საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-1949/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-05
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-1949/20 04-02-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 32 (ოცდათორმეტ) ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის წლიური ანგარიშის ფორმა 1. წინასიტყვაობა 2. ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის შესახებ 2.1. პარლამენტის ხელმძღვანელობა; 2.1.1 შემადგენლობა, პარტიები ადგილების მიხედვით, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი/ები; 2.1.2 ფრაქციები; 2.2.3 კომიტეტები; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი; 2.1.4 კომისიები და საბჭოები; 2.1.5 დელეგაციები; 2.1.6 ქალები პარლამენტში; 2.1.7 პარლამენტის ბიუჯეტი. 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა 3.1. წლის განმავლობაში ინიცირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები 1 მნიშვნელოვანია გამოიყოს კანონშემოქმედების კუთხით ის კანონპროექტი, რომელიც საქმიანობის ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შინაარსის ან კანონშემოქმედების პროცესის კუთხით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს სავალდებულო დასკვნის შემუშავება დაევალა 18 კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ შორის, 3 კანონპროექტი-საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენდა, ხოლო 15 კანონპროექტი-საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენდა. 1 აქვე უნდა იყოს მოყვანილი სტატისტიკა ინიციატორის მიხედვით 1 საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 20 კანონპროექტთან მიმართებაში. მათ შორის: 16 კანონპროექტი-საქართველოს მთავრობის ინიციატივას წარმოადგენდა, ხოლო, 4 კანონპროექტი-საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას; კომიტეტის მიერ 2019 წელს განხილული კანონპროექტებიდან უნდა გამოიყოს:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. („ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებისა და მის მიერ 2 მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსამზადებლად. საბჭო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვასა და კოორდინაციას. კანონით განისაზღვრა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებები, შემადგენლობა, საბჭოს მდივნისა და საბჭოს აპარატის ფუნქციები. უსაფრთხოების საბჭოს აპარატი წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახურს, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა ასევე თანმდევ კანონპროეტებში)  საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.(07-3/356; 29.05.2019) (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია ორი მოსმენით) („იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია მთელი რიგი ლიცენზიების გაცემა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, თუმცა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის წესი დღეისათვის კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული. წარმოდგენილი ცვლილებით კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პუნქტი განსაზღვრავს ლიცენზიის ერთ-ერთ სახეს-სამხედრო 371 პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას. მაგრამ, კანონით განსაზღვრული არ არის სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო, მისი გაცემის საფუძველი და რეკომენდაციის გაცემის წესი. პროექტით განისაზღვრა, რომ სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანოს წარმოადგენს საქართველოს 3 თავდაცვის სამინისტრო. ლიცენზიის გაცემისას ლიცენზიის მაძიებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით; „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით დგინდება მოსაკრებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გაცემისათვის და “სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან მიმართებაში- საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვის გაცემისათვის.)  საქართველოს პარლამენტის წევრების: სიმონ ნოზაძის, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, კობა კობალაძის, კობა ნარჩემაშვილის, გია ბენაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (07-3/315; 02.04.2019.) (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია) (,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩამოყალიბდება სპეციალური მომზადების ცენტრი, რომელიც უფლებამოსილი იქნება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განახორციელოს სამსახურში გარკვეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატებისა და სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება და გადამზადება) 3.2 პეტიციები. 4. საგარეო და საშინაო პოლიტიკა 4 4.1. ევროპასთან ინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება;  2019 წლის 18 მარტს, ევროკავშირის პროექტის (EuropeAid/138575/DH/SER/GE) „საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე” მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „რადიკალიზაცია და ძალადობრივი ექსტრემიზმი“. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.  2019 წლის 19 მარტს, ევროკავშირის პროექტის (EuropeAid/138575/DH/SER/GE) „საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე” მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „საპარლამენტო კონტროლი სახელმწიფო საიდუმლოების მართვაზე“. სამუშაო შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა სახელმწიფო საიდუმლოების მართვის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა, ეროვნული კანონმდებლობა, ხარვეზები და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში არსებული ხარვეზების გამოსწორების გზები.  2019 წლის 22 მარტს, ევროკავშირის პროექტის (EuropeAid/138575/DH/SER/GE) „საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე” მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მიგრაცია, ეროვნული უსაფრთხოება და ლტოლვილთა უფლებების დაცვა“.  2019 წლის 13-16 თებერვალს, ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე” (EU Support to Parliamentary Oversight of the Security Sector; EuropeAID/138575/DH/SER/GE) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ჰელსინკში (ფინეთი), სადაც შეხვედრები გაიმართა ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრებთან, უწყებების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის წევრები, უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით ფინეთის გამოცდილებას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები ეწვივნენ „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრს (The European Centre of Excellence for Countering Hybrid Threats)“, სადაც ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. 5  2019 წლის 25-28 თებერვალს, ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე” (EU Support to Parliamentary Oversight of the Security Sector; EuropeAID/138575/DH/SER/GE) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები: კობა კობალაძე, სიმონ ნოზაძე, გიორგი ლომია, გია ბენაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთი), სადაც შეხვედრები გამართეს სლოვაკეთის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრებთან და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის წევრები, უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით სლოვაკეთის გამოცდილებას გაეცნენ.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილულია და პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ ხელშეკრულებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირთან ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტის აპარატი მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში. 4.2. მიღებული დადგენილებები, რეზოლუციები, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები; საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა სავალდებულო დასკვნა შეიმუშავა 4 სარატიფიკაციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კომიტეტი წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 7 საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კომიტეტის მიერ განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან უნდა გამოიყოს:  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი “საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) 6 (შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში როგორიც არის უსაფრთხოება და სამხედრო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალების ინტეგრაცია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP), ლიდერობის კონცეფციები (ლიდერობა და სამოქალაქო განათლება), შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული კონსტიტუციური დებულებები და სამხედრო კანონმდებლობა, შეიარაღებული ძალების შიდა ორგანიზაცია, შეიარაღების კონტროლის სამხედრო ასპექტები, პერსონალის შერჩევა და მართვა, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაწყებითი და განგრძობადი ტრენინგი, თავდაცვის ადმინისტრირება და სოციალური საკითხები, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციული სტრუქტურა, ძალთა დაგეგმვის პროცედურები, შეიარაღებული ძალების მართვა მშვიდობიანობის დროს, სამხედრო მედიცინა, სამხედრო ისტორია, სამხედრო გეოგრაფია, გარემოს დაცვის საკითხები შეიარაღებულ ძალებში და სხვა მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებულ სფეროებში. მხარეები ერთი წლით ადრე შეიმუშავებენ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებს ყოველი მომდევნო წლისათვის, რომელთა შეცვლაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ან ურთიერთშეთანხმებით. ამასთანავე, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ შეთანხმების განხორციელების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის დაცვა და მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენონ მეორე მხარის ინტერესების საზიანოდ.)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე“. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) (წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა შორის პოლიტიკურ, თავდაცვით, უსაფრთხოების, სამართალდაცვით, ეკონომიკურ, სამეწარმეო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პროცესში მხარეებს შორის და მათ იურისდიქციაში შემავალი საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების განსაზღვრას. შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან: საქართველოს მხრიდან-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხოლო იტალიის რესპუბლიკისთვის, ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტისაიდუმლოების ცენტრალური ოფისი. მხარეებმა დიპლომატიური არხების 7 მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს საკუთარ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. კომპეტენტურმა ორგანოებმა, თავიაანთი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ შეთანხმების შესრულების პროცესში შექმნილი ან გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა. შეთანხმებით ასევე განისაზღვრება საიდუმლო ინფორმაციის ეკვივალენტობის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების, გადაცემის, თარგმნის, გამრავლების, განადგურების, დაკარგვის, გამჟღავნებისა და საიდუმლო კონტრაქტების დადებასთან დაკავშირებული საკითხები.)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე”. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) (წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და ამ მიზნით საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესების განსაზღვრას. შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან: საქართველოს მხრიდან-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ალბანეთის რესპუბლიკისთვის- საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატი. (ეროვნული უსაფრთხოების ორგანო). კომპეტენტურმა ორგანოებმა, თავიაანთი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ შეთანხმების შესრულების პროცესში შექმნილი ან გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა. მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს საკუთარ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. შეთანხმებით ასევე განისაზღვრება საიდუმლო ინფორმაციის ეკვივალენტობის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების, გადაცემის, თარგმნის, გამრავლების, განადგურების, დაკარგვის, გამჟღავნებისა და საიდუმლო კონტრაქტების დადებასთან დაკავშირებული საკითხები.)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) (წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას პოლიტიკურ, თავდაცვით, უსაფრთხოების, სამართალდაცვით, ეკონომიკურ 8 და სხვა სფეროებში და ამ პროცესში შექმნილი ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელი წესების განსაზღვრას. შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან: საქართველოსთვის-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მოლდოვას რესპუბლიკისთვის-მოლდოვას რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური. მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა. შეთანხმებით ასევე განისაზღვრება საიდუმლო ინფორმაციის ეკვივალენტობის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების, გადაცემის, თარგმნის, გამრავლების, განადგურების, დაკარგვის, გამჟღავნებისა და საიდუმლო კონტრაქტების დადებასთან დაკავშირებული საკითხები.)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ’’ შეთანხმების თაობაზე“. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) (შეთანხმების მიზანს წარმოადგენს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სამართლებრივ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ, ან თანამშრომლობის ნებისმიერი სხვა სფეროს ფარგლებში ეროვნილი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მხარეთა შორის ორმხრივად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის, ასევე ამგვარი თანამშრომლობის პროცესში შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ წესების განსაზღვრა. შეთანხმება ითვალისწინებს და არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც არის: საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ზომები და საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა, გამრავლება, თარგმნა და განადგურება, საიდუმლო კონტრაქტები და მასთან დაკავშირებული ვიზიტები, შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები და დავების გადაწყვეტა.)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი“ ოქმი. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) 9 (შეთანხმების შესაბამისად თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან დაგეგმილია საქართველოსათვის 300 000 (სამასი ათასი)თურქული ლირის ექვივალენტური აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა. დახმარება მიმართულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად.)  ,,საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის ,,ზოგადი პირობების შეთანხმება’’. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) (,,საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის ,,ზოგადი პირობების შეთანხმების’’ შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ კომპანიას შორის გაფორმდა კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გარკვეული პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 18 მილიონ ევროს, რომლის 15% ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 85%, SOCIETE GENERALE-ის მიერ გამოყოფილი სესხით. (საქართველოს მთავრობის 2019 წლის თებერვლის N218 განკარგულება) ,,საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის ,,ზოგადი პირობების შეთანხმება’’ წარმოადგენს ზოგადი ხასიათის დოკუმენტს, რომელიც ფორმდება საკრედიტო ხაზის შეთანხმებასთან ერთად და არეგულირებს შეთანხმების ზოგად პირობებს, ხოლო კრედიტთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია საკრედიტო ხაზის შეთანხმებით)  ,,საქართველოს და SOCIETE GENERALE-ს შორის ,,BPI AE საკრედიტო ხაზის შეთანხმება’’ (Thales LAS France ნასყიდობის ხელშეკრულება) (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია) (,,BPI AE საკრედიტო ხაზის შეთანხმება’’ (Thales LAS France ნასყიდობის ხელშეკრულება) ითვალისწინებს SOCIETE GENERALE-ის სესხის ფინანსურ პირობებს, რომლის მიხედვითაც სესხის მოცულობაა 16,359,777,45 ევრო, სესხის ხანგრძლივობა 7 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 2 წელი). სესხის თანხიდან 15,388,250 ევრო გამოყენებული იქნება პროექტის ღირებულების 85%ის დასაფინანსებლად, ხოლო 1,021,527.45 ევრო დაზღვევის პრემიის დასაფინანსებლად.) საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ მომზადდა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტები საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 10 საქმიანობის შესახებ ანგარიშისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევის შესახებ. 4.3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობა; ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობა:  2019 წლის 19-21 თებერვალს, ქ. ბრიუსელში, კომიტეტის წევრებმა ნატოსაქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში (GNIC) მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გიოტემიოლერს, ამერიკელ კონგრესმენებს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს და ალიანსის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მიერ გაწევრების პროცესში მიღწეული პროგრესი, შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევები, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები და პრიორიტეტები. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა მადლობა გადაუხადეს საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს მიერ ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის, დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. შეხვედრებზე, ალიანსის წარმომადგენელთა მხრიდან ხაზი გაესვა იმ უპრეცედენტო მაჩვენებელს, რასაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობამ, როგორც შინაარსობრივად, ასევე, მასშტაბებით მიაღწია. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები.  2019 წლის 12-14 აპრილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის დედაქალაქში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის რიგით 99-ე სემინარში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებაზე, რომელშიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების წევრები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ, მთავარ განსახილველ თემებს ახლო აღმოსავლეთში 11 რუსეთის და ჩინეთის როლი, რეგიონში არსებული მიგრაციის გამოწვევები, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და სირიაში და ერაყში არსებული ვითარება წარმოადგენდა.  2019 წლის 25-26 აპრილს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული “როუზ-როს”-ის რიგით მე-100 საიუბილეო სემინარი, რომლის მთავარ განსახილველ თემას ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობა, ალიანსის გაფართოების და ღია კარის პოლიტიკა, ასევე, ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობები წარმოადგნედა. სემინარის ფარგლებში, სემინარის მონაწილეებმა ისაუბრეს პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში “როუზ-როს”-ის სემინარის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი როლის თაობაზე, დისკუსიები ასევე შეეხო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევებს, რომელთა გამოც თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო შეიცვალა გლობალ დონეზე. ალიანსის ღია კარის პოლიტიკის პანელზე სიტყვით ასამბელეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ყოფილი წევრი გიორგი ბარამიძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოს თაობაზე ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში, ასევე შედიოდნენ ირაკლი ბერაია და გიორგი კანდელაკი. აღსანიშნავია, რომ “როუზ-როს”-ის სემინარი ამერიკელი კონგრესმენის ჩარლზ როუზის და ამერიკელი სენატორის ბილ როსის მიერ 1990 წელს დაარსდა. ხოლო, სემინარის მთავარ იდეას და მიზანს, ქვეყანებში დემოკრატიის სტანდარტების ამაღლება, ალიანსის პარტნიორი და ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პარლამენტის წევრების ერთმანეთან დაახლოება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ “როუზ-როს”-ის პირველი სემინარი 1991 წლის დეკემბერში, ქ. ვილნიუსში (ლიეტუვა) ჩატარდა.  2019 წლის 31 მაისი - 3 ივნისი, სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლის სესიაშვილის ხელმძღვანელობით. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გამართულ კომიტეტის სხდომებზე, საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრეს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ 12 რეფორმებს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების ტრანსფორმაციას. კომიტეტის სხდომებზე ასევე, ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და საპასუხოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. სესიის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ის კონგრესმენს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, თურქული დელეგაციის ხელმძღვანელს ოსმან ბაკს, საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციების სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.  2019 წლის 12-14 ოქტომბერს, კომიტეტის თავმჯდომარემ - ირაკლი სესიაშვილმა და თვამჯდომარის პირველმა მოადგილემ - ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღეს ქ. ლონდონში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სესიაში. სესიის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედელინ მუნათან და ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, საჯარო საკონსტიტუციო განხილვები და 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრებას და განხორციელებული რეფორმები ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება. უკრაინის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში საუბარი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ქართულ და უკრაინულ საპარლამენტო დელეგაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.  2019 წლის 3-8 ნოემბერს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მონაწილეობა მიიღო, ქ. პარიზში (4-5 ნოემბერი, 2019) და ქ. სტრასბურგში (5-8 ნოემბერი, 2019) გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის შეხვედრაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საფრანგეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, ტერორიზმი და დე-რადიკალიზაციის პოლიტიკა, ჰიბრიდული საფრთხეები და ადამიანის უფლებები. 4.4. საერთაშორისო კონფერენციები, რომელთაც მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტი; 13 4.5. განსაკუთრებული მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა;  2019 წლის 21 ინავარს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ქალბატონ როსარია პუგლისს უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილული იქნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის არსებული მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვის საკითხები, ასევე, შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწის საკითხები. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმების პროცესზე არსებობდეს ეფექტური სამოქალაქოდემოკრატიული კონტროლი და პროცესი მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ.  2019 წლის 8 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში მის აღმატებულება ბატონ ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შვედეთის სამეფოს ელჩის, როგორც საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლთან პირდაპირი თანამშრომლობის დამყარება, მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის, რადგანაც შვედეთის სამეფო, საერთაშორისო არენაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გამორჩეული მხარდამჭერია.  2019 წლის 8 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში მისი აღმატებულება კარლ ჰარცელს უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი მიზანი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს შორის პირდაპირი თანამშრომლობის დამყარება იყო. შეხვედრაზე ასევე, მიმოხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე არსებული პროგრესი და შეფასებულ იქნა ასოცირების შეთანხმების განხორცილების მიმდინარეობა. 14  2019 წლის 11 მარტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ფინეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება და რეგიონალური უსაფრთხოება. შეხვედრის შეჯამებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგრესიული რეგიონალური ძალისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება მოითხოვს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, აღნიშნული მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სტრატეგიული კომუნიკაციების ერთიანი ქმედითი სისტემის ჩამოყალიბებას. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთი, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მხრივ ლიდერ სახელმწიფოდ ითვლება, მათი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში.  2019 წლის 16 აპრილს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილეებმა: ირაკლი ბერაიამ, ირაკლი აბესაძემ და კობა კობალაძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების, ექსპერტების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის აღმშენებლობის პროცესში. ამასთანავე, საუბარი შეეხო სამხედრო აღჭურვილობის შეძენის პროცესს, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდას განაპირობებს, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის პროცესს, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესს და საბრძოლო მზადყოფნის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 24 000 სამხედრო მოსამსახურე გაივლის მომზადებას თავდაცვის პროგრამით.  2019 წლის 12-13 სექტემბერს, რიგით მეათე საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ბიუროს წევრებს უმასპინძლა. საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საკონსტიტუციო ცვლილებები და მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები. 15  2019 წლის 24 სექტემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის სხვა წევრებმა ლიეტუვას საეიმას წევრებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე განიხილეს რუსული პროპაგანდის მიმართულებით არსებულ საერთო გამოწვევები, გამკლავების გზები, ამ მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. განხილვის თემას, ასევე, წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები. სტუმრებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.  2019 წლის 21 ოქტომბერს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლეს. ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარე, იურის რანცანსი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას ორ კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა, რუსული ოკუპაცია, რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური აქტივობები და ნატოში ინტეგრაციის საკითხები წარმოადგენდა. 4.6. პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები; 4.7. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთაშორისო ვიზიტების (დელეგაციების/მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში) რაოდენობის შესახებ. მნიშვნელოვანია გამოიყოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით საანგარიშო პერიოდში პარლამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან მოვლენა. 16 საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წევრების მიერ განხორცილდა 16 საერთაშორისო ვიზიტი, მათ შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი ვიზიტები:  2019 წლის 25-29 მარტს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე და კომიტეტის წევრის სიმონ ნოზაძე, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, ლიეტუვოს რესპუბლიკაში, სადაც შეხვედრები გაიმართა, ლიეტუვოს რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებთან, შეხვედრაზე, განხილვის თემა თავდაცვის სფეროში ლიეტუვოსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ისეთი საკითხები იყო, როგორებიცაა, კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ეროვნული გვარდია და სამხედრო სარეზერვო სამსახური. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშირისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში, სადაც საპარლამენტო დელეგაცია ინფორმაციული ომის კუთხით ლიუტუვოს გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრები ასევე, გაიმართა ლიეტუვოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელთან და კიბერ უსაფრთხოების ცენტრის თავმჯდომარესთან, რომლებმაც, საინფორმაციო ომის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფოების მიერ პროპაგანდის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის სხვადასხვა ასპექტები და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სისტემის მუშაობის პრინციპები წარმოადგინეს. ვიზიტის დასასრულს, შეხვედრები გაიმართა ლიეტუვოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ვიტაუტას უმბრასასთან შეხვედრაზე განხილული იქნა ლიეტუვოს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა, რომელიც მოიცავს: კიბერუსაფრთხოების და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიებსა და დაზვერვის დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობას, ეროვნული გვარდიის და სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის სხვადსხვა აქტივობების განხორციელებას.  2019 წლის 7-10 აპრილს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციამ ქ. ჟენევაში (შვეიცარიის კონფედერაცია) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის (IOM) და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. 17 გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო დაცვასთან, ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან და თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული საერთაშორისო მექანიზმები, თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები, ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარის თქმისა და ლტოლვილის სტატუსის გაუქმების საფუძვლები განიხილეს. შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ნაბილ ბენბეხტი და პოლიტიკისა და სამართლის განყოფილების უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში სიბილ კაპფერერი ესწრებოდნენ, ყურადღება უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მნიშვნელობაზეც გამახვილდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ამ მხრივ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოწვევების გათვალისწინებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები დაგეგმეს. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი შეეხო კავშირის მისიას და ფუნქციებს. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი ყველა იმ თემებზე რაც პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის მიგრაცია, ლტოლვილები და გენდერული თანასწორობის საკითხები, ადამიანის უფლებები, პარლამენტებს შორის ინფორმაციის გაცვლა აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან ღონისძიებებს მართავს.  2019 წლის 12-15 მაისს, კლინგენდაელის ინსტიტუტის (ნიდერლანდების სამეფო) მხარდაჭერით კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ჰააგაში, სადაც, უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილება. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით ნატო-ს წევრი ქვეყნების პრაქტიკას/გამოცდილებას და მათ შედარებით ანალიზს. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო დაზვერვა/უსაფრთხოების სამსახურების და შეიარაღებული ძალების (მათ შორის საზღვრებს გარეთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მყოფი სამხედრო ნაწილების) საპარლამენტო ზედამხედველობის სხვადასხვა ასპექტები.  2019 წლის 20-23 მაისს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი სესიაშვილის, სიმონ ნოზაძის, ირაკლი აბესაძის და გიორგი ლომიას შემადგენლობით, ქ. რიგაში სამუშაო 18 ვიზიტით გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარე, იურის რანცანსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლატვიაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით ლატვიის გამოცდილებას. იურის რანცანსმა დადებითად შეაფასა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული კურსის მტკიცედ და წარმატებით განხორციელების პროცესი. მან ასევე, მხარი დაუჭირა ლატვიის საეიმაში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის შემდგომ გააქტიურებას. საუბარი ასევე შეეხო ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებს, მიღწეულ წარმატებას და ლატვიის გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით. ამასთან, მასპინძელმა მხარემ ანტიკორუფციული მიმართულებით შემდგომი თანამშრომლების ინტერესი გამოხატა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითრების კუთხით განხორციელებული აქტივობები და ამ მიმართულებით ლატვიის გამოცდილება. საუბარი ასევე, შეეხო ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს, სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას. შეხვედრის დასასრულს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს, საერთაშორისო ინსტიტუტებში საქართველოს მტკიცე და უპირობო მხარდაჭერისათვის და ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. აღნიშნულის პასუხად, ბატონმა იურის რანცანსმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული კარგი და წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს. ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ქ. რიგაში არსებულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს ესტუმრა და შეხვედრა გამართა ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ცენტრთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა, ასევე, გაიმართა ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ბატონ არტის პაბრიკსთან, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელ მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ ქართული მხარის მიერ ლატვიის თავდაცვის უწყების გამოცდილების გაცნობა და სხვადსხვა ასპექტების გათვალისწინება მნიშვნელოვნად დაეხმარება 19 საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და თავდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმირების პროცესს.  2019 წლის 4-5 ივნისს, ირაკლი სესიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბელგრადში (სერბეთის რესპუბლიკა) ეუთო-ს მიერ ორგანიზებულ რეგიონულ შეხვედრაში თემაზე - „უსაფრთხოების სექტორის მართვა და რეფორმირება სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში“. შეხვედრაზე მონაწილეებმა უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებასთან დაკავშირებით მათი ქვეყნების გამოცდილების და ხედვების ურთიერთგაზიარება მოახდინეს, ასევე, გამოვლენილ იქნა ის საკვანძო მიმართულებები, რომელებიც უსაფრთხოების სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფენ; შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს უსაფრთხოების სექტორის მართვისა და რეფორმირების საკითხებში ეუთო-ს როლის ხელახალი გააზრება და უკეთ განსაზღვრა წარმოადგენდა, რაც უმთავრესად, ეროვნულ და საერთაშორისო აქტიორებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირების (ქსელების) დამყარებაში გამოიხატა.  2019 წლის 10-12 ივნისს, ირაკლი სესიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. სტოკჰოლმში (შვედეთი) „სამხედრო ოპერაციებში გენდერულ საკითხების კვლევის ნორდიული ცენტრის“ მიერ გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ „წამყვან ლიდერთა სემინარში“ (KLS) თემაზე ოპერაციებში“. სემინარის გაუმჯობესებისა და უმთავრეს სამხედრო გენდერის როლი სამხედრო მიზანს, შესაძლებლობის ოპერაციული გაძლიერების ეფექტის საქმეში გენდერული პერსპექტივის წარმოჩენა წარმოადგენდა. სემინარი ჩატარდა პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსიებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატში. სემინარი, შინაარსობრივად ფოკუსირებული იყო გენდერულ პერსპექტივებზე ახალ აღმოცენებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და წამყვან ლიდერთა როლზე აღნიშნული პერსპექტივის იმპლემენტაციის პროცესში. განხილვები წარიმართა წამყვან ლიდერთა პოზიციიდან, თუ როგორ ხედავდნენ ისინი, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების ყოველდღიურ საქმიანობაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრაციის პროცესს.  2019 წლის 20 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ და აპარატის თანამშრომლებმა: მანანა ბეგიაშვილმა და მაკა კურტანიძემ, აშშ-ს საელჩოს მიწვევით, მონაწილეობა 20 მიიღეს პროგრამაში - „შეკავებისა და გაწონასწორების მიდგომები ეროვნულ უსაფრთხოებაში“. პროგრამა გაიმართა ქ. ვაშინგტონში (აშშ).  2019 წლის 8-10 ოქტომბერს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მიწვევით, მონაწილოება მიიღო საერთაშორისო ფორუმში თემაზე: „ზედამხედველობა ურთიერთკვეთაზე“. სადაზვერვო საერთაშორისო ფორუმი ორგანოების გაიმართა ქ. მუშაობის ლონდონში (გაერთიანებული სამეფო). 5. საზედამხედველო უფლებამოსილება  2019 წლის 22 აპრილს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა. კომიტეტისა და პარლამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია უწყების დემოკრატიული კონტროლისათვის, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა: ოკუპირებული ტერიტორიები, იქ არსებული მდგომარეობა და შესაბამისის უწყებების მიერ გაწეული საქმიანობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლა, ანალიტიკური საქმიანობა და უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობა.  2019 წლის 7 მაისს კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, კობა კობალაძემ, გია ბენაშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გიორგი ლომიამ საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის 21 მონაკვეთზე არსებული გადასასვლელები და საგუშაგო პუნქტები დაათვალიერეს და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. დეპუტატებმა ენგურის ხიდი, სოფლები: ორსანტია, ხურჩა, საბერიო და დარჩელი მოინახულეს და ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.  2019 წლის 8 მაისს, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სუფსაში განთავსებული საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) დაათვალიერეს და მის საქმიანობას გაეცნენ. ერთობლივი მართვის ცენტრი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო–საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას უზრუნველყოფს. კომიტეტის წევრები საქართველოს საზღვაო სივრცის დარღვევის შემთხვევებით და მათზე რეაგირების მექანიზმებით დაინტერესდნენ და კონკრეტული ფაქტები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ცენტრის როლსა და დანიშნულებაზე ისაუბრეს.  2019 წლის 11 ოქტომბერს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპრატის უფროსმა სოფიო ბაბუნაშვილმა კომისიის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დიცში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.  2019 წლის 28 ოქტომბერს, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, (დახურულ ფორმატში) რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო 22 უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. 5.1. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში სამთავრობო საათების რაოდენობის შესახებ; 5.2. სტატისტიკური ინფორმაცია სადეპუტატო და საკომიტეტო, ასევე ფრაქციების წარმომადგენლების კითხვებთან დაკავშირებით (გაგზავნილი და დაკმაყოფილებული, ასევე განუხილველი განცხადებების რაოდენობისა და პასუხის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს მითითებით); საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სხვადასხვა უწყებებში გაგზავნეს 21 კითხვა. აქედან 9 კითხვას დროულად გაეცა პასუხი, 1 კითხვაზე პასუხის გაცემა დაგვიანდა 13 დღით , ხოლო 11 კითხვა პასუხგაუცემელია. N კითხვის ავტორი კითხვის ადრესატი 1. აბესაძე ირაკლი 05.03.2019 საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 2. აბესაძე ირაკლი 27.03.2019 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო კითხვის თემატიკა სამართლებრივი მდგომარეობა ადგილობრივი დაკმაყოფილებული თვითმმართველი ერთეულების ხელისუფლების ორგანოების ან მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული გადასახდელების შესახებ ინფორმაცია. „ Human Road& Bridge დაკმაყოფილებული Construction Group Co Ltd” და „China Road and Bridge Corporation“-თან გაფორმებული 23 გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 3. აბესაძე ირაკლი 27.03.2019 4. აბესაძე ირაკლი 02.04.2019 საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 5. აბესაძე ირაკლი 30.04.2019 საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 6. აბესაძე ირაკლი 18.06.2019 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია. 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით 18-27 წლამდე მამაკაცების რაოდენობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. 2018 წლის განმავლობაში და 2019 წლის იანვრისა და თებერვალის თვეებში პირობით მსჯავრდებულთა ჯამური რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელისუფლების ორგანოების ან მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული გადასახდელების შესახებ ინფორმაცია. „ Human Road & Bridge Construction Group Co LTD “ -სა და „ China Road and Bridge Corporation “-თან გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. განუხილველი განუხილველი განუხილველი დაკმაყოფილებული 24 თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე 7. აბესაძე ირაკლი 30.09.2019 საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 8. მელია ნიკანორი 25.01.2019 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური 9. 10. (შენიშვნა: პარლამენტისა და შესაბამისად, კომიტეტის წევრი აღარ არის 12.12.2019დან) მელია ნიკანორი 14.03.2019 მელია ნიკანორი 14.03.2019 საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით სამინისტროში შტატითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისათვის ტელეკომპანია რუსთავი 2 მაუწყებლობის გათიშვის თაობაზე ინფორმაცია. განუხილველი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისათვის ტელეკომპანია რუსთავი 2 ის მაუწყებლობის გათიშვის თაობაზე ინფორმაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისათვის ტელეკომპანია რუსთავი 2 ის მაუწყებლობის გათიშვის თაობაზე ინფორმაცია. განუხილველი განუხილველი განუხილველი 25 11. მელია ნიკანორი 14.03.2019 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი მოსაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 12. მელია ნიკანორი 26.03.2019 13. მელია ნიკანორი 11.04.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 14. მელია ნიკანორი 11.04.2019 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 15. მელია ნიკანორი საქართველოს განათლების, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისათვის ტელეკომპანია რუსთავი 2 ის მაუწყებლობის გათიშვის თაობაზე ინფორმაცია. განუხილველი 2015 წლიდან სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების, გამოცხადებული ტენდერებისა და შესყიდვების, ასევე, სამინისტროს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია. ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მიმართულებით უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მიმართულებით უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი დაკმაყოფილებული დაკმაყოფილებული დაკმაყოფილებული დაკმაყოფილებული 26 16.04.2019 16. მელია ნიკანორი 16.04.2019 17. მელია ნიკანორი 15.11.2019 18. ნადირაშვილი ირმა 05.02.2019 19. 20. (შენიშვნა: (კომიტეტის წევრი აღარ არის 25.03.2019 დან) ნადირაშვილი ირმა 14.03.2019 ნადირაშვილი ირმა 14.03.2019 მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია. 2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით სამინისტროს ბიუჯეტისა და მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ ინფორმაცია. 2015-2019 წლებში თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017 და 2018 წლების ბიუჯეტისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ. (შენიშვნა: პასუხი გაეცა 13 დღის დაგვიანებით) საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და მისი თანმხლები პირების მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ განხორციელებული ვიზიტების სრული ხარჯების შესახებ ინფორმაცია (ინაუგურაციიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით). საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ განხორციელებული დაკმაყოფილებული განუხილველი დაკმაყოფილებული განუხილველი დაკმაყოფილებული 27 21. ნარჩემაშვილი კობა 09.12.2019 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ვიზიტების, დელეგაციის შემადგენლობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია (ინაუგურაციიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით). ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია. განუხილველი 5.3. მოქალაქეთა წერილები, მომართვები და მასზე გაცემული პასუხების რაოდენობა;  საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 224 განცხადება, აქედან პასუხი გაეცა 203 განცხადებას. 5.4. საგამოძიებო კომისიის შექმნა და საქმიანობა; 5.5 სპეციალური (თემატური) ანგარიშების მოსმენები 2; 5.6 სადეპუტატო კითხვები (თემატიკის ჩაშლით); საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრთა მიერ მოთხოვნილი იყო ინფორმაცია შემდეგ თემებთან დაკავშირებით: • • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელისუფლების ორგანოების ან მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული გადასახდელების შესახებ; „ Human Road& Bridge Construction Group Co Ltd” და „China Road and Bridge Corporation“-თან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ; 2 დამოუკიდებელი ორგანოების ანგარიშები, იურიდიული დახმარების სამსახური, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 28 • • • • • • • • • • • • 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით 18-27 წლამდე მამაკაცების რაოდენობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ; 2018 წლის განმავლობაში და 2019 წლის იანვრისა და თებერვალის თვეებში პირობით მსჯავრდებულთა ჯამური რაოდენობის შესახებ; 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ფინანსთა სამინისტროში შტატითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ; პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისათვის ტელეკომპანია რუსთავი 2 მაუწყებლობის გათიშვის შესახებ; 2015 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების, გამოცხადებული ტენდერებისა და შესყიდვების, ასევე, სამინისტროს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ; ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მიმართულებით უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ; ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ; 2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტისა და მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ; 2015-2019 წლებში თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციების შესახებ; საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017 და 2018 წლების ბიუჯეტისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ; საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ განხორციელებული ვიზიტების, დელეგაციის შემადგენლობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია (ინაუგურაციიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით). ქ. ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზის მშენებლობის შესახებ; 5.7. ინტერპელაცია; 5.8. პრეზიდენტის ანგარიში; 5.9. პრემიერ მინისტრის მოხსენება; 5.10. პრემიერ მინისტრის ანგარიში; 29 5.11. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;  საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის, 6 თვის და 9 თვის მიმოხილვები, აგრეთვე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებასთან ერთად. აღნიშნულ საკითხებზე ჯამში ჩატარდა კომიტეტის 4 სხდომა.  კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესში. სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვისას, ქვეყნის წინაშე არსებული უყსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით და სხვადასხვა პროგრამების, თუ ქვეპროგრამების მაღალ დონეზე განხორციელების მიზნებისათვის, აგრეთვე დაბალი რანგის მქონე თანამშრომლების ხელფასების მატებისათვის, კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები შესაბამისი უწყებებისათვის საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით.  კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური ანგარიშები და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები „ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების“ შესახებ.  საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ასევე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან.  კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა ანგარიშვალდებულ სახელმწიფო ორგანოების საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ოპერაციების წინასწარ გაცნობას და საპარლამენტო კონტროლს, აგრეთვე მათ მიერ განხორციელებულ ან/და დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. 5.12. მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა. 30 კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აკონტროლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს.  საანგარიშო პერიოდში გაანალიზდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მთელი რიგი ლიცენზიების გაცემა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების შესწავლის შემდგომ მიზანშეწონილად ჩაითვალა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დაზუსტება. ამასთანავე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას, მაგრამ კანონით არ არის დარეგულირებული სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო. ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „იარაღის შესახ ებ“, o „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებთან მიმართებაში. o (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია 2 მოსმენით)  ამასთანავე, კომიტეტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივებს, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის გაზრდას. მაგალითად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ შემუშავდა ინიციატივა, რომელიც საზღვრის კონტროლისა და ინფორმაციის გაზიარების კუთხით ეუთოს წევრი ქვეყნების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ეუთოს მიერ მომზადდა საპარლამენტო კითხვარი მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისათვის. ეუთოს მიერ შემუშავებული კითხვარის მიხედვით კომიტეტმა მიმართა შესაბამის უწყებებს (საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, საქართველოს 31 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს) და მოითხოვა ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. კომიტეტის მიერ შესწავლილი იქნა უწყებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. 6. ღია პარლამენტი 6.1. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელება. 6.2. პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება (საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები). 6.3. დანერგილი ინოვაციები; 6.4. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შენობაში სასწავლო დაწესებულებებიდან ექსკურსიის დროს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის თაობაზე; 6.5. ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებები, მაგ. გამოფენები, ღია კარის დღე, შეხვედრები სტუდენტებთან. შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეგროვდეს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტმანეტის მეშვეობით 7. საქართველოს პარლამენტის აპარატი 7.1. პარლამენტის აპარატში დასაქმებული პირების რაოდენობა (სტრუქტურის ჩაშლა აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიხედვით); 7.2. დასაქმებულთა მონაცემები გენდერულ ჭრილში; 7.3. პარლამენტის აპარატის საქმიანობის შესახებ ძირითადი ფაქტები და მოვლენები; 7.4. ინსტიტუციური რეფორმა; 7.5. წლის მოვლენები მაგ. გამორჩეული თანამშრომლის დაჯილდოება. 32