ განხორციელების ტექნოლოგიების განვითარებამ, შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ერთის ქვეყნებში მედია ხელშეწყობის მხრივ, მიიღოს და წიგნიერების პროგრამების აუცილებლობას. თანამდროვე საზოგადოებას გაავრცელოს მისცა უნიკალური ინფორმაცია და ამით ყოველდღიურად იყოს ჩართული დემოკრატიულ პროცესებში, და მეორეს მხრივ, მოიტანა დეზინფორმაციის და ყალბი ახალი ამბების ადვილად გავრცელების და მიღების საფრთხეები. ევროპის ქვეყნები ამ სირთულეებთან გამკლავებისთვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად სასწავლო პროგრამებში მედია წიგნიერების პროგრამების დანერგვას და განვითარებას მიიჩნევენ. ეს პროგრამების მოიცავს სოციალური მედიის მოხმარების, მიღებული ინფორმაციის სწორად გაანალიზების და შესაფების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარების უნარებს. კომიტეტის სხდომაზე მედია წიგნიერების საკითხებზე მსჯელობისას, მოწვეულები იყვნენ ექსპერტები: • ტარლაქ მაქგონეილ- მკვლევარი/ ლექტორი, საიფორმაციო სამართლის ინსტიტუტი, ამსტერდამის უნივერსიტეტი; • ტომ ლო- დირექტორი კამპანიების და კომუნიკაციის, ეთიკური ჟურნალიზმის ქსელი; • სტეფან ჰოებექი - იურიდიული დეპარტამენტის ადვოკატი, მედია წიგნიერების თავმჯდომარე ფრანგული საზოგადოების ბელგიური რადიო-ტელევიზია, ბრიუსელი ამავე საკითხს შეეხებოდა 26-28 მაისის და 21-22 ივნისის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომებიც, სადაც ასევე გავაკეთე მოხსენება მედია წიგნიერების საკითხზე და ვისაუბრე ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე. მედია წიგნიერების თემა მუდმივი განხილვის საგანია ევროსაბჭოში. ის მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხეების შესამცირებლად. ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს ეროვნულ დონეზე შემუშავებული პოლიტიკა მცდარ და პროპაგანდისტულ ინფორმაციასთან გასამკლავებლად და დაწყებული აქვს მედია წიგნიერების პროგრამების განხორციელება სკოლებში. რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ივნისის სხდომაზე წარვუდგინე, თავმოყრილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება მედია წიგნიერების პროგრამების განხორციელების შესახებ და ასევე, რეკომენდაციების ამ პროგრამების ეფექტიანად განსახორციელებლად.