საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/145; 26/03/2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-05
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2042/20
05-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი:
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/145;
26.03.2018).
კანონპროექტის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზანია ქვეყანაში
არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისაგან დაცვა.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო
სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის
განსაზღვრულია 2020 წლის 6 თებერვალი.
დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად
მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge