„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა
ნომერი
#07-3/432/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, N21-22, 14.06.1998, სარეგისტრაციო კოდი: 210.020.010.05.001.000.360) დაემატოს შემდეგი შინაარსის 175 მუხლი: „მუხლი 175. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილებილ პირობებს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სამწუხაროა, თუმცა დღეის მდგომარეობით ჯერ კიდევ მრავლადაა დაუმთავრებელი მშენებლობები. დაუმთავრებელი მშენებლობები გვაქვს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მშენებლობის პროცესში წარმოშობილი ეკონომიკური პრობლემებია. საგულისხმოა, რომ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების 35-ე მუხლის თანახმად. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, არსებობს ისეთი დაუმთავრებელი მშენებლობებიც, რომლებსაც გააჩნიათ კანონით გათვალისწინებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, და ამ ფინანსური ვალდებულების გამო ვერ ხერხდება მშენებლობის პროცესის გაგრძელება. ამდენად, რადგან ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზანი არის დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება, მიზანშეწონილია განხორციელდეს სხვა დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებებიც, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროცესს. კერძოდ, ასეთ ხელშემწყობი ღონისძიება იქნება სწორედ ამ ობიექტების გათავისუფლება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან. თუმცა ეს შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომლებიც ჩაითვლება დაუმთავრებელ მშენებლობებად. ამასთან თუ რომელი ობიექტი შეიძლება ჩაითვალოს დაუმთავრებელ მშენებლობად, ეს განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 20 ივნისის #3214 კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, „ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის გადაიხდება ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი მოსაკრებელი.“. შესაბამისად, იმისათვის რომ დაუმთავრებელი მშენებლობები გათავისუფლდეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, იქნება დიდი სტიმული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის და ხელშეწყობა ამ პროცესით დაზარალებული მოსახლეობისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 175 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისაგან გათავისუფლების საკითხი. კერძოდ: 1. პირველი პუნქტის მიხედვით: „სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.“. ანუ, კანონი ადგენს რომ აუცილებელია ამ ორივე პირობის ერთობლივად არსებობა, რომ ეს მშენებლობა გათავისუფლდეს ამ მოსაკრებლისაგან. ამასთანავე, აქვეა მითითება რომ უკვე გადახდილ მოსაკრებლებს ეს კანონი არ შეეხება. 2. მე-2 პუნქტის მიხედვით: მეორე პუნქტი განსაზღვრავს თუ ვინაა უფლებამოსილი დაადგინოს რომელი ობიექტები ჩაითვლებიან დაუმთავრებელ მშენებლობებად. კანონის მიხედვით, ეს უფლებამოსილება ექნება საქართველოს მთავრობას, რომელიც თავისი ნორმატიული აქტით დაადგენს პირობებს, თუ რომელი ობიექტი ჩაითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება მოცემულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან იგი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შესვლის რაიმე განსაკუთრებული თარიღის დადგენის აუცილებლობა არ არსებობს, ამიტომ კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტული პირები გათავისუფლდებიან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის წარსულში დაგროვილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული პირების საცხოვრებლებით დაკმაყოფილებასა და მათი ინტერესების დაცვას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. დღეის მდგომარეობით, დაუმთავრებელი მშენებლობებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისათვის საკითხის შესწავლა ისედაც ხდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში, შესაბამისად, რაიმე დამატებითი ადამიანური ან მატერიალური რესურსის გამოყოფა საჭირო არ არის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი იქონიებს გავლენას ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი წარმოადგენს ადგილობრივ მოსაკრებელს, რომელიც სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. შესაბამისად, ამ მოსაკრებლისაგან გათავისუფლება, ცხადია გამოიწვევს ბიუჯეტში შემოსასვლელი თანხების შემცირებას. შემოსავალი შემცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობაც უნდა შემოსულიყო სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის დაკისრებული მოსაკრებლის გადახდით. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიმართავს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან ბიუჯეტიდან. დღეის მდგომარეობით, დაუმთავრებელი მშენებლობებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისათვის საკითხის შესწავლა ისედაც ხდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში, შესაბამისად, რაიმე დამატებითი ადამიანური ან მატერიალური რესურსის გამოყოფა საჭირო არ არის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოსთვის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც მოექცევიან კანონპროექტის რეგულირების სფეროში, კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი სრულად გათავისუფლდებიან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ან სხვა და ოდენობის ბიუჯეტში სახის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის დაკისრებული (დაგროვებული) მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ის პირი, რომელიც მიმართავს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა