„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 772-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31
დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14
იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა (9 აპრილი) და
საქართველოს პრეზიდენტის დღეზე (26 მაისი).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების
შესახებ
შეტანის
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს შრომის კოდექსი“ პროექტის შემუშავებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს შრომის კოდექსის პროექტმა, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ,
9 აპრილის - როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებას ორგანული
კანონით, ხოლო მეორე მხრივ, 26 მაისს - საქართველოს პრეზიდენტის დღედ დაწესებას,
გამოიწვია შესაბამისი
ცვლილების განხორციელების აუცილებლობა
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შრომის კოდექსში 9 აპრილის ობიექტურმა დაზუსტებამ და ამასთან, 26 მაისის დღის
შინაარსობრივმა ცვლილებამ, განაპირობა ხსენებული თარიღების შესაბამისი ცვლილებების
საჭიროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772-ე მუხლის
შენიშვნის მე-3 ნაწილის ტექსტიდან ამოღებულ იქნება სიტყვები „საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი)” და აღნიშნული სიტყვები ჩამოყალიბდება
შემდეგი რედაქციით: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა (9 აპრილი) და საქართველოს
პრეზიდენტის დღეზე (26 მაისი)“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ ასებობს (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას მიღებიდან შეძლებისდაგვარად მცირე
დროში - გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რადგან კანონპროექტი ინიცირებულია მ/წლის იანვარში, მიზანშეწონილია დროულად მოხდეს
მისი მიღება, რათა საქართველოს მოსახლეობა დროულად იყოს ინფორმირებული
მოახლოებული 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სრულფასოვნად
აღნიშვნასთან დაკავშირებით. აქვე, გონივრული ვადით ადრე შეიტყონ ჩვენმა მოქალაქეებმა რომ
26 მაისი საქართველოს ისტორიული მეხსიერების კუთვნილებად კი არ რჩება, არამედ ამ დღეს
ახალი დატვირთვას ექნება და საქართველოს პრეზიდენტის დღე აღინიშნება. შესაბამისად,
აუცილებელია შრომის კოდექსის თანმდევი ცვლილებების ასახვა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსშიც.
მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი მისი ამოქმედების შემდგომ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ასეთი არ არსებობს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ან მის სისტემაში არსებული
უწყებისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად
შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართვეელოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშრთა დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ გამომდინარეობის ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი
აქტიდან).
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროქტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე.