საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას 2020 წლის 17 იანვარს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-05
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-2035/20
05-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით ანგარიშს 2020 წლის 17 იანვარს, საფრანგეთში, ქ. პარიზში
განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის
წესრიგში შეტანა.
დანართი: 1 ფურცელი
პატივიცემით,
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების მიზანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის
მიღება.
მივლინების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მივლინების თარიღი: 2020 წლის 17 იანვარი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაზე პირველ საკითხად
განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები. სხდომაზე ასევე გაიმართა მსჯელობა
პროცედურებთან დაკავშირებით. განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოში საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი მოსამართლეების კანდიდატების
სია. კომიტეტმა მოუსმინა სამივე კანდიდატს, იმსჯელა და მიიღო შესაბამისი
გადაწყვეტილება.
კომიტეტის სხდომა დახურულია და სპეციალური წესების გათვალსწინებით
კონფიდენციალობის დაცვა აუცილებელია. შესაბამისად, კომიტეტის სხდომის
მიმინარეობის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი სახით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტის წევრი