საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შესახებ: ა) 2019 წლის 27 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმება - 2020 წლის 1 თებერვალი; ბ) 2019 წლის 1 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება - 2020 წლის 29 იანვარი; გ) 2015 წლის 13 ნოემბერს ხელმოწერილი„საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი - 2016 წლის 22 აპრილი.

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.02.2020
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-2031/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

წერილი
4147-01-2-202002061507 № 01/4147 06/02/2020 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ძალაში შევიდა შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები: 2019 წლის 27 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა 2020 წლის 1 თებერვალს; 2019 წლის 1 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა 2020 წლის 29 იანვარს; 2020 წლის 29 იანვარს ევროკავშირის რეადმისიის ერთობლივი კომიტეტიდან მიღებული შეტყობინების თანახმად, 2015 წლის 13 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შევიდა 2016 წლის 22 აპრილს. პატივისცემით, ირინე ბართაია დეპარტამენტის დირექტორი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი