საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2021/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-05
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-2021/20 04-02-2020 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის ანგარიშს. დანართი: - „38“ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ სარჩევი 1. წინასიტყვაობა .............................................................................................................. 2 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ................................................................. 2 2.1. კომიტეტის მიზანი ............................................................................................ 3 2.1.1 კომიტეტის წევრები......................................................................................... 3 3. წარმატებების მოკლე აღწერა ................................................................................... 4 4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა ................................................................... 4 4.1. საკანონმდებლო საქმიანობა ............................................................................. 4 4.2. საზედამხედველო საქმიანობა ........................................................................ 12 4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა................................................................... 16 4.4.კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა .................................... 22 5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები ................................................ 23 6. საერთაშორისო თანამშრომლობა........................................................................... 23 7. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები ...................................... 28 1 1. წინასიტყვაობა წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროპულ ინსტიტუტებში, ამ მიმართულებით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში და ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კოორდინაციას უწევდა საპარლამენტო საქმიანობას ევროპული ინტეგრაციის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას. კომიტეტი უძღვებოდა საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესს, შეიმუშავებდა და განიხილავდა საკანონმდებლო ინიციატივებს, ზედამხედველობას უწევდა მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას, თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელს უწყობდა საზოგადოებაში ევროინტეგრაციის პოპულარიზაციას. კომიტეტმა 2019 წელს გამართა კომიტეტის 29 სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 98 კანონის პროექტი, 2 დადგენილების პროექტი და 5 საერთაშორისო შეთანხმება, რომელთა შედეგად მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 18-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან. 2019 წელს კომიტეტმა საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად, როგორც ცალკე, ისე დარგობრივ კომიტეტებთან ერთად, მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 20-მდე ანგარიში და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობა უწყებების მიერ შესრულებულია. ევროინტეგრაციის პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებისთვის, საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში, კომიტეტის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა განხორციელდა. 2 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 2.1. კომიტეტის მიზანი; სტრატეგიული მიზანი 1. ასოცირების შეთანხმებასთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია: 1.1. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესება; 1.2 საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება; სტრატეგიული მიზანი 2. ევროკავშირთან მიმართებით საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია: 2.1. საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება; სტრატეგიული მიზანი 3. კომიტეტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია: 3.1. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული სხვა ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა; 3.2. კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანობის გაზრდა სტრატეგიული მიზანი 4. ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის გაუმჯობესება მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია: 4.1 ევროინტეგრაციის პროცესის და მისი პოზიტიური შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; 4.2 ევროინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის პროცესის მართვა და გაუმჯობესება; 2.2 კომიტეტის წევრები; 2019 წლის იანვრიდან-ნოემბრის პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები იყვნენ: თამარ ხულორდავა (კომიტეტის თავმჯდომარე), ირინე ფრუიძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), გიორგი კანდელაკი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), თინათინ 3 ბოკუჩავა, გიორგი გაჩეჩილაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი მოსიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სოფიო ქაცარავა, შოთა ხაბარელი, ზაზა ხუციშვილი. 2019 წლის ნოემბრიდან კომიტეტის წევრები არიან: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი კანდელაკი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გაჩეჩილაძე, ელგუჯა გოცირიძე, რომან კაკულია, ზვიად კვაჭანტირაძე, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ბექა ოდიშარია, შოთა ხაბარელი, გიორგი ხატიძე, თამარ ხულორდავა. 3. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად ემსახურებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საანგარიშო პერიოდში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტების შედეგად უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ 18-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სამართალთან დაახლოება უზრუნველყოფილია აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელთა შემუშავება ხდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე. 2019 წლის აგვისტოში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოახდინეს „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (073/386; 27.08.2019) ინიცირება. საკანონმდებლო პროცესის ჰარმონიზების და უკეთ კოორდინირების მიზნით პარლამენტმა შეიმუშავა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის 20192020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც 2019 წლის აპრილში წარედგინა საზოგადოებას. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით - კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 2019 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, დამოუკიდებლად და სხვა საპარლამენტო კომიტეტების მონაწილეობით, საპარლამენტო ზედამხედველობის მიზნით გამართა 20 საკომიტეტო მოსმენა. 4 4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა 4.1. საკანონმდებლო საქმიანობა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წელს გამართა კომიტეტის 29 სხდომა. კომიტეტმა განიხილა 98 კანონის პროექტი, 2 დადგენილების პროექტი და 5 საერთაშორისო შეთანხმება. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი კანონპროექტები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია და შეერთებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/287 13.12.2018). კონვენციასთან შეერთებით და საზღვაო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დადგინდა პასუხისმგებლობის ზომები, გემით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრის გარდაცვალების ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანისთვის, ასევე იმ ზარალისთვის, რომელიც გამოიწვია ბარგის დაზიანებამ ან დაკარგვამ. საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა საქართველოს და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს (EC) 2009 წლის 23 აპრილის N 392/2009 რეგულაციასთან „მგზავრების ზღვით გადაყვანის დროს ინციდენტის შემთხვევაში გადამზიდავის პასუხისმგებლობის შესახებ“ და ,,ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის კონვენციის 2002 წლის ოქმის დებულებებთან. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების თ.ჩუგოშვილის, თ.ხულორდავას, დ.ცქიტიშვილის, რ.იონათამიშვილის, გ.მაღრაძის, ე.მაჭავარიანის და გ.ტუღუშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის პროექტი და თანმდევ კანონის პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/273; 23.01.2019) საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს შრომის კოდექსში შემოღებულ იქნა სექსუალური შევიწროების დეფინიცია, ხოლო დისკრიმინაციის განმარტებას დაემატა სექსუალურ შევიწროებაზე მითითება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინება, 5 როგორც სამუშაო ადგილას, ასევე საჯარო სივრცეში. დაწესდა პასუხისმგებლობა დამრღვევის მიმართ და გაფართოვდა სახალხო დამცველის უფლებამოსილება დისკრიმინაციის ფაქტებზე ზედამხედველობის კუთხით. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა 2006 წლის 5 ივლისის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2006/54/EC დირექტივასთან, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებისა და საქმიანობის საკითხებთან მიმართებით მამაკაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, და თანმდევ კანონის პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/313; 20.02.2019). საკანონმდებლო ინიციატივით შეიქმნება ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის პრინციპზე დაფუძნებული ტყის მართვის სისტემის დანერგვას, ტყეებისა და მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცვას, ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას, ტყის მფლობელობის ახალი სისტემის დანერგვას, ახალი და გაუმჯობესებული ინსტიტუციური მოწყობის ჩამოყალიბებას. საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია, ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 233-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან, რომელიც ტყის მდგრად მართვას და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობას განსაზღვრავს. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ( 07-2/332; 05.04.2019). საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის მიზნებისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის დაყოფას ზონებად და აგლომერაციებად, ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემოღებას, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივ დონეზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ყველა იმ ზონასა და აგლომერაციაში, სადაც დადგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზღვრული ოდენობის გადაჭარბება. 6 საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, კერძოდ, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“ 2008 წლის 21 მაისის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2008/50/EC და „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობის შესახებ“ 2004 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2004/107/EC დირექტივებთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებასთან. 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და თანმდევ კანონის პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/346; 08.05.2019). საკანონმდებლო ინიციატივა ენერგეტიკული სექტორის რეფორმიდან გამომდინარე, ძირითადად ითვალისწინებს ღია და სამართლიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნას, ელექტროენერგეტიკულ და გაზის სექტორებში ბუნებრივი მონოპოლიების - გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების საქმიანობების (გადაცემა, განაწილება) გამიჯვნას წარმოებისა და მომხმარებლისათვის მიწოდების საქმიანობებისგან, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისთვის ისეთი ახალი უფლებამოსილებების დაკისრებას, როგორიცაა ბაზრის წესების და გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის დამტკიცება, სისტემის ოპერატორების სერტიფიცირება და მათ მიერ განცალკევების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და ა.შ. საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა ევროკავშირის ექვს სამართლებრივ აქტთან. 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევ კანონის პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე (07- 2/355; 29.05.2019). წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით შეიცვალა მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემა და პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტი შესრულდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. საკანონმდებლო ინიციატივით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მოექცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე ვრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები. 7 საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2006/126/EC დირექტივასთან. 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და თანმდევ კანონის პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/359; 31.05.2019). წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გაუმჯობესდა და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში განმარტებული ტერმინები, ანგარიშვალდებული პირების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარების წესი და საფუძვლები, სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების, ინფორმაციის შენახვის და კონფიდენციალობის დაცვის წესი. საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვასთან. 8. საქართველოს პარლამენტის წევრების - ი.ბერაიას, ს.მახათაძის, დ.სონღულაშვილის, ი.მეზურნიშვილის და გ.მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში და თანმდევ კანონის პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/372; 12.06.2019). საკანონმდებლო ცვლილებებით რეგულირების სფეროში მოექცა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმი. კანონმდებლობაში შემოვიდა ტერმინები ,,თამბაქოს ახალი ნაწარმი“, რომელიც წარმოადგენს თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმს, რომელიც არ არის დაკავშირებული წვის პროცესთან, ,,ელექტრონული სიგარეტი“, რომელიც გამოიყენება ნიკოტინის შემცველი ორთქლის მოხმარებისთვის და დაზუსტდა ,,სიგარეტის“ განმარტებაც. ცვლილებები დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა ასოცირების შეთანხმების XXXI-ე დანართით გათვალისწინებულ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/40/EU 8 დირექტივასთან „თამბაქოს პროდუქტების წარმოების, პრეზენტაციისა და რეალიზაციის თაობაზე წევრ სახელმწიფოთა კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების შესახებ, რომელმაც გააუქმა 2001/37/EC დირექტივა“. 9. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (07-2/375; 24.07.2019). საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მიღების ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შექნას. საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს შორის მხარდაჭერის სქემებთან, სტატისტიკურ ტრანსფერებთან, ერთობლივ პროექტებთან, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატებთან, ადმინისტრაციულ პროცედურებთან, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიისა და ბიოგაზის ელექტროენერგეტიკულ ქსელზე და ბუნებრივი გაზის ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებულ ნორმები. ცვლილებები დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“ 2009/28/EC დირექტივასთან. 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“(07-2/386; 19.08.2019). საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს დერივატივული და ფინანსური გირავნობის გარიგებების მყარი და მოქნილი საკანონმდებლო სისტემის შექმნას. კანონის მიღება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდა „ფინანსური გირაოს შესახებ“ 2002/47/EC დირექტივასთან. 11. საქართველოს კანონის პროექტები „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/345; 08.05.2019). საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით 2020 წლის დეკემბრიდან სავალდებულო ხდება საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების 9 მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდას პროდუქტის შეძენისას. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ხდება „ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე“ N2010/30/EU დირექტივასთან. 12. საქართველოს პარლამენტის წევრების ს. კილაძის, რ. იონათამიშვილის, ც. ზურაბიანის, ვ. ზარდიაშვილის, ი. ბერაიასა და ა. ოხანაშვილის მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და თანმდევ კანონის პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/353; 22.05.2019). საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ეფექტიანი დაცვა, ხოლო მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო აღჭურვილი იქნება სათანადო მექანიზმებითა და უფლებამოსილებებით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართ. ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი, დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და იქნება მეტად განჭვრეტადი, ამავდროულად, გაიზრდება პერსონალური მონაცემების საზედამხედველო ორგანოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმები. საკანონმდებლო ინიციატივით ხდება ევროკავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის 2008/977/JHA ჩარჩო გადაწყვეტილებასა და ევროკავშირის 2016 წლის 27 აპრილის მონაცემთა დაცვის შესახებ 2016/676 რეგულაციასთან (GDPR) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. 13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/425; 27.11.2019). კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტურობის ზრდას და შესაბამისად, ენერგიის დაზოგვას ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზებით. ამ მიზნით კანონის პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ფარგლებში 10 ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების დანერგვისთვის ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ხდება ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბერის 2012/27/EU „ენერგოეფექტურობის შესახებ“ დირექტივასთან. 14. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“ (№07- 3/408; 23.10.2019). დოკუმენტი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, ხაზს უსვამს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს. დადგენილების პროექტში ასახულია მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომ გაითვალისწინონ პარტნიორი ქვეყნების ამბიციები და პრიორიტეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ისევე, როგორც სხვა პარტნიორებმა შეინარჩუნონ ძლიერი პოლიტიკური ინტერესი ევროპული ინტეგრაციის მიმართ და არ დაკარგონ საზოგადოების მხარდაჭერა ამ პროცესში. კომიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინციატივა  "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები. 2019 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობდა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე და მისგან გამომდინარე ცალკეულ კანონის პროექტებზე. კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და შეიმუშავოს მომხმარებლის უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს, რომლებიც მომხმარებელს დაიცავს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობებისა და უსამართლო კომერციული პრაქტიკისგან, განსაზღვრავს პროდუქტის შეძენისა და მომსახურების მიღებისას მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულებას, არეგულირებს სარეწს გარეთ 11 დადებული და დისტანციური ხელშეკრულების ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. პირობებს და განსაზღვრავს კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან, ითვალისწინებს ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებას და ეყრდნობა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებს. კანონპროექტის შემუშავების პროცესში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, მომხმარებელთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით კანონპროექტის შესახებ მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის სამუშაო ჯგუფმა 2019 წელს 11 სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრების შედეგად საჭირო გახდა კიდევ 2 კანონპროექტის ინიცირება. საკანონმდებლო ინიციატივები საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა.  „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავებაში. დადგენილების პროექტით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე საქართველოს მთავრობას, განახორციელონ რიგი ღონისძიებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით. დოკუმენტი ხაზს უსვამს ასოცირებიდან წევრობამდე კონკრეტული, შუალედური მიზნებისა და ინიციატივების ევროკავშირისა და პარტნიორების მიერ ერთობლივად განსაზღვრის აუცილებლობას. 12 თემატური შეხვედრები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით 2019 წლის პირველ კვარტალში გაიმართა ორი თემატური სამუშაო შეხვედრა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წევრები, აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სუბიექტები და დარგის ექსპერტები. შეხვედრაზე განიხილეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „ენერგოეფექტურობის“ და „განახლებადი ენერგიის შესახებ“ კანონპროექტები და იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანია სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგოეფექტიანობის ზრდით დანახარჯების შემცირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 4.2. საზედამხედველო საქმიანობა: ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების მოსმენა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის მიზანია ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი. ამ პროცესში, კომიტეტი ზედამხედველობს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას, ასევე საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების აღსრულებას. პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისა და უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით, კომიტეტი თანამშრომლობს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან, რომლებიც თავიანთ კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების აღსრულებისა და შესაბამისი დარგობრივი სამინისტროებისა თუ უწყებების საქმიანობის კონტროლზე. საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად, კომიტეტი როგორც ცალკე, ისე დარგობრივ კომიტეტებთან ერთად, ისმენს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების პერიოდულ ანგარიშებს, რომლის შედეგადაც კომიტეტი აკონტროლებს მათ შესრულებას და იღებს შესაბამის რეკომენდაციებს. 13 საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი სხვა დარგობრივ კომიტეტებთან ერთად შეისწავლის და განიხილავს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებულ ალტერნატიულ თემატურ ანგარიშებს, რომლის მომზადებას უზრუნველყოფს „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტი „ევროკავშირისაქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ“. ამ საქმიანობით კომიტეტი ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების და დაგეგმილი რეფორმების დროულად და ეფექტიანად შესრულებას, რეფორმების პროცესში საზოგადოების ჩართულობას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დისკუსიის წარმართვას. კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე შესაბამისი უწყებებისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები. 2019 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, დამოუკიდებლად და სხვა საპარლამენტო კომიტეტების მონაწილეობით, გამართა 20 საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე: 1. 2019 წლის 1 თებერვალს კომიტეტმა მოისმინა საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიში 2018 წელს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის შესახებ; 2. 2019 წლის 18 თებერვალს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ანგარიში გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 3. 2019 წლის 13 მარტს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ წარმოადგინა სამინისტროს ანგარიში განათლების მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე; 4. 2019 წლის 14 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წარმოადგინა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში, მათ შორის: - 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის წარდგენა; ასოცირების შეთანხმების განხორციელების და კოორდინაციის მექანიზმი და შესრულების მდგომარეობა; ინფორმაცია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომის შედეგების შესახებ; ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ; 14 - ინფორმაცია შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობის შესახებ; 5. 2019 წლის 18 მარტს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ წარმოადგინა სამინისტროს მიერ დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში; 6. 2019 წლის 25 მარტს კომიტეტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანაშვილმა წარმოადგინა ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 7. 2019 წლის 10 აპრილს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარმოადგინა ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 8. 2019 წლის 13 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკატერინე ღაზაძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა წარმოადგინეს ანგარიში ფინანსურ მომსახურების, დაბეგვრის, ბუღალტრულ აღრიცხვის და აუდიტის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 9. 2019 წლის 22 მაისს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ანგარიში „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თაობაზე; 10. 2019 წლის 27 მაისს კომიტეტმა მოისმინა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“-ს მიერ მომზადებული ანგარიში „ერთი წელი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან: გამოვლენილი ნაკლოვანებები“; 11. 2019 წლის 16 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა წარმოადგინა სამინისტროს მიერ დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე 15 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის პირველი ნახევრის შესრულების ანგარიში; 12. 2019 წლის 26 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარმოადგინა ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)“ 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ. 13. 2019 წლის 26 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარმოადგინა ანგარიში ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით; 14. 2019 წლის 26 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარმოადგინა ანგარიში ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ; 15. 2019 წლის 30 სექტემბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ხატია წილოსანის ანგარიში გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ; 16. 2019 წლის 30 სექტემბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ანგარიში „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე; 17. 2019 წლის 11 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ წარმოადგინა სამინისტროს ანგარიში განათლების მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ; 18. 2019 წლის 22 ოქტომბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანაშვილის ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ; 16 19. 2019 წლის 28 ოქტომბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ანგარიში „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების და ენერგეტიკის დარგში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის 6 თვის შესრულების შესახებ; 20. 2019 წლის 11 ნოემბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ანგარიში „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის თაობაზე; სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისთვის. შეისწავლა უშუალოდ მისი ზედამხედველობის სფეროში შემავალი უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული პროგრამების მიზნობრიობა, ასევე, სხვადასხვა სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი რესურსების მობილიზება. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიმოხილვის პროცესში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშის მოსმენის შემდგომ კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები და განახორციელა რეკომენდაციების შესრულების კონტროლი. 4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომიტეტის საქმიანობის საჯაროობას და გამჭვირვალობას. კომიტეტის სხდომები ღიაა დაინტერესებული საზოგადოებისთვის, სტუდენტების, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. კომიტეტის სხდომებზე დამსწრეებს საშუალება ეძლევათ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პროცესში თანამშრომლობს „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. 17 საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი სხვა დარგობრივ კომიტეტებთან ერთად შეისწავლის და განიხილავს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებულ ალტერნატიულ თემატურ ანგარიშებს, რომლის მომზადებას უზრუნველყოფს „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტი „ევროკავშირისაქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ“. აღნიშნული საქმიანობით კომიტეტი ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების და დაგეგმილი რეფორმების დროულად და ეფექტიანად შესრულებას, რეფორმების პროცესში საზოგადოების ჩართულობას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დისკუსიის წარმართვას. ინტერნეტკომუნიკაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ქართულ მედია საშუალებებში რეგულარულად ავრცელებდა ინფორმაციას კომიტეტის ღონისძიებებისა და ვიზიტების შესახებ. ინფორმაცია კომიტეტის აქტივობების შესახებ თავსდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდზე და კომიტეტის Facebook-ის გვერდზე, რომლის განახლებაც ყოველდღიურად ხდება და კომიტეტის საქმიანობასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია ევროკავშირის სიახლეების შესახებ. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია საქართველოს პარლამენტის ვებპორტალი www.aa.ge, რომელზეც განთავსებულია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ჩამონათვალი და ინფორმაცია ხელშეკრულებით განსაზღვრული რეგულაციების, დირექტივების, გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ვებპორტალი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, მიადევნოს თვალი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთო პრიორიტეტების ამოქმედების ვადებს და შეაფასოს პროგრესი თითოეული მიმართულებით. ვებ-პორტალი შექმნა ღია საზოგადოება საქართველომ და მართვაში გადასცა საქართველოს პარლამენტს. კომიტეტი უზრუნველყოფს ვებპორტალის ტექნიკურ და შინაარსობრივ ფუნქციონირებას. სპეციალურად შემუშავებული ფორმის საფუძველზე, სამინისტროები და დარგობრივი კომიტეტები კვარტალურად აგზავნიან ინფორმაციას ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში შესრულებული საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც კომიტეტი ანახლებს ვებგვერდის ინფორმაციას. საინფორმაციო შეხვედრები ევროინტეგრაციის პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებისთვის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს 18 სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში, კომიტეტის მიერ არა ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა განხორციელდა. • 2019 წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ საზოგადოებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით - კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაზე, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, საზოგადოებას აგრეთვე წარედგინა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. • 2019 წლის 5 და 19 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს პარლამენტში ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, მისი გაფართოების და განვითარების პრიორიტეტებზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და შესაძლებლობებზე, აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი მიმოსვლის საკითხებზე ისაუბრა. • 2019 წლის 10 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა „სტუდენტური პარლამენტის“ ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტების ახალგაზრდა წევრებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებთან საკანონმდებლო ორგანოს როლზე და საქმიანობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. • 2019 წლის 17 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეხვდა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. 19 • 2019 წლის 2 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პარლამენტის მოდელირების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. პარლამენტის მოდელირება ახალგაზრდებისთვის პარლამენტის და მისი საქმიანობის გაცნობის ინტერაქტიული შესაძლებლობაა და მას 9 მაისს დემოკრატიის ლაბორატორიასთან (Democracy Lab) და UNDP Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს პარლამენტის და კონკრეტულად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა გააცნო. • 2019 წლის 10 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ (CTC), საქართველოს პარლამენტში ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის „ევროპული კლუბები“ პრეზენტაცია გაიმართა. საპილოტე ეტაპზე პროექტში ჩართული იქნება თბილისისა და რუსთავის 6 საჯარო სკოლა. პროექტების შედეგების გათვალისწინებით მოხდება ქსელის შემდგომი განვითარების სტრატეგიის ფორმირება და მასში საქართველოს მასშტაბით დამატებითი სკოლები ჩაერთვებიან. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტს საპილოტე ეტაპზე შერჩეული სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სტუმრობდნენ. ღონისძიების ბოლოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. • 2019 წლის 11 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს საჯარო სკოლების 150 მასწავლებელს შეხვდა, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ პროექტში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობენ. პროექტი სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლების დანერგვა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა. • 2019 წლის 12 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, სსდა/EDAG-ის ორგანიზებით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სტუდენტური საპარლამენტო დებატები „ახალგაზრდობა ევროპისთვის“, რომელშიც საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დებატების მიზანი იყო 20 ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო პროცესებში, მათი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე და ასევე, ახალგაზრდებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარება. საქართველოს პარლამენტის წევრებითა და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (სსდა/EDAG) წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დებატების გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა. • 2019 წლის 14 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტების წარმომადგენლები. • 2019 წლის 20 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო სემინარში „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“. შეხვედრა თბილისის საკრებულოში „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარზე: „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები, ისაუბრა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. • 2019 წლის 10 ივნისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - ახალგაზრდული პერსპექტივა“, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიღწევები შეაჯამეს. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა ლიდერები, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. • 2019 წლის 17 ივნისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, ევროპარლამენტარ ჰანეს ჰანსოს ინიციატივით და ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა სემინარი „რატომ ევროკავშირი? ესტონური გამოცდილება“, რომლის მთავარ თემას, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის 21 წევრებმა, ასევე ევროპარლამენტის წევრმა, ჰანეს ჰანსომ, საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კაი კაარელსონმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ჰანეს რუმმა, ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრის დირექტორმა, ექსპერტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში იან რეინჰოლდმა, ესტონეთის ქ. ვილიანდის ყოფილმა მერმა ანდო კივიბერგმა, ესტონელმა მეწარმემ პრიტ ტამიმ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. სემინარის ფარგლებში გამართულ სესიაზე ევროპული ინტეგრაციის ესტონურ გამოცდილებაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საზოგადოების მოლოდინების მართვა, ევროპული რეგულაციების შემოღების შედეგები, საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, ევროინტეგრაციის გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მეწარმეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე. • 2019 წლის 11-12 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელ სესიაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. სესიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შედეგები შეაფასეს, ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე, რომელიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა. • 2019 წლის 16 ოქტომბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის თაობაზე, ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. • 2019 წლის 29 ოქტომბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე პარლამენტის ფუნქციებზე, ევროინტეგრაციის კომიტეტის ძირითად მიმართულებებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს. • 2019 წლის 6 ნოემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე ახალგაზრდული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა 22 და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კომიტეტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. • 2019 წლის 18 დეკემბერს ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის დირექტორთან თომას შრაპელთან შეხვედრა გამართა. დავით სონღულაშვილმა ფონდის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა კომიტეტთან ეფექტური თანამშრომლობისთვის, გააცნო საკუთარი ხედვები და სამომავლო პროექტები. თომას შრაპელის მხრიდან ფონდის ჩართულობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ სურვილი გამოითქვა, რის შემდეგაც მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს. • 2019 წლის 26 დეკემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნულ პლატფორმის თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მიღწეულ წარმატებებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში, მჭიდროდ თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან. მხარეებმა შეხვედრისას, ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. 4.4. თემატური მოკვლევა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა გადაწყდა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმართ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ დიდი მოლოდინი და აუცილებელია, რომ ის სწორად განხორციელდეს, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ მნიშვნელოვან რეფორმას. მოკვლევის მიზანია საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობისას გამოვლენილი გამოწვევების და პრობლემების გამოკვლევა და გაანალიზება. მოკვლევის პროცესში მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების საფუძველზე, შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების მომზადება. 23 საშემოდგომო სესიის პერიოდში გაიმართა ორი სხდომა სადაც სამოქალაქო საზოგადოების და აღმასრულებელი უწყებების მონაწილეობით განხილულ იქნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის გამოწვევები და სამომავლო გეგმები. სამუშაო ჯგუფი მოკვლევის ანგარიშს მოამზადებს 2020 წლის თებერვალში. 5. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომიტეტის საქმიანობის საჯაროობას და გამჭვირვალობას. კომიტეტის სხდომები ღიაა დაინტერესებული საზოგადოებისთვის, სტუდენტების, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. კომიტეტის სხდომებზე დამსწრეებს საშუალება ეძლევათ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სულ შემოვიდა 221 წერილი. აქედან: 68 მოქალაქის წერილი და 153 სხვადასხვა უწყების. საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიიღო მოქალაქეთა 68 განცხადება და რეაგირება მოხდა ყველა მათგანზე. 6. საერთაშორისო თანამშრომლობა ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საპარლამენტო დიპლომატიის გაღრმავებით ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა. საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა გულისხმობს: o o o o o საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას; ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან; ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას; საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში მონაწილეობას; ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობას. საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა ევროპარლამენტთან არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორუმებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობას. კომიტეტი, დელეგაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფდა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის 24 პოლიტიკის მხარდაჭერას. კომიტეტის განსაკუთრებული ძალისხმევა მოხმარდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ფარგლებში საქმიანობას და საქართველოს ინტერესების ამსახველი დოკუმენტების მიღებისთვის მუშაობას. ასევე, პრიორიტეტული იყო ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) მონაწილეობა. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410) ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობას უძღვება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. მოცემულ საანგარიშო პერიოდში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის 1 სხდომა გაიმართა. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა 2019 წლის 27-28 მარტს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის და ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულ უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა. სხდომაზე, თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო გახარიამ ისაუბრეს. 25 ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, საქართველოს გაწევრიანების შესახებ ენერგეტიკულ გაერთიანებაში და შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. ევროპარლამენტარებს, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გააცნო. ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო, სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა: 1  კომიტეტი მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მუდმივ განვითარებას და კვლავ ეხმიანება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობაა;  კომიტეტი ადასტურებს, რომ ახალი უმაღლესი დონის დიალოგი, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა 2018 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ისევე როგორც პარტნიორებს შორის დაწესებული ახალი უმაღლესი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში;  კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენებას, რის შედეგადაც ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია;  კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეუფერხებელი მუშაობისთვის, იწონებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს, მთავრობის ახლო თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფოების საპოლიციო და საბაჟო უწყებებთან, მუდმივ საინფორმაციო კამპანიებს მოქალაქეთა სათანადო ინფორმირებისთვის;  კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მზადყოფნას იყოს ევროპის მთავარი პარტნიორი რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებისთვის და ასევე იწონებს, რომ ევროპასა და საქართველოს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირები ვითარდება;  კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, აქტიურად იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, ისე აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობაში; მოიწონა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას აძლიერებს და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია; 1 http://parliament.ge/uploads/other/114/114041.pdf 26  ასოცირების კომიტეტი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესის და მის უალტერნატივობას, ასევე იწონებს მთავრობის პოლიტიკას მთელს ქვეყანაში თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest PA) აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) მუშაობას. 28-29 იანვარს ევროპარლამენტში, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების სხდომები გაიმართა. ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა რეზოლუციის პროექტი - „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.“ სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში განათლების რეფორმებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე განათლების სექტორში ინოვაციების განვითარებაზე. სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო პარტნიორ ქვეყნებში ტუბერკულოზის გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გზებს. აღინიშნა, რომ ტუბერკულოზი დღემდე რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად, ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობაზე დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით. ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ირინა ფრუიძემ წარადგინა ევროპარლამენტარ ანჟეი გრჟიბთან თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“. 27 28-29 იანვარს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელა. 30 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ხულორდავა მონაწილეობდა. ბიუროს სხდომაზე, რომელშიც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე სხდომა დაიგეგმა, რომელიც გაიმართა თბილისში 8-10 დეკემბერს. 8 – 10 დეკემბერს გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სესია, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები მონაწილეობდნენ. სესიის ფარგლებში მიღებული იქნა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის და ენერგეტიკული უსაფრთხოების; ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების; ენერგეტიკული უსაფრთხოების ასევე, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მიერ შემუშავებული შემდეგი რეზოლუციები :  „საპარლამენტო ზედამხედველობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით“.  „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით“  „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“  „ინოვაცია განათლების სექტორში და განათლების რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები“. სხდომაზე ასევე, მხარი დაუჭირეს საგანგებო რეზოლუციას თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიო პლიუს სტრატეგია 2030 წლისთვის“. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო. ევროკავშირის ეროვნული კონფერენცია (COSAC) პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების 28 2017-2018 წლების საანაგარიშო პერიოდში ასევე პრიორიტეტული იყო ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციასთან (COSAC) თანამშრომლობა. 2019 წლის 21 იანვარს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირინე ფრუიძემ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - რუმინეთის სპეციალური მოწვევით, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების (COSAC ) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ევროპის პარლამენტების წარმომადგნელებმა, რუმინეთის სენატში, რუმინეთის ხელისუფლებისგან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს პრიორიტეტები მოისმინეს, რაც ევროპის გაერთიანებისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ იქნება მიმართული. თამარ ხულორდავამ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე და ევროკავშირის 2020-2027 წლის ბიუჯეტში საქართველოსა და სხვა ასოცირებული ქვეყნებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა პლატფორმის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისა და გამოყენების გზით, ხელი შეუწყოს ასოცირებული ქვეყნების დაახლოებას ევროკავშირთან. ბოლო წლების განმავლობაში პლატფორმა ჩამოყალიბდა როგორც ევროპარლამენტის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტებისგან შემდგარი საკონსულტაციო ორგანო. ინიციატივის ფარგლებში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა და ერთობლივი დეკლარაცა გამოიცა. 6.5. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე როგორც ინდივიდუალურად, ასევე, საპარლამენტო დელეგაციების ფორმატში მონაწილეობდა არაერთ ღონისძიებაში. 2019 წლის 28 იანვარიდან - 1 თებერვლის ჩათვლით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შეხვედრები გამართა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, 29 საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. შეხვედრებზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რაშიც ამერიკულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის დახმარების ინტერესი გამოხატა. განიხილეს გაცვლითი და სასწავლო პროგრამების გაფართოების პერსპექტივები ახალგაზრდა ლიდერებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტექნიკური დახმარების გაძლიერების აუცილებლობა. 2019 წლის 4 თებერვალს, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა საქართველოში რუმინეთის ელჩთან რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა იყო „რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები“. 2019 წლის 8 თებერვალს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკანონო მიგრაცია და საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, რაც 2018 წლის განმავლობაში შვედეთში დაფიქსირდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზეც და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. 2019 წლის 14 თებერვალს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ კნირშს და მის მოადგილეს, მიხაილ ფაბრის შეხვდა. მხარეებმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და არსებულ გამოწვევებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრეს. 2019 წლის 15 მარტს, სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს კარლჰაინც კოპფსს შეხვდნენ. შეხვედრისას, საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური, ტურისტული და ვაჭრობის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს. შეხვედრისას, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე. 2019 წლის 25 მარტს კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. ისაუბრეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საქართველოში. ბატონმა სტოლტენბერგმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. 30 2019 წლის 1-2 აპრილს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ და კომიტეტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ბუქარესტში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაზე ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების წევრებმა ევროკავშირის მომავალზე, სამომავლო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ევროკავშირის ეკონომიკური მოდელის რეფორმის აუცილებლობაზე იმსჯელეს. 2019 წლის 1-2 აპრილს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების პერსპექტივაზე. 2019 წლის 13 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირინე ფრუიძესთან ერთად სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ფრანჩიჟეკ რუჟიჩკას, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსს მიხალ კომადას, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს რობერტ ანდრეიჩაკს და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს შეხვდა. 2019 წლის 14 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინე ფრუიძესთან ერთად, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში გერმანიის როლზე ისაუბრეს. 2019 წლის 14 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა. 2019 წლის 20 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრებს, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, განათლების კუთხით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს. 31 2019 წლის 21 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,თამარ ხულორდავა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს. 2019 წლის 28 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაში სახელწოდებით - „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე: მიღწევები და სამომავლო ქმედებები“, რომელიც ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. დისკუსია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს ასევე, ევროკავშირის გამოწვევებსა და მომავალს შეეხებოდა. ღონისძიებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ოფიციალური სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგნელებმა. 2019 წლის 31 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ვილნიუსში, ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 2019 წლის 18-19 ივნისს, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირინე ფრუიძემ. 2019 წლის 5 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ფინეთის ელჩს საქართველოში, არია მაკონენს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე, ევროპარლამენტის არჩევნებზე, საპარლამენტო კომიტეტებისა და დელეგაციების ფორმირებაზე, აგრეთვე ბრექსიტის შედეგებზე და მიგრაციის პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამებზე. 2019 წლის 8 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრს, მათერნ ფორ მარშალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მიერ შეტანილი წვლილი. 2019 წლის 9 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტს კლაუდია როთს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის 32 არსებულ ურთიერთობებზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. 2019 წლის 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანგელ ტილვარს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები. 2019 წლის 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა. მხარეებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 2019 წლის 12 ივლისს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, თომას ბუხსბაუმს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ზეგავლენას და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებზე. ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. 2019 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გაბრიელა კრეტუს შეხვდა. მხარეებმა რუმინეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე და პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 2019 წლის 12 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ზორან იანკოვიჩს შეხვდა.მხარეებმა ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. 2019 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პორტუგალიის ეროვნული ასაბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რეჯინა ბასტოსს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას, ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, არსებულ ვითარებაზე და მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე. 2019 წლის 18 ივლისს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან საქართველოში პეტრ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე 33 ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს. არსებულ კავშირებზე და სამომავლო 2019 წლის 27 სექტემბერს, თამარ ხულორდავამ ბერლინში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიაში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, მატერნ ფონ მარშალი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის ცენტრალური შტაბის უფროსი, ბენედიქტ ცანკერი და კორბერის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი, ლიანა ფიქსი მონაწილეობდნენ. 2019 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებსა და საპარლამენტო საქმიანობაზე. 2019 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბოჰდან იარემენკოს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე და ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. 2019 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა უკრაინის უმაღლესი რადას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის - საქართველო, მოლდოვა და უკრაინის სამომავლო გეგმებზე და ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. 2019 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვის დელეგაციის ხელმძღვანელს, იგორ მონტეანუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევრონესტის ფარგლებში სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს. 2019 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას დელეგაციების ხელმძღვანელს, ივან კრულკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევრონესტის ფარგლებში 34 სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს. 2019 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე და ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. 2019 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ლიეტუველ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიციენეს შეხვდა. მხარეებმა ლიეტუვას და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობაზე და პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. 2019 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ლიეტუველ ევროპარლამენტარ ჯუოზად ოლეკასს შეხვდა. მხარეებმა ლიეტუვას და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე და პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. 2019 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გერმანელ ევროპარლამენტარ ვიოლა ვონ კრამონ-ტაუბადელს შეხვდა. მხარეებმა გერმანიის და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს საქართველოში რეფორმების პროცესში გერმანიის მიერ შეტანილი წვლილი, ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 2019 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს კლარა დობრევს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 2019 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ კავშირის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. 2019 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, რუმინელ ევროპარლამენტარ ჰელმუტ გეუკინგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთოებები. 35 2019 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, რუმინელ ევროპარლამენტარ მარია გრაპინის შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 2019 წლის 13 დეკემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. 2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს და მის მოადგილე ერიკ ტოზატის შეხვდა. მხარეებმა, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიული ფორმატის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. დიალოგის ახალი ფორმატი მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, შეაჯამონ ის საკითხები, რომელზეც პარტნიორობის ფარგლებში იმუშავებენ. შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. 2019 წლის 16 დეკემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, დავით სონღულაშვილი ბულგარეთის ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. 2019 წლის 16 დეკემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, დავით სონღულაშვილი ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა. შეხვედრისას, ისაუბრეს ორი ქვეყნის აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, ლიეტუვას დახმარებით მიმდინარე ღონისძიებებზე და იმ პროცესებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში მმართველობის გაუმჯობესებას, დეცენტრალიზაციის რეფორმას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას. 2019 წლის 18 დეკემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ელჩთან საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბასთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, როგორც საპარლამენტო საქმიანობის კუთხით, ისე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, 36 კავშირგაბმულობის, კულტურის და სხვა სფეროებში. შეხვედრისას ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობაზე. 2019 წლის 20 დეკემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, დავით სონღულაშვილი ესტონეთის ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 2019 წლის 20 დეკემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან. შეხვედრისას, კომიტეტის სამომავლო საქმიანობაზე, ევროინტეგრაციული პროცესების მიმდინარეობასა და საქართველოს ევროპულ გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, როგორც საპარლამენტო საქმიანობის კუთხით, ისე სხვადასხვა მიმართულებით. 2019 წლის 30 დეკემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველო-ლიეტუვას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლიეტუვას სეიმის დეპუტატს, ზიგიმანტას პავილიონისს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს. მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 37