საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/344; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-1745/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-1745/20 03-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი ბერაიას (2-1724/20 03-02-2020) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/344;10.05.2019) განხილვის გადავადებას ერთი თვით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა გაუგრძელოთ ერთი თვით. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-1724/20 03-02-2020 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/344;10.05.2019) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 16 დეკემბრის (N318/22) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 24 თებერვლამდე დაევალა პარლამენტის წევრის სერგი კაპანაძისა და მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/344;10.05.2019) განხილვა და დასკვნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება კანონპროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge