საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/391; 11/09/2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტების განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1704/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1704/20 03-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/391/9; 11.09.2019). ინიციირებულ ორგანული კანონის პროექტებზე წამყვანი კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (განხილვის ვადა - 05.02.2020). გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და შესაბამისი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი ვადა საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად დასამუშავებლად. გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge