საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/402; 04/10/2019) საქართველოს კანონის პროექტების კომიტეტის დასკვნის გარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-1675/20
31-01-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ ჩემს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით 2019 წლის 4
ოქტომბერს დარეგისტრირდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროქტი (07-3/402/9;
04.10.2019).
2019 წლის 15 ოქტომბერს ბიუროს მიერ,
განისაზღვრა წამყვანი და
სავალდებულო კომიტეტები და მათ დაევალათ დასკვნების მომზადება აღნიშნულ
კანონპროექტზე. მას შემდეგ , წამყვან კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ბიუროს
მიერ ორჯერ კერძოდ, 2019 წლის 4 ნოემბერს და 2019 წლის 16 დეკემბერს მოხდა
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრელება თითო ჯერზე
30 დღით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად,
თუ პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის
დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს
თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი
უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან
პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე
კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის
საკითხი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუქნტის
თანახმად, თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს
კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო
უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების
საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ
წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის
პოზიციას
კანონპროექტთან
დაკავშირებით,
კანონპროექტის
ინიციატორი
უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან
პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე
კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის
საკითხი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აღნიშნული პუნქტის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიუროს მიერ პირველად
მოხდა კანონპროექტის ვადის გაგრძელება 2019 წლის 4 ნოემბერს, წამყვან კომიტეტს
ახალ ვადაში, ანუ 2020 წლის 12 თებერვლამდე უნდა დაესრულებინა კანონპროეტის
განხილვა. ნაცვლად იმისა, რომ წამყვან კომიტეტს მიცემულ ვადაში განეხილა
კანონპროექტი, მან კიდევ ერთხელ, მიმართა ბიუროს და კვლავ მოითხოვა ვადის
გაგრძელება. ბიურომ, 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კომიტეტს
დაუდგინა ახალი ვადა 2020 წლის 25 მარტამდე. წამყვავნა კომიტეტმა დაარღვია
რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. კომიტეტის მიერ დამატებით ვადის
გაგრძელების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ მათ 2019 წლის 4 ნოემებრის ბიუროს მიერ
მიცემული ვადაც არ ყოფნის საკითხის განხილვისათვის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტი ბავშვთა უსაფრთხოების მიზნის
რეალიზებას, ბავშვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას, მათი
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება და მისი განუხილველად
დატოვება საფრთხეებს ზრდის. ამიტომ ვადების ასე გაგრძელება არის დაუშვებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქარველოს პარლამენტის რეგლამენტის
107-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, ვაყენებ წამყვანი კომიტეტის
დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შეტანის საკითხს.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია