„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/444/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 383) შეტანილი იქნას ცვლილება და კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი შეადგენს 41 ჰა ტერიტორიას და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № X YY 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 302420.8 302419.8 302418.2 302416.9 302414.2 302412.8 302411.3 302409.2 302409.2 302402.4 302401.3 302396.1 302389.6 302392.6 302401.2 302411.6 302411.9 302417.6 302431.2 302433.8 302439.7 302444.4 302450.7 302460.3 302481.0 302498.5 302505.9 302501.0 302492.1 4694321.4 4694329.7 4694336.2 4694341.8 4694352.7 4694354.6 4694356.7 4694359.9 4694362.6 4694366.9 4694364.6 4694374.6 4694394.6 4694415.8 4694437.3 4694467.7 4694473.0 4694483.4 4694494.1 4694492.5 4694481.2 4694479.1 4694483.7 4694489.3 4694504.2 4694507.7 4694512.4 4694523.8 4694539.7 № 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 X YY 303091.5 303106.9 303125.7 303162.1 303176.7 303192.4 303198.8 303201.6 303211.3 303217.5 303220.1 303220.9 303220.4 303218.5 303195.7 303172.5 303159.7 303144.1 303144.2 303134.9 303127.2 303119.7 303121.0 303125.6 303115.2 303101.3 303090.1 303089.1 303084.5 4694570.7 4694558.1 4694547.7 4694543.0 4694547.2 4694551.3 4694552.4 4694539.4 4694521.0 4694486.3 4694460.1 4694445.8 4694437.0 4694426.1 4694408.1 4694389.9 4694372.8 4694361.0 4694356.2 4694337.8 4694331.9 4694320.6 4694309.2 4694298.8 4694283.4 4694286.9 4694284.6 4694281.7 4694278.2 № 159 160 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 171 172 173 174 175 176 177 178 179 180 181 182 183 184 185 186 187 X YY 302518.2 302504.3 302470.1 302458.0 302472.0 302323.8 302320.7 302318.5 302314.5 302311.9 302310.9 302309.5 302308.7 302307.1 302301.5 302300.7 302300.5 302297.1 302289.8 302258.5 302266.3 302266.1 302274.6 302260.6 302240.1 302205.6 302178.6 302158.2 302142.9 4694329.7 4694338.7 4694354.7 4694365.6 4694359.8 4694365.4 4694366.8 4694367.8 4694369.6 4694371.0 4694371.5 4694372.2 4694372.6 4694373.4 4694376.4 4694378.6 4694375.3 4694362.1 4694342.7 4694356.3 4694347.9 4694341.9 4694330.0 4694312.7 4694276.3 4694270.9 4694277.5 4694285.4 4694299.1 № 237 238 239 240 241 242 243 244 245 246 247 248 249 250 251 252 253 254 255 256 257 258 259 260 261 262 263 264 265 X YY 302411.0 302408.3 302407.1 302406.1 302402.2 302396.9 302389.9 302384.2 302375.9 302373.5 302371.7 302409.2 302399.4 301875.2 301880.4 301897.0 301913.3 301928.9 301948.6 301949.2 301946.7 301946.8 301950.3 301962.8 301972.2 301991.5 301996.3 301950.8 301971.8 4694341.5 4694350.0 4694352.6 4694353.7 4694355.8 4694355.7 4694355.1 4694353.9 4694351.2 4694350.8 4694351.0 4694300.1 4694262.9 4694157.3 4694127.7 4694124.4 4694098.8 4694077.3 4694049.5 4694042.6 4694026.7 4694012.7 4693997.2 4693983.2 4693971.7 4693990.1 4694002.0 4694053.8 4694074.7 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 302479.0 302470.2 302463.9 302488.5 302521.6 302527.2 302547.4 302474.7 302564.8 302606.3 302612.6 302622.5 302652.2 302660.9 302642.7 302619.0 302585.2 302603.3 302625.4 302626.7 302650.9 302684.7 302716.5 302735.3 302740.0 302753.6 302757.7 302772.9 302792.9 302814.9 302839.3 302853.4 302870.5 302884.3 302901.4 302910.0 302931.0 302942.2 302955.4 302965.4 302981.4 302995.0 303001.7 303017.2 303028.8 303029.6 303040.5 303057.9 4694571.7 4694591.4 4694605.4 4694611.3 4694616.3 4694636.3 4694633.7 4694353.9 4694634.8 4694640.1 4694643.0 4694652.1 4694681.0 4694687.6 4694694.2 4694707.9 4694735.1 4694762.4 4694793.7 4694807.7 4694796.8 4694793.1 4694777.9 4694782.4 4694785.4 4694796.4 4694802.7 4694809.9 4694809.6 4694800.5 4694793.8 4694792.6 4694777.0 4694768.3 4694760.4 4694756.5 4694737.4 4694729.5 4694722.2 4694713.9 4694697.7 4694681.9 4694668.9 4694644.9 4694633.9 4694633.2 4694616.7 4694591.8 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 303064.1 303053.3 303027.7 303022.3 303013.2 303009.8 302999.7 302984.6 302971.0 302956.6 302930.1 302921.3 302901.7 302894.3 302867.7 302852.9 302837.7 302812.3 302804.0 302798.0 302790.5 302779.8 302776.5 302769.5 302756.9 302746.0 302738.9 302726.2 302708.9 302681.6 302677.5 302681.3 302664.9 302664.1 302666.8 302665.6 302667.2 302664.7 302653.1 302642.1 302617.8 302609.4 302593.5 302589.0 302571.2 302568.0 302560.0 302544.7 4694272.8 4694266.7 4694271.3 4694270.0 4694262.7 4694260.1 4694266.4 4694272.1 4694282.9 4694286.1 4694278.6 4694279.5 4694273.4 4694275.5 4694269.6 4694275.5 4694263.9 4694279.7 4694292.7 4694309.4 4694315.5 4694333.9 4694345.5 4694341.0 4694333.0 4694329.0 4694326.0 4694316.8 4694319.6 4694310.5 4694306.4 4694300.0 4694283.2 4694269.2 4694254.0 4694244.7 4694228.5 4694224.7 4694218.2 4694217.8 4694230.5 4694240.7 4694260.0 4694261.9 4694276.0 4694286.0 4694294.1 4694307.0 188 189 190 191 192 193 194 195 196 197 198 199 200 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 231 232 233 234 235 302136.4 302128.3 302090.2 302084.7 302079.1 302060.4 302021.5 302003.9 301991.7 301978.3 301958.0 301938.3 301922.7 301919.8 301917.7 301919.4 301919.1 301921.7 301925.1 301909.5 301885.5 302046.0 302216.9 302219.5 302228.9 302246.3 302256.7 302265.9 302274.4 302307.5 302309.1 302334.4 302364.2 302374.5 302377.5 302385.6 302392.3 302395.2 302401.8 302404.1 302404.9 302406.1 302425.1 302426.9 302417.2 302413.4 302413.3 302412.8 4694318.1 4694328.1 4694352.0 4694357.6 4694380.3 4694371.6 4694365.2 4694350.5 4694347.6 4694350.9 4694367.3 4694383.8 4694364.9 4694347.0 4694325.4 4694298.3 4694269.1 4694253.5 4694239.6 4694225.2 4694196.6 4694233.3 4694112.6 4694113.3 4694116.2 4694122.1 4694126.2 4694130.8 4694135.7 4694158.8 4694157.5 4694171.7 4694194.4 4694203.8 4694208.0 4694221.5 4694232.4 4694243.4 4694268.7 4694267.9 4694272.2 4694275.3 4694267.1 4694280.1 4694310.7 4694323.2 4694326.7 4694331.5 266 267 268 269 270 271 272 273 274 275 276 277 278 279 280 281 282 283 284 285 286 287 288 289 290 291 292 293 294 295 296 297 298 299 300 301 302 303 304 305 306 307 308 309 310 311 312 313 302018.9 302029.1 302042.0 302060.9 302064.3 302065.8 302076.8 302081.5 302090.3 302086.4 302083.1 302083.3 302083.5 302080.8 302068.3 302066.9 302060.2 302053.2 302038.9 302038.1 302023.8 302012.5 302012.0 302085.8 302123.3 302160.3 302175.7 302180.5 302206.6 302210.1 302216.2 302218.7 302221.7 302224.3 302226.7 302228.5 302229.6 302230.2 302230.2 302228.8 302224.9 302202.7 302040.2 302323.8 302358.7 302362.2 302366.4 302370.0 4694023.5 4694024.8 4694024.2 4694013.0 4694005.8 4693991.9 4693995.6 4693997.3 4694011.4 4694017.3 4694032.7 4694038.3 4694044.6 4694044.1 4694041.9 4694047.2 4694050.7 4694049.3 4694044.0 4694032.0 4694035.0 4694043.9 4694065.5 4694069.3 4694075.7 4694066.5 4694058.2 4694055.8 4694041.1 4694039.7 4694038.3 4694038.0 4694038.5 4694039.6 4694041.5 4694043.9 4694046.7 4694049.6 4694052.6 4694055.7 4694060.4 4694079.3 4694193.4 4694365.4 4694353.5 4694352.6 4694351.3 4694350.9 78 79 303070.1 302391.0 4694579.3 4694324.8 157 158 302528.0 302374.3 4694322.4 4694297.0 236 302411.8 4694338.5 314 302371.7 4694351.0 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 2019 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდა დაცული ტერიტორიის - პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის სადემარკაციო სამუშაოები. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დემარკაცია არის დაცული ტერიტორიის საზღვრის პერიმეტრის ზუსტი კოორდინატების დადგენა, რომლის დროსაც საზღვარი განისაზღვრება ადგილზე, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების, დაცული ტერიტორიისთვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტების აღრიცხვით, მათი დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან ამორიცხვისა და დაზუსტებული საზღვრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით. დემარკაციის წესს ადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ივნისის №414 დადგენილებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესი“, რომლის მიხედვითაც, პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის საზღვრებიდან გამოტანილი იქნა დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა) და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, ვინაიდან დაცული ტერიტორიების ფართობი და კოორდინატები დადგენილია კანონით (მოცემულ შემთხვევაში პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი და კოორდინატები განსაზღვრულია „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონით), აღნიშნული მონაცემების ცვლილებები და დემარკაციის შედეგად დადგენილი, დაცული ტერიტორიის ახალი ზუსტი ფართობი/კოორდინატები უნდა აისახოს კანონში, რისთვისაც საჭიროა კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დემარკაციის შედეგებზე დაყრდნობით, დაცული ტერიტორიის საზღვრის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, დემარკაციის შედეგები უნდა აისახოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კერძოდ, ბუნების ძეგლის საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები) და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა). აქვე აღსანიშნავია, რომ დემარკაციამდე პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი შეადგენდა 46,6 ჰა-ს, დემარკაციის შედეგად ბუნების ძეგლის ფართობი შემცირდა 5,6 ჰა-ით და შეადგინა 41 ჰა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება 2 მუხლისგან. პირველი მუხლით განსაზღვრულია პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ახალი ფართობი და კოორდინატები, ხოლო მე-2 მუხლით დადგენილია კანონის ძალაში შესვლის თარიღი (გამოქვეყნებისთანავე). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი შეესაბამაბა 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ 2.9.2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს „სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკოტურიზმის ხელშეწყობას.“. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედება არ უკავშირდება რაიმე ვალდებულებას, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტით არაა გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა, ვინაიდან პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის მართვის ერთეული იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია - ფუნქციონირებს 2008 წლიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, რაციონალური დაგეგმვისა და მართვის პირობებში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ შეიძლება, იქცეს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის კუთხითაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირებზე, რომელთა ქონებაც, დემარკაციის შედეგად, გამოტანილი იქნება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის საზღვრებიდან. კერძოდ, ისინი აღნიშნული ქონებით სარგებლობას/განკარგვას შეძლებენ თავისუფლად, დაცულ ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმისათვის დამახასიათებელი შეზღუდვების გარეშე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.