საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 − მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის თეა ჭეიშვილის კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთები

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1711/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 − მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის თეა ჭეიშვილი კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთები

  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 − მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის თეა ჭეიშვილის კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთები (ეს პროექტი) დასკვნა
  • „თეა ჭეიშვილის საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1711/20 03-02-2020 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 31 იანვრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ერთ კანდიდატთან - თეა ჭეიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. გიგზავნით კომიტეტის დასკვნას და კანდიდატის თაობაზე წარმოდგენილ საბუთებს. დანართი: 42 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1709/20 03-02-2020 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს ერთი წევრის ასარჩევად „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 − მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 31 იანვრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ერთ კანდიდატთან - თეა ჭეიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. I. განსახილველი საკითხის ძირითადი არსი 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 27 იანვრის ჩათვლით „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 წევრის არჩევის მიზნით მიმდინარეობდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილ იქნა 1 კანდიდატურა: G  თეა ჭეიშვილი - წარმომდგენი სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“; კანდიდატის შესახებ წარდგინებას თან ახლავს ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ადგენს კანდიდატთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. II. სამართლებრივი პროცედურა და კომიტეტის შეფასება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სრული შემადგენლობის დადგენილი წესით. უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციათაგან თითოეული უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა წევრად არჩევაზე წინასწარ წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადოს. პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით კი, პარლამენტისთვის წარდგენილი სათანადო საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უნდა დაასრულოს საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული საბუთების განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპროკურორო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც შეესაბამებიან პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა საპროკურორო საბჭოს 1 წევრის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში პარლამენტისთვის წარმოდგენილი სათანადო საბუთები, საიდანაც ირკვევა შემდეგი: თეა ჭეიშვილის კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთები სრულად აკმაყოფილებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 31 იანვრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და მიიჩნია, რომ თეა ჭეიშვილის კანდიდატურა შეესაბამება საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი